Home რუბრიკები საზოგადოება რა ნიშნებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება ბავშვისათვის სათამაშოს შერჩევისას

რა ნიშნებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება ბავშვისათვის სათამაშოს შერჩევისას

სუფთა ჰაერის ნაკლებობას განიცდიან ბავშვები და სახლში მაინც იყოს მშვიდად მშობელი

2217
სათამაშო

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ კვლევის შედეგად 44-იდან 21სათამაშოში „ფტალატის“ მოჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინა. უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლეული სათამაშოები შეძენელია თბილისის 15მაღაზიასა და აფთიაქებში, და არა ბაზრობაზე. კვლევა იმის დასადგენად, მოჭარბებული რაოდენობით იყო თუ არა სათამაშოებში ეს ნივთიერება, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა,  2016წლის ოქტომრიდან  2017წლის იანვრამდე.

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვულის თქმით, სახელმწიფოს რეგულაციების შემუშავებამდე ერთი წელი დარჩა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ არის:

„არანაირი რეგულაცია არ არსებობს საქართველოში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას,წარმოებას, რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფომ დროულად განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები, რომ ასეთი რეგულაციები არსებობდეს. სახელმწიფოს ვადა 2019 წლამდე აქვს. 2019წელს მზად უნდა იყოს ყველანაირი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა.“

ნივთიერება „ფტალატი“ პლასტმასის დასარბილებლად გამოიყენება და სათამაშოების ნაწილში. გადაჭარბებული რაოდენობით არსებობა კი იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. სანამ საქართველო კანონმდებლობით დაარეგულირებს, გააკონტროლებს ბაზარზე მსგავსი ნივთიერებების არსებობას და ამ პრობლემის მოგვარებას დაიწყებს,  დეტალურად გავიგოთ რა საფრთხის წინაშე არიან ბავშვები.

პედიატრი თამარ ხარაძე:

-კარცენოგენულია მძიმე მეტალების მქონე სათამაშოები. ასევე   საშიში ტოქსინებია ფტალატები რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს სიმსივნურ დაავადებებს,რეპროდუქციული სისტემის დაქვეითებას, აზიანებს თირკმელებს და ა.შ. ამ ნივთიერების აღმოჩენა შესაძლებელია, მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, ამიტომ ბავშვის დაცვა ამ მავნე ნივთიერებისგან საკმაოდ რთულია. რა ზიანიც შეიძლება სამომავლოდ ბავშვს განვითარებასთან ერთად მიაყენოს ამას მომენტალურად ვერ გავიგებთ. მძიმე მეტალები არამხოლოდ ბავშვებისთვის ზრდასრული ადამიანისთვისაც საშიშია.უნდა აიკრძალოს ასეთი ნივთების შემოტანა საქართველოს ბაზარზე. ევროკავშირმა მიიღო დირექტივა, რომ ამ შემცველობით სათამაშოები აიკრძალოს მათ ბაზარზე. საქართველოშიც უნდა დარეგულირდეს, რათა მოვარიდოთ ბავშვები საშიშ და მავნებელ ნივთიერებებს. ისედაც სუფთა ჰაერის ნაკლებობას განიცდიან და სახლში მაინც უნდა იყოს მშვიდად მშობელი, რომ მისი შვილი მომაკვდინებელი საგნით არ თამაშობს.

სათამაშოების მაღაზია „ცეროდენა“ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი- მარიტა ცინცქილაძე:

-როგორ უნდა შევარჩიოთ ბავშვისთვის უსაფრთხო სათამაშო?

უნდა დავაკვირდეთ კარგად არის თუ არა შეფუთული და დაცული სათამაშო. უნდა მივაქციოთ ყურადღება ნიშნებს, რა ნიშნებია უკან დართული. ეს ნიშნები უნდა იყოს CE რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშო არის ევროპისთვის დამზადებული და EN71, რაც ნიშნავს იმას რომ სათამაშო არის უმაღლესი ხარისხის, აკმაყოფილებს ყველანაირ სტანდარტს, არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს მძიმე მეტალებს. ყუთს უკან უნდა ჰქონდეს დეტალური აღწერილობა და ქიმიური შემადგენლობა. არის ბევრი სათამაშო, რომელსაც არ აქვს ეს ნიშანი და ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სათამაშო არ იყოს ძალიან კაშკაშა ფერის  (ფოსფორისფერი)და ეს ნიშნავს, რომ დაბალი ხარისხის საღებავით არის შეღებილი და ფერი გადასდის. კიდევ არის სათამაშოები,რომლების მაღალ გრადუსზე გაცხელება არ შეიძლება, თუმცა ეს ნაკლებად ყურადსაღებია,რადგან არავინ არ ხარშავს და აცხელებს სათამაშოს. ამის გარდა უნდა მიექცეს ყურადღება ასაკობრივ ზღვარს, რომელიც ასევე დატანილი უნდა იყოს სათამაშოს ყუთზე, მაგალითად 3წელს ზემოთ თუ აქვს მითითებული სათამაშოს, არ უნდა მივცეთ 3წელზე ქვემოთ ბავშვს, რადგან შეიძლება შეიცავდეს კინეტიკურ ქვიშას ან პლასტელინს და ბავშვს გადასცდეს. ასეთ შემთხვევაში სათამაშოს, რომელსაც EN71 ხარისხი აქვს მინიჭებული ბავშვის ჯანმრთელობისთვის მაინც არ არის საშიში.

-საქართველოში კანონით არ რეგულირდება ხარისხი, რამდენად ხარისხიანად ამოწმებს მაღაზია სათამაშოებს?

საქართველოში არ არსებობს ორგანო, რომელიც კანონმდებლობით გააკონტროლებს ბარარზე სათამაშოების ხარისხს.თუმცა მომხმარებლებელმა უნდა გამოიჩინოს მეტი ყურადღება და რაც მთავარია უნდა იყვნენ ინფორმირებულები თუ როგორ შეარჩიონ სათამაშო და დაიცვან ბავშვი ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოებისგან. ძალიან აქტუალურია და კითხულობენ ხშირად, რამდენად სერტიფიცირებულია სათამაშოები, მომხმარებლების და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, მომწოდებლებისგან ვითხოვთ სერტიფიკატებს, თუ რამდენად უსაფრთხოა. იყო შემთხვევა, როდესაც ყველა კითხულობდა სათამაშოების ხარისხზე და რა სტანდარტები ქონდათ მაღაზიებს, ჩვენ რამდენიმე სათამაშო გავგზავნეთ თურქეთის ლაბორატორიულ ცენტრში და მოგვივიდა პასუხი, რომ სათამაშოები აბსოლიტურად თავისუფალი იყო მძიმე მეტალებისგან  არ შეიცავს რკინას, კადმიუმს, დიეთილ ჰექსილ ფტალატს და უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

-რამდენად ხელმისაწვდომია ხარისხიანი სათამაშოები ადამიანებისთვის,რომლებსაც აქვთ საშუალო ან საშუალოზე დაბალი შემოსავალი?

ყველა სათამაშო, რომელიც ჩვენთან შემოდის არის ძირითადად ჩინეთიდან ან ჰოლანდიიდან. ჩინეთში დამზადებული არ ნიშნავს, რომ სათამაშოს ჩინური კომპანია ამზადებს, იქ მუშახელი არის უფრო იაფი, თუმცა ხარისხი არის ინგლისური და ჰოლანდიური და აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, თუმცა 6თვეში ერთხელ ჩვენ მაინც ვამოწმებთ ხარისხს, რომ რამე არ გაიპაროს და ვზრუნავთ მომხმარებლებზე. ჩვენს მაღაზიაში ყველაზე ხელმისაწვდომია ფასები, თუ გავითვალისწინებთ ხარიხს, იწყება 10ლარიდან და ძალიან ცოტა სათამაშოა, რომელიც ცდება 150ლარის ფარგლებს. შესაბამისად ხელმისაწვდომია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის.

გვანცა ნამიჭეიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here