Home სხვადასხვა დაიჯესტი “თავხედური ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში”

“თავხედური ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში”

546
“თავხედური ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე შჩეტინინმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ აშშ ეკონტაქტება ვენესუელელ სამხედროებს და მოუწოდებს მათ, უარი თქვან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდაჭერაზე.

უცხო სახელმწიფოს პირდაპირი მიმართვა სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისადმი, როგორი ფორმითაც უნდა ხორციელდებოდეს ის, მისი პოზიციის შეცვლის მიზნით და ეს არსობრივად არის ფიცის გატეხვის წაქეზება, წარმოადგენს გაუგონარ ჩარევას სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში”, _ განაცხადა შჩეტინინმა.

უფრო ადრე ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელმაც თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, თქვა, რომ არ გამორიცხავს აშშ-ის სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ლათინური ამერიკის ქვეყნის ვითარებაში.

2 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა ვენესუელელ სამხედროებს მოუწოდა, გადავიდნენ ოპოზიციის მხარეზე.

ექსპერტთა აზრით, აშშ უკვე კარგა ხანია, ერევა ვენესუელის საშინაო საქმეებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here