Home რუბრიკები საზოგადოება თავსმოხვეული “შერიგება”

თავსმოხვეული “შერიგება”

“მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია; ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება; ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რომელთა ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც”, _ სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, აღშფოთება, რომელიც არაერთხელ მოჰყოლია მის გამოსვლებსა და ინიციატივებს. გვესაუბრებიან სამოქალაქო აქტივისტები მერაბ ზურაბაშვილი, არდალიონ ხააძე და ზურაბ აბრალავა, რომლებიც აღშფოთებას ვერ მალავენ პრეზიდენტიდან წამოსული ე.წ. შერიგების ინიციატივის გამო.

სალომე ზურაბიშვილი არც ხალხის არჩეულია და არც ხალხის ნების გამომხატველი. ხელისუფლებაში ყველა ნამუსდაკარგულია

მერაბ ზურაბაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ სასაცილოა, როდესაც შერიგებაზე საუბრობს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. შერიგება მისაღებია, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფი ადამიანები რიგდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში შერიგებაზე ლაპარაკი უადგილოა. მართებული იქნებოდა, პრეზიდენტს ეთქვა _ მიბრძანეს და ვლაპარაკობ. არავითარი შერიგება! საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთიდან უბრძანეს, შერიგდითო და ბრძანებას ასრულებენ, უბრალოდ, ვერ ამბობენ, რომ უბრძანეს.

თუკი შერიგებაზე ვსაუბრობთ, ვისაც ნაცებმა დაუშავეს, მათ ჰკითხონ, უნდათ შერიგება? მიუტევებენ? სურს ხალხს, რომ ამდენი დაღვრილი სისხლი შეარჩინოს წინა ხელისუფლებას?!

სალომე ზურაბიშვილს შერიგების ამბავი საზღვარგარეთ ყოფნისას მოახვიეს თავს, ურჩიეს, დაავალეს, ჩანაფიქრის განხორციელების მორიგი მცდელობა დაიწყეს. ჩანაფიქრი კი ნაცების დაბრუნებაა და ამ დავალებას ქალბატონი უსიტყვოდ ასრულებს. უცხოელებისთვის ნაცებიცა და ქოცებიც ერთი ძალაა, მაგრამ ხედავენ, რომ “ოცნებას” წყალი შეუდგა და ცდილობენ, ვითომ მეორე ძალით ჩაანაცვლონ. სამწუხაროდ, პრეზიდენტის ინიციატივაში ეს დავინახე, სხვა არაფერი.

ზურაბიშვილი არც ხალხის არჩეულია და არც ხალხის ნების გამომხატველი. ხელისუფლებაში ყველა ნამუსდაკარგულია.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში თქვა, _ ქვეყანაში შექმნილ კრიზისს შერიგება გამოასწორებსო, მაგრამ შერიგება ვერაფერს გამოასწორებს, ეს ტყუილია. პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული. უპირველესად ეკონომიკაა მისახედი, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. 30 წლის წინათ რაც დაგვმართეს, მას შემდეგ ფეხზე ვერ დავდექით და ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ გავეთიშეთ და ებატონათ ჩვენზე. ამას მოგვიანებით მოჰყვაგახრწენი და იბატონე!”, ახლა _ “გააღატაკე და იბატონე!” და ეს ყველაფერი შეასრულეს, ჩვენ გაგვანადგურეს, მონებად გვაქციეს და, რასაც გვიბრძანებენ _ იმას გვაკეთებინებენ, უფრო ზუსტად, ხელისუფლებას აკეთებინებენ.

სასამართლოს ხელში ჩაგდება სურთ, მონური სასამართლო კარგი ბერკეტია უცხოელებისთვის _ თუკი მთავრობის რამე გადაწყვეტილება სამაგათო არ იქნება, გაასაჩივრებინებენ მათ ხელქვეით არასამთავრობოს და ყველა პროცესს მოიგებენ.

მსოფლიოში პროცესები სწრაფად მიმდინარეობს, დასავლეთის პოზიციები საგრძნობლად სუსტდება, რუსეთი ძლიერდება და მიხარია, რადგან ჩვენი, ქართველების, მშრომელი ქართველისა და პატრიოტი ადამიანების პოზიციები გაძლიერდება რუსეთის გაძლიერებით. ჩვენი მეზობელი ქვეყნის გაძლიერება ამერიკის დასუსტებას ნიშნავს ჩვენს რეგიონში. რუსეთს ხელს აძლევს ძლიერი საქართველო და ჩვენც გვაძლევს ხელს ძლიერი მეზობელი.

შერიგება ვისაც სურს, ვეტყვი: ჰკითხოს გენერალ თეთრაძის ოჯახს, სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის მამებს და ა.შ., სურთ შერიგება დანაშაულებრივ ძალასთან?

ის ფაქტი, რომ ქალბატონს საზღვარგარეთ ვოიაჟის შემდეგ გაუჩნდა ეს ინიციატივა, გვაფიქრებინებს, რომ მას ეს დაავალეს

არდალიონ ხააძე, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ეს მხცოვანი ადამიანი იმასაც მოვესწარი, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა დანაშაულებრივ ძალასთან შერიგება გადაწყვიტა…

“შერიგება” ამ ვითარებაში, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ე.წ. შერიგება ხდება მაშინ, როდესაც დამნაშავე აღიარებს დანაშაულს; ცდილობს, ამ დანაშაულის გამოსწორებას და ბოდიშს იხდის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, “შესარიგებელი” ობიქტი გვამუნათებს, გვემუქრება უკან დაბრუნებისას სამაგიეროს გადახდით, მაგრამ მთავრობას ვერ ამხობს, ხალხის დიდ რაოდენობას ვერ კრებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და ღმერთმა დაგვიფაროს, დაბრუნდეს! ნაცების დანაშაული ერთი რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო, მაგრამ ეს ხომ უამრავი დანაშაული იყო?!

სალომე ზურაბიშვილმა მოიარა ევროპა, ჩამოვიდა და უცბად გამოგვიცხადა, რომ უნდა შეგვარიგოს. ის ფაქტი, რომ ქალბატონს საზღვარგარეთ ვოიაჟის მერე გაუჩნდა ეს ინიციატივა, გვაფიქრებინებს, რომ მას ეს დაავალეს, რადგან იქ, უცხოეთში თვლიან, რომ ნაცებს საპატიებელი არაფერი არა აქვთ.

ნაცებსა და მის ლიდერს წლების განმავლობაში “დემოკრატიის შექურას” უწოდებდნენ, დღეს დასავლეთი ვეღარ იტყვის, რომ ეს ტყუილი იყო, ამიტომ ცდილობენ, ხელახლა მოიყვანონ ხელისუფლების სათავეში. აბა, ვტყუოდითო, ხომ ვერ იტყვიან?!

სასამართლოს რეფორმა, რომელსაც ევროპელები დღეს საქართველოს სთხოვენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ზუსტად ანალოგიური რამ გააკეთეს უკრაინაში და ქვეყანა მოსპეს. სასამართლო კარგი ბერკეტია უცხოელების ხელში: რასაც მოისურვებენ _ იმას გააკეთებენ, როდესაც თავიანთ მონა-მორჩილ მოსამართლეებს დაამტკიცებენ. დასავლეთს აქვს ერთადერთი სურვილი _ მისი მორჩილი იყოს ქვეყნის ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ყველა მათ დაკვეთასა და სასურველ იდეას ხორცს მაშინვე შეასხამენ. ხალხზე მოფიქრალი, ქვეყნის ერთგული ხელისუფლება არ სჭირდება .. სტრატეგიულ პარტნიორს. ფული, რომელიც სახელმწიფოში შემოდის, არ ხმარდება საწარმოების აშენებას, ინდუსტრიალიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნას, ფული ხმარდება მათი გავლენის გაძლიერებას. საქართველო პატარა და სუსტი ქვეყანაა, ამიტომ უპრობლემოდ გვიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ. ეს ტერიტორია ომისთვის პლაცდარმად სჭირდებათ, ასევეა უკრაინაც, მოლდოვაც

ე.წ. შერიგება ვერ გამოასწორებს იმ პრობლემებს, რომლებზეც ზურაბიშვილმა ისაუბრა, ვგულისხმობ ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოშია. არ შეიძლება, ქურდს აპატიო დანაშაული, აპატიო ძალადობა და შეურიგდე, ის უნდა დასაჯო დანაშაულისთვის. შუაღამეს ნოტარიუსთან ქონებას რომ აფორმებინებდნენ ადამიანებს, ამის პატიება არ შეიძლება, მაგრამ, თუკი მაინცშეგვარიგეს”, .., გვიმორჩილებენ, რადგან დასავლელ .. პარტნიორებს ნაცების დაბრუნება სურთ, რადგან ადვილად დასამორჩილებელი ძალაა.

სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, უხამსობისკენ მიდის…

ეს .. შერიგებაოცნებისდასასრულის დასაწყისია

ზურაბ აბრალავა, გაზეთისნიკოლაძის გზითრედაქტორი:

_ ეს ე.წ. შერიგება “ოცნების” დასასრულის დასაწყისია. შერიგებაზე საუბარი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველანაირი, ხალხისთვის გასაკვირი საქმის ჩადენა შეუძლია.

შერიგება რას მიქვია? _ შერიგებულ-გარიგებულები არ არიან 2012 წლის შემდეგ?!

სალომე ზურაბიშვილმა თავდაპირველად განაცხადა: “არა და არასდროს!”, მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც ევროპა მოიარა, “შერიგებაზედაიწყო საუბარი. დაე, აღიაროს, რომ დაკვეთას ასრულებს. პრეზიდენტის ეს განცხადება ემსახურება ნაცების დაბრუნებას და სააკაშვილის გათავისუფლებას. ეს ქვეყნის დასასრულია. სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს კორუფციის დაბრუნებას, ძალისმიერი მეთოდების, სისასტიკის დაბრუნებას და ამიტომ ვამბობ, რომ ეს ქვეყნის დასასრულია. ზურაბიშვილის “შერიგება” ნიშნავს უკან, სისასტიკეში დაბრუნებას.

ნაცებმა როგორც უნდა მოინანიონ, თუმცა ამის გაკეთებას არც ცდილობენ, საზოგადოებას მათი მონანიებისა არ სჯერა. ყველაფერი, რაც დღეს ხდება და რაზეც პრეზიდენტი საუბრობს, დასავლეთიდანაა თავსმოხვეული. დასავლეთს კი ნაცები იმიტომ აძლევს ხელს, რომ კარგად ასრულებენ მის დავალებებს…

პრეზიდენტმა სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა, თქვა, გაუსაძლისი ყოფის გამო ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდანო, მაგრამ ამას ახლა მიხვდა, ახლა გაიგო? _ არა, უთხრეს, ასე თქვიო, და თქვა. რა შერიგებაზეა საუბარი ან ვინ ვის და როდის გაებუტა?! საქართველოს ე.წ. პოლიტელიტა სავარძლებისა და ფულისთვის იბრძვის, მისთვის მთავარია ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს საწყალ ქვეყანას აქვს.

სალომე ზურაბიშვილის ეს ინიციატივა შერიგების შესახებ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების მცდელობაა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ნაცებმა დააქციეს ეს ქვეყანა ევროპიდან შემოსული ფულის გამო და ამ ფულს არავინ შეარჩენს არც ნაცებს და არც საქართველოს.

თუკი ეს ე.წ. შერიგება ჩვენი ნებაა, ეკითხათ ჩვენთვის, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაზარალებულებისთვის, და ვეტყოდით, რომ შერიგება არ გვინდა. ჩვენი ქვეყანა უბედურებას არ შეურიგდება!

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here