Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელია: ხალხს არ სურს იმ შლეგი ნაპრეზიდენტალისა და მისი სექტის კვლავ...

ზურაბ კვარაცხელია: ხალხს არ სურს იმ შლეგი ნაპრეზიდენტალისა და მისი სექტის კვლავ ხელისუფლებაში ხილვა

1090
ზურაბ კვარაცხელია

19 მაისს საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ერთერთი იყო ზუგდიდის 67- ოლქი, აქ მერობის კანდიდატი საქართველოს ნაპრეზიდენტალის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მეუღლე _ სანდრა ელისაბედ რულოვსი გახლდათ. მავანი ბევრს ცდილობდა, დაენერგა აზრი, რომ რულოვსის წაგების შემთხვევაში სამეგრელოდან დაიწყებოდარევოლუციისტალღა. რულოვსმა ძლივს წააგო, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. რატომ დაეცაქართული ოცნებისრეიტინგი? რამ გააბრაზა ზუგდიდელები ასე ძალიან, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში წაგების საშიშროება შეუქმნაამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სახალხო მოძრაობასამეგრელოსერთერთი ლიდერი ზურაბ კვარაცხელია გვესაუბრება.

_ ზუგდიდში მერის არჩევნები დიდი ძალისხმევის შედეგად მოიგოოცნებამ”. რამ განაპირობა მმართველი პარტიის რეიტინგის დაცემა?

_ მინდა, მივულოცო ჩემს ზუგდიდელებს მორიგი განსაცდელისგან თავის ღირსეულად დაღწევა. ჩემმა ზუგდიდელებმა, მიუხედავად გაუგონარი წნეხისა, კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ გამოავლინეს ჩემი კუთხის ხალხისთვის დამახასიათებელი სიფხიზლე და გონიერება.

_ რატომ დასჭირდაოცნებასმაქსიმალური მობილიზება? რით არის ხალხი უკმაყოფილო: იმით, რომ მართლა არაფერი კეთდება, იმით, რომ გაკეთებულიც ფუჭდება, თუ იმით, რომ ნაცებსა და ქოცებს შორის რეალური განსხვავება ვერ დაინახა?

_ საქმე ის არის, რომ სამეგრელოსა და, საერთოდ, საქართველოს მოსახლეობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან გაცილებით მეტს მოელოდა. მოელოდა იმიტომ, რომ “ოცნება” დაპირებებს უხვად არიგებდა და ხალხმაც დაუჯერა. დაუჯერა, უპირველესად, ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს. ხალხი ელოდებოდა ყოფითი პრობლემების მოგვარებას. კი, ბატონო, შეიძლება ეს მოლოდინი ხშირად თავიდანვე იყო საფუძველს მოკლებული, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლებას გაცილებით მეტი რომ უნდა გაეკეთებინა ხალხისთვის, ფაქტია. ბევრ რამეში მოატყუეს ხალხიქართულმა ოცნებამდა მისმა ლიდერმა. ვერ ვიტყვი იმას, რომ სამუშაო ადგილები ახალი ხელისუფლების პერიოდში შემცირდა. სამუშაო ადგილების რაოდენობამ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან შედარებით შეიძლება მცირედ, მაგრამ მაინც მოიმატა. ხალხს სურდა, სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი აურაცხელი დანაშაულის გამო ნაცხროვას პასუხი ეგო, მაგრამ ე.წ. კოაბიტაციის პოლიტიკის წყალობით, ამის იმედიც მწარედ გაუცრუვდა.

იყო იმის მოლოდინიც, რომ 1991-92 წლების კრიმინალური პუტჩის მოწყობაში დამნაშავე პირებიც დაისჯებოდნენ, მაგრამ არც ეს მოხდა. ხალხს ასევე ჰქონდა აშკარა მოლოდინი იმისა, რომ ეროვნულ და ტრადიციულ-ქრისტიანულ ფასეულობებს ხელისუფლება მტკიცედ დაიცავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოლოდინიც ფუჭი აღმოჩნდა. ფუჭი აღმოჩნდა ასევე პატრიოტი ადამიანების მოლოდინი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შემდგომი ხელისუფლება კარდინალურად შეცვლიდა მეზობელ ზესახელმწიფო რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას. არადა, იციან საღად მოაზროვნე ადამიანებმა, რომ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების გასაღები ბრიუსელსა და ვაშინგტონში კი არა, კრემლის მთავარ კაბინეტშია. ერთი სიტყვით, ადამიანებმა პრინციპული განსხვავება წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებათა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ვერ დაინახეს და, კაცმა რომ თქვას, ამაში მართლებიც არიან. შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის (ფაქტობრივად ასეა) ხელისუფლება-მთავრობათა შორის არსებობს ერთი საერთო _ ყველა მარიონეტულია და ყველა იმართებოდა და იმართება ოკეანისგაღმელი ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოდან. პლუს ამას სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი და მივიღეთ რეალობა: არსებული ხელისუფლების დაბალი რეიტინგი. ერთადერთი, რისი წყალობითაც მმართველი პარტია ჯერჯერობით ახერხებს კოაბიტირებულ ნაცმოძრაობასთან საარჩევნო კონკურენციაში წარმატებას, არის მოსახლეობაში ნაცბანდისცოცხისტურიმმართველობის დაბრუნების შიში. ხელისუფლებამ ეს კარგად იცის და მუდმივად ამაზე აპელირებს. ეს უნამუსობაა, რადგან იმცოცხისტურიმმართველობის დაბრუნების რეალურობაში სწორედ თვითონ არის დამნაშავე.

უნამუსობაა მუდმივად ტრაბახი იმაზეც, რომ კიდევ ერთი არჩევნები მოიგეს და ეს თითქოს იმას ნიშნავს, რომ ხალხი მხარს უჭერს მათ მმართველობას. ხალხი, “ქართული ოცნებისმმართველობას კი არა, ნაცბანდიტების პოლიტიკურად და სამართლებრივად დასამარებას უჭერს მხარს. ხალხს არ სურს იმ შლეგი ნაპრეზიდენტალისა და მისი სექტის კვლავ ხელისუფლებაში ხილვა. ხალხს დღემდე უწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება, მაგრამ არ ვიცი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ან ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში ეს მეთოდი გამოადგება თუ არა არსებულ რეჟიმს. ხალხი ხვდება ხელისუფლების ამ ვირეშმაკობას და საზოგადოებაში თანდათანობით მწიფდება აზრი, რომ უკვე დროა, მოხდეს თვისობრივად ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის ფორმირება. მართალი გითხრათ, ამ ტიპის ორგანიზაციული სტრუტურის ჩამოყალიბების აუცილებლობა მეც დიდი ხანია, საჭიროდ მიმაჩნია და ამის თაობაზე აზრიც საჯაროდ ბევრჯერ გამოვთქვი. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ და ზეგ. ზუგდიდში და, საერთოდ, სამეგრელოში ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ რეგიონის მოსახლოების უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს. ამის ნათელი დადასტურებაა ზუგდიდის მერის არჩევნებიც, სადაც ელექტორატის მხოლოდ 46% პროცენტი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი იქ იმ გადამთიელი ქალისა და ნაცხროვის ხელისუფლებაში დაბრუნების შიშმა მიიყვანა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხალხში ვრცელდება აზრი, რომ ამიერიდან აღარ აპირებენ, ქოცების ხელისუფლებას რამეზე წაუყრუონ.

_ თუოცნებამკვლავ ისე განაგრძო, როგორც აქამდე, ანუ არაფერი გააკეთა, როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში: კვლავ შეძლებს ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას?

_ ხალხი სერიოზულადაა გაბრაზებული და მიაჩნია, რომ ნაცბანდასთან ერთად ქოცებიც პოლიტიკურ სანაგვეზეა გადასაგდები. იმედი მაქვს, ხელისუფლებაში მყოფი თითზე ჩამოსათვლელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ყურს მიუგდებენ ხალხის გულისთქმას და ადეკვატურად გაირჯებიან. არ ვაპირებ “ფრჩხილების” ბოლომდე გახსნას, მაგრამ ჩემ მიერ ზემონახსენები ახალი პოლიტიკური მოძრაობის, ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირებაში ამ ხელისუფლებაში მყოფ საღად მოაზროვნე პიროვნებებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ. ერთ რამეს კი არ დავმალავ: მაქვს დიდი სურვილი, მოლოდინიც, რომ ახალი ძალის ფორმირებაში პოზიტიურ და გადამწყვეტ წვლილს შეიტანს დიდი ინტელექტუალი და ეროვნული მოღვაწე, აკადემიკოსი ალექსანდრე ჭაჭია.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ზუგდიდში მერის არჩევნები ჩატარდა და, როგორც უკვე აღვნიშნე, მოსახლეობას, მათ შორის, ნამდვილი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს მოგვიწია რეალობის გათვალისწინებით ცუდსა და უარესს შორის არჩევანი. ჩვენ ვერ დავუშვებდით ჩვენს საამაყო და საფიცარ ზუგდიდში საქართველოს სახელით ჰოლანდიაში ფალოსის გამომფენი ნაცცოცხისტების გადამთიელი დედოფლის მერად არჩევას. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ . . მიშას ზვიადისტებს მე საერთოდ არ ვთვლი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებად. შესაძლოა, წარსულში მართლაც იყვნენ, მაგრამ ამჟამად ისინი არიან დეგრადირებულები და სამარცხვინოები.

_ რა აქვს გასაკეთებელი ზუგდიდის ახალ მერს, რით უნდა გამოხატოს მადლიერება ზუგდიდელების მიმართ?

_ მინდა, ბატონ გეგა შენგელიას გულწრფელად მივულოცო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად არჩევა და წარმატებები ვუსურვო. მაგრამ მეეჭვება, არსებული სისტემის პირობებში მან მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმეების კეთება შეძლოს. მას მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ. სულ ორჯერ თუ სამჯერ შევხვედრივარ, ისიც საჯარო ღონისძიებებზე. ამბობენ, რომ ის არ არის ცუდი პიროვნება. ამბობენ იმასაც, რომ გამოირჩევა კარგი პიროვნული თვისებით. რაც ასევე მნიშვნელოვანია, არის კარგი ოჯახიშვილი. ვუსურვებ, თითოეული ზუგდიდელის გასაჭირი და ტკივილი გულთან ახლოს მიეტანოს და შესაძლებლობის ფარგლებში შეეცადოს, ნამუსიანად იღვაწოს. ვნახოთ, ყველაფერს მომავალი დაგვანახვებს.

თვით ის ფაქტი, რომ, მიუხედავად დიდი მობილიზაციისა და მცდელობისა, დანაშაულებრივმა ორგანიზაციებმა _ ენმ-მ, ედპ-მ და ე. წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს, ნამდვილად დადებითი მოვლენაა. ყველამ ვიცით, რაც სურდათ მათ _ ზუგდიდში პლაცდარმი შეექმნათ და გამაგრებულიყვნენ, შემდგომ კი ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ. ძალიან კარგია, რომ ეს სურვილი ვერ აისრულეს. ვფიქრობ, ისინი კვლავ შეეცდებიან ესკალაციას. შლეგი სააკაშვილის არაადეკვატური მოწოდებები და რულოვსის განცხადება _ “ხმალს ამოვიღებ და ვიბრძოლებ” (რომელი ქართლის დედა ეგა მყავს) _ ამ ვარაუდის საფუძველს ნამდვილად მაძლევს, ამიტომაც მოვუწოდებ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომ ძირშივე აღკვეთოს ნებისმიერი მსგავსი მცდელობა. დესტაბილიზაციის მოსურნენი დაუყოვნებლივ უნდა იქნან მხილებულნი და სათანადოდ დასჯილნი. სხვათა შორის, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შს მინისტრის პირადი რეიტინგი დღითიდღე მატულობს და ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ამ ხელისუფლებაში თუ ვინმე იმსახურებს პატივისცემას, ეს უდავოდ გიორგი გახარიაა.

დასასრულ, მინდა ერთი რამეც ვთქვა: ცნობილია, რომ ე.წ. მიშისტები სექტანტური და დეგრადირებული აზროვნებით გამოირჩევიან. ამის გამო შეუძლებელია, რომელიმე არჩევნებში ამ სექტამ “ნაცმოძრაობის” რომელიმე წარმომადგენელ-კანდიდატის გარდა, სხვას მხარი დაუჭიროს. ასე რომ, მათგან სხვა ერთ ხმასაც კი ვერ მიიღებს. ეს გამორიცხულია. ამით იმის თქმა მსურს, რომ ზუგდიდის მერობის ის კანდიდატები, რომლებსაც მერობის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ შენგელიას სასარგებლოდ არ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები, აშკარად ცდილობდნენ, სანდრა რულოვსის წისქვილზე დაესხათ წყალი და ხმები მხოლოდ გეგა შენგელიასთვის წაერთმიათ. მე საჯაროდ, ღიად მოვუწოდე მათ, რომ მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურები შენგელიას სასარგებლოდ. ზოგმა მართლაც მოხსნა კანდიდატურა, მაგრამ ეს გააკეთა იმ გადამთიელი ქალის სასარგებლოდ. გამომდინარე აქედან, პირდაპირ ვაცხადებ: ამ პიროვნებებმა, ყველამ უკლებლივ, ჩაიდინეს ღალატი და თავიც სამარადისოდ შეირცხვინეს. ამ ფსევდომოღვაწეებმა საკუთარი თავის ლუსტრირება თავადვე მოახდინეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here