Home რუბრიკები საზოგადოება ზნეობრივ-ინტელექტუალური გენოციდი

ზნეობრივ-ინტელექტუალური გენოციდი

აღზრდის სისტემის გაუქმებით დაიწყო ქვეყნის, ერის მომავალი თაობის გადაგვარება

ზნეობრივ-ინტელექტუალური გენოციდი

ცოტა ხნის წინათ გაზეთსაქართველოს რესპუბლიკაშიგამოქვეყნდა პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის წერილიინტელიგენციის ქართული”, რომელსაც, ალბათ, ინტერესით წაიკითხავდა ყველა, ვისაც ქართული ენისა და, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ბედი აფიქრებს აწმყოშიც და მომავალშიც. ბატონი გიორგი ძალიან კარგი პუბლიცისტია და ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ მის და სხვა ბევრის პუბლიკაციებსაც, რომლებსაც გულწრფელად აშფოთებთ ჩვენი ეროვნული კულტურისა და, საერთოდ, ეროვნული თვითმყოფადობის ამჟამინდელი ერთობ ბუნდოვანი პერსპექტივა.

ის, რასაც ბატონი გიორგი და სხვა გულმხურვალე პატრიოტები წერენ ქართველი ერის, მისი კულტურის, სახელმწიფოებრიობის დღეს ერთობ კოშმარულ პერსპექტივაზე, ყველაფერი მართალია და სავსებით ვეთანხმები თითოეულ მათგანს, მაგრამ…

ერთი ამბავი მახსენდება ისტორიიდან: იმპერატორი ნაპოლეონი მორიგი ლაშქრობიდან გამარჯვებული შედიოდა საფრანგეთის იმპერიის ერთ-ერთ ქალაქში. როგორც იმდროინდელი წესი (და ტრადიცია) მოითხოვდა, ქალაქი საზეიმო საარტილერიო ზალპით უნდა მისალმებოდა იმპერატორს, მაგრამ ქალაქის შესასვლელთან არანაირი საარტილერიო მისალმება არ ისმოდა. ნაპოლეონმა ჯარი შეაჩერა და ქალაქის კომენდანტის მიყვანა ბრძანა. მიუყვანეს!

_ რატომ არ ისმის საარტილერიო მისალმება? _ იკითხა იმპერატორმა.

_ მაგისთვის სამი მიზეზი მაქვს, _ მოახსენა კომენდატმა.

_ ჩამოთვალეო, _ უთხრა ნაპოლეონმა.

_ პირველი არის ის, რომ დენთი არ გვაქვს, _ დაიწყო ჩამოთვლა კომენდატმა, _ მეორე კი…

ნაპოლეონმა ხელის აწევით გააჩუმა კომენდატი:

_ დენთი თუ არ გაქვს, კიდევ რა მიზეზი უნდა დაასახელო, შე სულელოო, _ უთხრა ნაპოლეონმა და ჯარი დაძრა.

მოვლენა რომ გააცნობიერო, მისი გამომწვევი მიზეზთა მიზეზი უნდა დაინახო, მისი აღმოფხვრის გზებზე იფიქრო და გაუზიარო სხვებსაც. მეცხვარე თუ ხარ, მგელმა ცხვარი რომ არ გაგინადგუროს, მგლის სინდისზე შეგდება კი არ უნდა მოინდომო, არამედ მგელი მტრად უნდა ჩათვალო, ცხვარს საიმედო ფარეხი აუგო, იალაღზე კი ავი ძაღლები დაუყენო დარაჯად, თორემ ის დაგემართება, რაც ერთ ლიბერასტ (დემოკრატ) მეცხვარეს, მგლის თავზე სახარებას რომ კითხულობდა!

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ მეთქვა: ჩვენში უკვე წყლის ნაყვაა ლოკალურ თუ საერთო ეროვნულ პრობლემებზე მსჯელობა და მათი გადაწყვეტის მიზეზების ძიება საკადრო თუ ფინანსურ სფეროებში, ჩვენს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში და .. იმიტომ კი არა, რომ ამ ჩამოთვლილი თუ ჩამოუთვლელი მიმართულებებით ნაკლი არ მოგვეძებნება, არამედ იმიტომ, რომ ამ ნაკლოვანებების გამოსწორების ცდაწყლის ნაყვადიქცევა მაინც. ქვეყნის წინაშე აშკარად მდგომი შავბნელი პერსპექტივა არ გათეთრდება, არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება თუ პროპორციულით, პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერ მინისტრი, ან სულაც პრეზიდენტი მიშა იქნება, გრიშა, ლეილა თუ კესარია. ჩვენი სახელმწიფო ისე მოძრაობს გაურკვეველი მიმართულებით, როგორც ოკეანეში მოძრაობდა ის ხომალდი, რომლის მართვა ხელში ჩაიგდეს აჯანყებულმა მონებმა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ ნავიგაციაზე, ამის მიუხედავად, ეგონათ, თავისუფლება მოვიპოვეთო. რა იყო სინამდვილეში მათი თავისუფლება, ოკეანის პირველსავე აბობოქრებისას დაინახეს.

სამი ათეული წელია, საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს მკვიდრი მოსახლეობის (არა მხოლოდ ეთნიკური ქართველების, არამედ ყველასი) ზნეობრივინტელექტუალური გენოციდი. ეჭვი მაქვს, მსგავსი უბედურება ნახევარ მსოფლიოზე მეტს დაატყდა თავს, საამისო არგუმენტებიც მომეძევება, მაგრამ ჩემი საქმე არ არის სხვათა საქმეების გარჩევა. ჩვენი საქმე გვაქვს გასარჩევი და გასარკვევი. ისე, თუ სიტყვამ მოიტანა, შეიძლება ერთიორი მაგალითი სხვათა გაუკუღმართებული საქმიდანაც მოვიხმო.

ამ გაზეთის მკითხველს არ სჭირდება იმის ახსნა, რომ ხალხის ზნეობრივ-ინტელექტუალური გენოციდი ხალხის იმგვარ გადაგვარებას ნიშნავს, როდესაც სრულად აქვს დაკარგული მისი ეთნოტიპისა და მეტიც, მისი ბიოლოგიური ჯიშისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. ამის საფრთხე არა მხოლოდ სრულიად რეალურია, არამედ უკვე კარზეა მომდგარი. ამის დამადასტურებელი მაგალითების მოსაძიებლად ბრძენთა ხმობა არ დაგვჭირდება, ქართული ტელევიზიების დიდი უმრავლესობის გადაცემების ნახვაც სრულიად საკმარისია. მათ შორის განსაკუთრებით ავადგამორჩეულია სამი არხი…

ქართველებისათვის დედის გინება რასაც ნიშნავს, ნორმალური ფსიქიკისა და ზნეობის კაცისთვის ახსნა, ალბათ, საჭირო არ არის, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ არ გადაგვარებულა სრულად. არადა, ოფიციალურ, სახელმწიფოებრივ დონეზე დედის გინება (ნებისმიერი ფორმით) დანაშაულად არ ითვლება, რადგან დღევანდელი კანონი მასში რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ხედავს. მართლა ხომ არ აღუსრულებია ან ხომ არ უცდია იმის აღსრულება, რისი მუქარაც დედის გინებაშიაო, _ ბრძანებს კანონმდებელი. დედის გინება, თურმე, ემოციის (აღშფოთების) გამოხატვა ყოფილა და გამოხატვის თავისუფლებას კი ვერავის აუკრძალავ, რადგან დემოკრატიის პრინციპების ფეხქვეშ გათელვად მიიჩნევა. ამიტომ ჩვენ თვალწინ, პირდაპირ ეთერში, ტელეწამყვანები თუ ტელეარხის დირექტორები (ზოგიერთი იურისტობასაც რომ იბრალებს) უშვერი სიტყვებით დედას აგინებენ დამსახურებულ, საზოგადოებისგან პატივცემულ ადამიანებს, ნამდვილ კაცებს, რომლებმაც სადღაც სხვა ტელეარხებზე მათი მახინჯი გონებისათვის აღუქმელი აზრები გამოთქვეს. მერე ის ჭეშმარიტი კაცები რომ აღშფოთდებიან და იტყვიან, _ დედაჩემის შემგინებელს თუ სადმე გადავეყარე, ცხვირ-პირს დავუნაყავო, ტელეეკრანზე “გამობრწყინდება” ვინმე მამალი ლიბერასტი (იგივე პედარასტი) და ქვეყანას იმის ქადაგებას დაუწყებს, რომ აგრესიული და დაუნდობელი ადამიანები კრიტიკულად განწყობილ ტელეჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიანო. ამას მოჰყვება ის, რომ ლიბერასტი დეგენერატები პიკეტებს მოაწყობენ მათ წინააღმდეგ, ვინც ყიამყრალ ტელევიღაცებს ყური აუწია ან სილა გააწნა. მერე ტელეეკრანზე გამოჰყავთ ის “გალახული” ტელევიღაცა, რომელიც დაღვრემილი ყვება იმას, თუ როგორ გაუსწორდნენ “მართლისმთქმელ” ვიღაცას “სიმართლისმოძულე” “ჰომოფობები”. იმ “მართლისმთქმელს” გალახვისა არაფერი ეტყობა და გულწრფელად გეტყვით: დედაშეგინებულებმა იმ დედისმაგინებელს მეტი კვალი თუ ვერ დაამჩნიეს სახეზე, მართლა დედაშესაგინებლები ყოფილან და ეგ არის!

ახლა იმ ლიბერასტ ექსპერტსა თუ უფლებადამცველს ვეკითხები: კაცისთვის სახალხოდ დედის შეგინება მართლა გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზროვნების გამოძახილი გგონიათ (კაცისთვისმეთქი, თორემ თქვენნაირებისთვის _ არა!)? ახლა იმ ავადსახსენებელი ტელეარხების მესვეურებსა და მათ თანამშრომლებს ვეკითხები: დედის უშვერი სიტყვებით მაგინებლებზე გაჯავრებული კაცები (და ქალებიც!) ჰომოფობები და წარსულის გადმონაშთები არიან და თქვენ პროგრესულები და თანამედროვენი ხართ? უფლისა და მშობლის დაფიცება ერთნაირად სარწმუნოდ მიაჩნდათ ქართველებს. თქვენ სად გაიზარდეთ, რომელ დამპალ თესლზე ხართ აღმოცენებულები, რომ წმინდა და ხელშეუხებელი აღარაფერია თქვენთვის? დათა თუთაშხიასი არ იყოს, სეთურის მონებს რომ მიმართა, ისე უნდა მოგმართოთ: რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ თქვენმა ლიბერასტმა აღმზრდელებმა, ვერ ხედავთ ამას? მამა რომ დაგავიწყეს და მამინაცვლის სულზე გალოცვინებენ, იმიტომ აღარ გრცხვენიათ არაფრის, ხომ? ზნეობა გამოგაცალეს, თქვე უბედურებო, და იმასაც ვეღარასოდეს ვეღარ გაიგებთ, რომელი ჯიშის ცხოველებად იქეცით. ადამიანი მართლა “ჰომო საპიენსი” კი არ არის, “ჰომო მორალესია”, როგორც კანტი იტყოდა. თითოეული თქვენგანი კი განა კაცია-ადამიანი?!

საზოგადოების ერთ დიდ ნაწილში ზნეობის გაქრობა მხოლოდ საჯაროდ დედის გინების თავისუფლებით როდი გამოიხატება. არა! ქრისტიანულ მორალში (და არა მხოლოდ ქრისტიანულში) ერთერთ უდიდეს ცოდვად ცილისწამებაა მიჩნეული, რომელიც დღეს დანაშაულად აღარ ითვლება და ცილისმწამებელი კანონით არის დაცული, .., სახელმწიფო უჭერს მხარს. ბოროტსა და უზნეო კაცს შეუძლია, რაც უნდა, ის დააბრალოს პატიოსან კაცს, პასუხს არავინ მოსთხოვს; პატიოსანმა კაცმა კი, თუ გულმა გაუძლო, უნდა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ის საზოგადოება განა საზოგადოებად ჩაითვლება, რომელშიც ცილისმწამებლები და ზნედაცემულები გაპარპაშებული არიან, პატიოსანი და ზნეობრივი ადამიანები კი დაბრიყვებული?

ზნეობრივ-ინტელექტუალური გენოციდი

დაბრიყვებული იქნებიან, აბა, რა, როდესაც სახელმწიფო თავისი კანონებით, სახალხო დამცველის აპარატით, მკბენარებივით მომრავლებული არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციებით, უსირცხვილობის გაერთიანებებითა და ათასი ჯანდაბითა და ოხრობით ზნეობრივ ადამიანებსა და ადამიანურ ტრადიციებსა და ადათ-წესებს ებრძვიან; წესიერები კი, იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა არიან, გათითოკაცებულები ებრძვიან უზნეობის შემოტევას შიგნიდან თუ გარედან და რას გახდებიან, ნეტავი?! რას იზამ, ასეა: პატიოსანი ადამიანები მეტწილად მარტონი არიან, სანამ ზნეობრივი გმირი არ მოევლინებათ ბელადად.

რა დიდი დაკვირვება უნდა იმის დანახვას, როგორ აქეზებენ ჩვენში ერთ-ერთ დიდ ცოდვას _ სიცრუეს. ნებისმიერი რელიგია სიცრუეს დიდ ცოდვად მიიჩნევს, ე.ი., სიმართლის თქმა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებაა, ამიტომაც გვეუბნება დიდი რუსთაველი: “…თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა”-ო. ჩვენში კი სიცრუე სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და მოწონებული.

სრულიად საქართველომ, ვისაც “თვალნი და ყურნი ასხია”, იხილა და მოისმინა, როგორ დაიძრა საქართველოს ჯარი იმჟამინდელი პრეზიდენტის ბრძანებით ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. მე ამ წესრიგის აღდგენის დიდად მოწადინე ვარ, მაგრამ სეპარატისტულ რეგიონს თავს საქართველოს ჯარი დაესხა. უცხოელი ბიძებისაგან (და დეიდებისგანაც) წაქეზებულმა საქართველოს ხელისუფლებამ (?!) არაფრად ჩააგდო იმ რეგიონში მდგარი რუსეთის მცირე სამშვიდობო კონტიგენტი, რადგან ეგონა, რომ რუსეთი თავისი “ჟანგიანი” ტანკებით ომს ვერ გაბედავდა საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორების” შიშით. ესეც, ალბათ, “სტრატეგიულმა პარტნიორებმა” ჩააგონეს. მერე რაც დაგვემართა, ყველამ დაინახა.

2008 წლის ხუთდღიანი “ომის” შემდეგ ხელისუფლების მიერ საქართველოსათვის თავსმოხვეული პირველი სიცრუე იყო ის, რომ იმდროინდელმა საქართველოს მთავრობამ რუსთაველის პროსპექტზე გამარჯვება აზეიმებინა გაბითურებულ ქართველებს, ხოლო მეორე სიცრუე ახლაც თავს გვახვევია: თუ იტყვი, ომი ცხინვალის რეგიონში ქართულმა მხარემ დაიწყოო, მოღალატედ და რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ. ამის თქმისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კინაღამ იპიჩმენტით მოუწყვეს.

ეს კი არა, ერთმა სასულიერო პირმა (მისი რანგი არ მახსოვს) ტელევიზიის ეკრანიდან დაგვმოძღვრა: ვინც ამბობს, რომ საქართველოს ჯარი თავს დაესხა ცხინვალის რეგიონს, ქვეყნის მოღალატეაო. ეგ მართლიც რომ იყოს, მაგის თქმა მაინც დანაშაულიაო. სასულიერო პირი გვმოძღვრავს, მართლის თქმა დანაშაულიაო. მეტი უზნეობა გაგონილა?! სიცრუის თქმა ზნეობრივია და სიმართლის თქმა _ უზნეობა?! სწორედ ეს არის ზნეობრივი გენოციდის ერთობ საჩინო ნიშანი.

ე.წ. პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილისაგან გადადგმული ერთი სწორი პოლიტიკური ნაბიჯიც კი არ მინახავს და არც მართალი პოლიტიკური სიტყვა მომისმენია, მაგრამ მისი ნათქვამი ერთი ხუმრობა სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში: ჰიტლერსრუსთავი 2” ჰქონოდა, გერმანელებს ახლაც არ ეცოდინებოდათ, 1945 წელს ომი რომ წააგეს”-.

ჩვენი უშტურვალო “ხომალდი”, რომლის ეკიპაჟის არც ერთ წევრს ნავიგაციაზე წარმოდგენა არ აქვს, სადღაც მიექანება. “ხომალდის” მმართველები გვარწმუნებენ, ჩვენი მიზანი ევროპასთან ინტეგრაციააო. შეიძლება ასეც არის, მაგრამ ჩვენმა ხალხმა იცის, რომელ ევროპასთან ჩასახუტებლად მივექანებით? ხომ არ ჰგონია ვინმეს, რომ იმ ევროპისკენ გვექაჩებიან ჩვენი “სტრატეგიული მეგობრები”, რომლის შვილებიც არიან პლატონი და არისტოტელე, ციცერონი და დანტე, შექსპირი და სერვანტესი, მოცარტი და ჩაიკოვსკი, ტოლსტოი და პუშკინი, თუნდაც ალექსანდრე მაკედონელი და ნაპოლეონი?

ხომ არ ფიქრობს ვინმე, რომ ლა მანშის სრუტის იქით რიჩარდ ლომგულის ინგლისი დახვდებათ ან სენის ნაპირზე შარლ დე გოლის პარიზი? არა, ბატონებო! ინგლისში რაინდის წოდებასა და “სერ”-ის ტიტულს კაცზე გათხოვილ კაცს ანიჭებენ, პარიზში კი ეთნიკურ ფრანგებს ღამით გარეთ გამოსვლის ეშინიათ, რადგან მათი “ლიბერასტული დემოკრატიის” ფლაგმანი ჟურნალი “შარლი ებდოა”.

დიდი ევროპული კულტურა წარსულში დარჩა თავისი კარუზოთი და მარიო ლანცათი, დელ მონაკოთი და ლუჩანო პავაროტით, ახლა ასპარეზზე კოლექტიური ემინემია, რომელიც ხალხით გაჭედილ საკონცერტო დარბაზში შარვალს ჩაიხდის, შიშველ უკანალზე მიკროფონს მიიდებს და შიგ ბუთქავს, მერე კი აღტაცებული მსმენელის ტაშის გრიალში ისე დატოვებს სცენას, რომ მადლობასაც არ გადაუხდის მისი უკანალის ბუთქით აღტაცებულ მაყურებელს.

ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოსცა დიდმა გერმანელმა მოაზროვნე ოსვალდ შპენგლერმა გენიალური წიგნიევროპის მზის ჩასვენება” (ქართული თარგმანის მიხედვით _ “ევროპის დაისი”). თუ ასი წლის წინათ ევროპაში უკვე იყო კულტურის დაისი, ახლა იქ კუნაპეტი ღამეა. აი, რის წინაშე დააყენა ევროპა (დასავლეთი, საერთოდ) ზნეობრიობის ნეოლიბერალურმა გენოციდმა. აი, საით მიერეკებიან საქართველოს. ორი კაცის ერთმანეთთან სქესობრივ კავშირში შესვლას მოსაწონად და მისაბაძად რომ დაგიდგენენ, ზნეობრივი გენოციდია ეს, აბა, რა ჯანდაბაა?! ეს უბედურება არც ჩვენ და არც სხვებს თავს არ დაგვატყდებოდა, საზოგადოების ინტელექტუალური გენოციდი რომ არ მომხდარიყო დასავლეთში, რომლის მცდელობაც ახლა წარმატებით მიმდინარეობს ჩვენში. კაცობრიობის მტერმა სატანისტებმა იციან, რომ განათლებულ კაცს ღირებულებით ორიენტირებს ვერ შეუცვლი, ვერ დაარწმუნებ იმაში, რომ დახეულ-დაფლეთილი ტანსაცმელი ჯობია მთელსა და ახალს, ხოლო ემინემის უკანალიდან ბუთქით გამოვარდნილი მყრალი ჰაერი არაფრით ჯობია იმას, “ერთხელ დედაბერმა რომ ბუთქა ბალახვანში” (თამაზ წივწივაძე). ამიტომ ამ ღვთისფეხისმკვნეტელებმა პირველი განათლების სისტემა ჩაიგდეს ხელში და მიზანმიმართულად აჩლუნგებენ ბავშვების ინტელექტს (ინტერნეტითა და სხვა საშუალებებით), გონებაში უნერგავენ ცრუ პოსტულატებს, უცვლიან ღირებულებით ორიენტირებს. ვაჭარბებ? აბა, ვნახოთ:

ზნეობრივ-ინტელექტუალური გენოციდი

ვეკითხები განათლების (და სხვა რაღაცების) ახლანდელ მინისტრსა და ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში ამ პოსტზე მყოფ ადამიანებს: დიდად პატივცემულნო, სკოლის მასწავლებლობა პროფესიულ საქმიანობად მიგაჩნიათ თუ არა? საერთოდ, პედაგოგობა პროფესია არის თუ არა? ზოოვეტერინარი პროფესიაა, აგრონომი პროფესიაა, ასენიზატორი პროფესიაა და მოზარდი თაობის აღზრდა-განათლება და სწავლება პროფესია არ არის?

დარწმუნებული ვარ, ისინი ჯერჯერობით ვერ გაბედავენ არას თქმას და, თუ ასეა, კანონში რატომ ჩაწერეს, სკოლაში პედაგოგად შეიძლება დაინიშნოს ყველა, ვისაც ბაკალავრის ხარისხი აქვსო (.., აგრონომი, ზოოვეტერინარი, სანტექნიკოსი და ..)? აგრონომი რომ ერთთვიან კურსებს გაივლის და მერე სკოლის მოსწავლეებს ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ისტორიისა და .. საგნების სწავლებას დაუწყებს, ინტელექტუალური გენოციდი სხვა კი არაფერია.

ამას გარდა, განათლების დარგის ხელმძღვანელებო, იცით თუ არა, რომ პედაგოგს მხოლოდ ერთი რომელიმე საგნის სწავლება კი არ მოეთხოვება, იგი მოსწავლის სოციალური განვითარების იმ მთლიან პროცესში უნდა იყოს ჩართული, რომელსაც პედაგოგიკის მეცნიერებასა და ფსიქოლოგიაში “აღზრდა” ეწოდება. როგორც ჩანს, თქვენც დაიჯერეთ ლიბერასტების დოგმა _ აღზრდა პიროვნებაზე ძალადობააო, რომ ქადაგებენ და დაუჩემებიათ, სკოლამ უნარების განვითარება უნდა უზრუნველყოსო. ვისაც აღზრდა (ანუ სოციალური განვითარება) და, საერთოდ, განვითარება ერთი და იმავე ამოცანის გადაწყვეტა ჰგონია, პიტალო რეგვენია და ისე იცნობს პიროვნების სოციალური განვითარების ბუნებას, როგორც ვირმა იცის მის ზურგზე გადაკიდებული კურტნის შიგთავსი.

ინტელექტუალური გენოციდის უკვე მიღწეული შედეგები ისევე აშკარაა, როგორც ზნეობრივი გენოციდისა. ყველა ხედავს (თუ თვალხილულია, რა თქმა უნდა!), რომ ბავშვების (მოზრდილებისაც) დიდზე დიდი უმრავლესობა წიგნს არ კითხულობს; მარტო მხატვრულ ლიტერატურას კი არა, სამწუხაროდ, სასწავლო ლიტერატურასაც. მოსწავლეთა უდიდესი უმრავლესობა კომპიუტერის ეკრანზეა მიჯაჭვული: ვირტუალურ სამყაროში თამაშობენ, ინფორმაციებს მოიპოვებენ, აშენებენ, ანგრევენ, ჩხუბობენ, ომობენ, მეგობრობენ დასაერთოდ, ცხოვრობენ. აი, ამ ჯადოსნურ ეკრანს თუ მოაცილებ მათ, მაშინ სოციალურად სრულიად უმწეონი არიან და აკადემიურად აბსოლუტურად უმწიფარნი. ამ პრობლემის სერიოზული სოციოლოგიური კვლევის შესახებ ჩვენში არაფერი მსმენია. ამიტომაც არის საზოგადოება ასე მშვიდად. სამაგიეროდ, ტელეჟურნალისტებისა და შოუმენების პროფესიულ საქმიანობაში ხშირად ძალიან კარგად ჩანს ახალგაზრდობის არა მხოლოდ განათლების, არამედ გონებრივი განვითარების სავალალო დონე ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა პოპულარულმა ტელეარხმა ახალგაზრდობის ინტელექტუალური (ან ინფორმირებულობის) პოტენციური შესაძლებლობების შემოწმება განიზრახა. რუსთაველის პროსპექტზე, პირველი სკოლის (გიმნაზიის) წინ გამვლელ სტუდენტებს აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ, _ აგერ, პოსტამენტზე ვისი ფიგურები დგასო. ასამდე სტუდენტიდან მესამედმაც კი ვერ უპასუხა: ილიასა და აკაკის ფიგურებიო. ხოლოდინამოსსტადიონის მოპირდაპირე სკვერში მდგარიმგოსნისძეგლში ვერც ერთმა ვერ ამოიცნო აკაკი წერეთელი.

ერთ ქართველ მსახიობსა და შოუმენს ასეთი საინტერესო შოუ ჰქონდა: “თავისუფლების მოედანთან” ვაკისკენ წამსვლელ სტუდენტებს სვამდა “ტაქსიში” და ვაკეში გაყვანას სთავაზობდა უფასოდ, თუ ისინი გზაში მის სამ-ოთხ კითხვაზე უპასუხებდნენ. არასწორი პასუხის შემთხვევაში “ტაქსის” დატოვება ელოდათ. კითხვები ძალიან მარტივი იყო, მაგრამ ერთი კითხვა-პასუხი სამუდამოდ დამამახსოვრდა იმ ორი სტუდენტის სრული იდიოტიზმის გამო. ნახეთ:

სამხატვრო გალერეასთან ორი ახალგაზრდა ჩაისვა “ტაქსიში” ჯაპანამ.

_ სად სწავლობთ? _ ჰკითხა. მათ ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი დაუსახელეს.

_ რომელ კურსზე ხართო, _ ჯაპანამ.

_ მეორეზეო, _ უპასუხეს.

ახლა მესამე კითხვას დაგისვამთო, _ ჯაპანამ. შოუმენია და იფიქრა, ალბათ, ჯერ გავეხუმრები და მერე დავუსვამ სერიოზულ კითხვებსო და, აბა, მიპასუხეთ: მტკვარი შავ ზღვაში ჩაედინება თუ კასპიის ზღვაშიო?

სტუდენტები ღრმად ჩაფიქრდნენ, მერე ერთმა უთხრა მეორეს, _ შავ ზღვაში ჩაედინება ბიჭოო;

_ არაო, _ გააპროტესტა მეორემ. _ მგონი, კასპიის ზღვაში ჩაედინებაო.

_ დარწმუნებული ხარო? _ ორჭოფულად იკითხა პირველმა.

_ არა, მაგრამ ასე მგონიაო, _ მეორემ.

ასე იდავეს ზემელამდე. აქ ჯაპანამ მანქანა შეაჩერა…

_ ბიჭებო, დიდი ხანია, თბილისში ცხოვრობთო, _ ჰკითხაფიქრებში ჩაძირულ.. სტუდენტებს. ერთი მათგანი თბილისელი აღმოჩნდა, მეორე _ რაიონიდან ჩამოსული.

_ გააღეთ კარი და ახალავე გადადით მანქანიდანო, _ ისე უთხრა ჯაპანამ, რომ მეგონა, დედისა და მამის სულს ამოუტრიალებდა.

ეს მაგალითი გამონაკლისი არ გეგონოთ. დღევანდელი სკოლის მოსწავლეთა ცოდნა (ყველაზე არ ითქმის, მაგრამ…) ისეთია, ერთ ანეკდოტში რომ არის: მასწავლებელი მოსწავლეს ეკითხება, _ რამდენია ხუთჯერ ხუთიო, და მოსწავლე უპასუხებს: ხუთჯერ ხუთი ოცდაორიაო. არაო, _ დაუწუნა პასუხი პედაგოგმა, _ იცოდე, ხუთჯერ ხუთი ოცდასამია, დიდი-დიდი ოცდაოთხიო. დღევანდელი მოსწავლეების სახუმარო თუ სერიოზულ გამოკითხვებში ცოდნის ისეთი დონე მჟღავნდება, რომ ორმოცდაათი წლის წინანდელი ოროსანი მოსწავლე ოქროს მედალოსნობის კანდიდატად მოგეჩვენებათ.

ზემოთ რომ ვთქვი, თუ სიტყვამ მოიტანა-მეთქი, აი, სწორედ ახლა მოიტანა სიტყვამ და ვიტყვი: აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ქალბატონმა ფსაკიმ რამდენიმე წლის წინათ საჯაროდ განაცხადა: თუ ბელარუსი უკრაინის საქმეში ჩარევას შეეცდება, აშშ-ის მე-6 ფლოტი მის საზღვრებს მიადგებაო. ჩემმა კლასელებმა, უიმედო ოროსნებმაც კი იცოდნენ, რომ ვერანაირი საზღვაო ფლოტი ვერ მოადგებოდა ვერც ბელარუსის, ვერც უნგრეთის, ვერც ჩეხოსლოვაკიისა თუ სომხეთის საზღვრებს. იმხანადამდენი გეოგრაფიაამერიკელმა ოროსნებმაც იცოდნენ, ალბათ.

ასე რომ, ინტელექტუალური გენოციდი კარგა ხნის დაწყებულია!

გონიერი და პედაგოგიკის მეცნიერების მცოდნე ადამიანები იმთავითვე გრძნობდნენ, რომ ის რეფორმები, რომლებსაც შორეული “გულშემატკივრების” კარნახით, განათლების ყოველი ახალი მინისტრი დანიშვნისთანავე იწყებდა, სასიკეთო გზით არ წაიყვანდა მოზარდი თაობის სოციალური განვითარების საქმეს. მინისტრები კი ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს იცვლებოდნენ. მერე და, ვინ მოჰყავდათ ამ უმნიშვნელოვანესი სამინისტროს სათავეში, რომელზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული? _ ვინ და სანტექნიკოსები, ციხის ზედამხედველები, ნაპროკურორალები, ნაბუღალტრალები, ვაიმეცნიერები, ათასი ჯურის რაღაცისტები და აზრად არავის მოსდიოდა, პედაგოგიური საქმიანობის ხელმძღვანელად სწავლული პედაგოგი, განათლების მეცნიერებათა მცოდნე დაენიშნათ. ჰოდა, იმ სანტექნიკოსმა თუ გამინისტრებულმა ციხის ზედამხედველმა ტერმინ “აღზრდის” გამოყენება აკრძალა სასწავლო-აღმზრდელობით (!) დაწესებულებებში “სტრატეგიული პარტნიორების” მითითებით, რა თქმა უნდა, თორემ პედაგოგიური ცნება-ტერმინებისა მათ არაფერი გაეგებოდათ. აღზრდა ბავშვის პიროვნებაზე ძალადობააო! ბავშვი ისე უნდა მოიქცეს, როგორც უნდაო, პედაგოგი უნდა დაისაჯოს უსაქციელობისთვის, მოსწავლეს თუ რამე დაუშალაო! აღზრდის სისტემის გაუქმებით დაიწყო ქვეყნის, ერის მომავალი თაობის ზნეობრივინტელექტუალური გენოციდი.

მინდოდა, თვით განათლების მინისტრების გონებრივი სიბეჩავის მაგალითები არ მომეტანა, რადგან ეს მთელი ერის სირცხვილია მაინც, მაგრამ, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამბობს, ესა და ეს განათლების მინისტრი სასწავლებლად გავგზავნეთ უცხო ქვეყანაშიო, რისი უნდა გვრცხვენოდეს კიდევ? ჰოდა ასე: ერთმა “დიდმა რეფორმატორმა” (სინამდვილეში _ დეფორმატორმა) მინისტრმა ტელეკამერების წინ დაფაზე უშეცდომოდ ვერ დაწერა სიტყვაბავშვი”, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად. მეორემ სკოლაში ხუთი წლის ბავშვების მიღება ბრძანა, საამისოდ კი “ურყევი” მეცნიერული “არგუმენტი” წარმოგვიდგინა: ერთი წლით ადრე მიღებული ბავშვები ერთი წლით ადრე დაამთავრებენ და მშობლები გაიხარებენო (იმ “ჭკუის კოლოფს” სწავლისათვის ბავშვის მზაობის ფსიქოლოგიაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა!); მესამე “გენიოსა” მინისტრმა საბავშვო ზღაპრების შინაარსის გადაკეთება მოინდომა, რადგან ფოლკლორული ნიმუშები მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვებზეო. აბა, რას ჰგავს ზღაპრის დასასრული “ჭირი იქა, ლხინი აქა”-ო, რომ წერია. რა დააშავეს იქაურებმა, ეს არ არის ჰუმანიზმი და ტოლერანტობაო. აქაც ლხინი იყოს და იქაც, განა ეს არ აჯობებსო. რაც შეეხება “კომბლეს” პოპულარულ ზღაპარს, რა მაგალითს აძლევს ჩვენს პატარებს ეს ზღაპარი? მეცხვარეს რომ მხოლოდ ორი ცხვარი ეყოლება, ის რა მენეჯერიაო. იმ გლახამ (მინისტრზე ვამბობ) ისიც არ იცოდა, რომ კომბლე მეცხვარე არ იყო და ზღაპრის შინაარსის გადაკეთება კი უნდოდა.

მომიტევეთ, ბატონებო, ჩემი ზოგიერთი განსჯა თუ კორექტულობის საზღვარს გასცდა. დასკვნას კი ასეთს გავაკეთებ: ლოკალური თუ გლობალური საქვეყნო პრობლემების აღმოფხვრის ვერავითარი მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს, თუ იმ უკუღმართობის მიზეზთა-მიზეზი არ აღმოიფხვრა, რომელიც საფუძვლად უძევს თაობათა ზნეობრივ-ინტელექტუალურ გენოციდს.

კერძოდ:

* აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს მოსწავლეთა აღზრდის სისტემა;

* პედაგოგის პროფესიას, რომელიცყველაზე მნიშვნელოვანია ამ მზის ქვეშ” (იან კომენსკი), უნდა დაუბრუნდეს ძველი პრესტიჟი და ტრიუმფით დაბრუნდეს სკოლაში;

* დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს პედაგოგიური უნივერსიტეტები თელავში, თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში;

* დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს პედაგოგიკის სამეცნიეროკვლევითი და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტები თბილისში;

* სკოლის დირექტორი კვლავაც უნდა იყოსსკოლის პირველი პედაგოგი, მასწავლებელთა მასწავლებელი”;

* განათლების სისტემის სათავეში უნდა იდგეს უმაღლესი რანგის სწავლული პედაგოგი, სამინისტრო კი დარგის პროფესიონალი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს;

* კვლავაც სახელმწიფო დონეზე უნდა დამტკიცდესმოსწავლეთა ქცევის წესები”, რომელსაც სამართლებრივი კოდექსის ძალა მიენიჭება;

* “ბავშვთა უფლებების დეკლარაციაუნდა შეიცვალოსბავშვთა უფლებამოვალეობების დეკლარაციით”.

აი, მაშინ დაიწყება, როგორც განათლების, ისე ერისა და სახელმწიფოს აღორძინება. სხვა ყველაფერი ფსევდოდემოკრატიული და ფსევდოლიბერალური სატყუარაა, რომელიც ზნეობრივ-ინტელექტუალური გენოციდის ხაფანგის კაუჭზეა წამოცმული.

ზურაბ ცუცქირიძე,

პედაგოგიკის დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პირველი ხარისხის

პრემიის ლაურეატი

2 COMMENTS

  1. ბ-ნო ზურაბ, ჩვენდა სავალალოდ, დასკვნაში მოცემული მოთხოვნები დღევანდელ საქართველოში უკვე ვერ განხორციელდება. ძალიან დაგვიანებულია…

  2. დიდი მადლობა ამ სტატიისთვის, მენატრება მოაზროვნე ადამიანის დაწერილი სტატიის (სტატუსის) წაკითხვა, მასთან ლაპარაკი, ჭკვიანი აზრის მოსმენა. დიდი მადლობა თქვენ, ყველაფერი სიმართლეა, რასაც წერთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here