Home რუბრიკები პოლიტიკა ზვიად ტომარაძე: უცხოეთის ჯაშუში არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებში ლგბტ-თა უფლებების დაცვასა...

ზვიად ტომარაძე: უცხოეთის ჯაშუში არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებში ლგბტ-თა უფლებების დაცვასა და საქართველოს ეკლესიის მიერ სხვა რელიგიების მიმდევართა ჩაგვრის ჩასმას ითხოვენ

3342
ზვიად ტომარაძე

29 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტები ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე განიხილა.

განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ისე ლგბტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, მიზნად ისახავდა არხის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრასა და დამტკიცებასროგორც შეხვედრის დასრულების შემდეგსაქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, განხილვისას ზემოაღნიშნული ორგანიზაციები პრიორიტეტებში ლგბტ თემატიკის შეტანას ითხოვდნენ. კერძოდ, მისი თქმით, მოთხოვნა არხის ეთერში სექსუალური უმცირესობებისადმი სოლიდარობის გამღვივებელი გადაცემების გაშვებას ეხებოდა, რასაც განხილვის მონაწილე სხვა მხარისგან პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა. კონკრეტულად რა მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების განხილვაზე და რა გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ არხის სამეურვეო საბჭომ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსზვიად ტომარაძე ესაუბრება.

_ ბატონო ზვიად, უკვე ცნობილია, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ლგბტთა პროპაგანდას ითხოვენ. შესაბამისი დირექტივით მათ არხის სამეურვეო საბჭოსაც მიმართეს. რა ხდებოდა წინა კვირას .. ბორდის სხდომაზე?

_ სხდომა, როგორც უკვე ცნობილია, იმ მიზნით გაიმართა, რომ არხის პროგრამული პრიორიტეტები განესაზღვრათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითად მიმართულებებს ასე ადგენს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა რა: არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გულუხვად ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან და უცხო ქვეყნების ჯაშუშებს წარმოადგენენ, დაჟინებით მოითხოვეს ლგბტ-თა უფლებების დაცვის საკითხების შეტანა პრიორიტეტებში. მათ შორის იყვნენ უშუალოდ ლგბტ პირებიც. გარდა ამისა, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ეკა ჭითანავამ განაცხადა, რომ პრიორიტეტებში, ლგბტ თემის მხარდამჭერ საკითხებთან ერთად, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საკითხები. მაგალითად, როგორიცაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვადასხვა რელიგიური კონფესიისა და მათი მიმდევრების დისკრიმინაცია. ის ასევე საუბრობდა იმაზე, რომ თურმე ჩვენ, ქართველები, მუდმივად ვჩაგრავთ აზიიდან და აფრიკიდან შემოსულ მიგრანტებს. აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი, _ რას ბოდიალობ-მეთქი? ამაზე წამოენთნენ ლიბერალები,_ რატომ მიმართავ ასე არაკორექტულადო… არაკორექტულად კი არა, ეს დაქირავებული ჯაშუშები გრანტების სანაცვლოდ ქვეყნისა და ქართველი ერის წინააღმდეგ იბრძვიან. თითქმის ყველა ტელეარხი და ძირითადი საინფორმაციო საშუალება მათ ხელშია, ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის ინტერესს რომ გამოხატავდეს, ესეც საქართველოს მტრებთან უნდა იყოს შესათანხმებელი?!

_ ამბობთ, რომ ბორდის სხდომაზე პირდაპირ დააყენეს ინიციატივა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკლესია მჩაგვრელ ინსტიტუტად წარმოაჩინოსო?

_ ეს ინიციატივა კი არ იყო, პირდაპირ თითის დაქნევა, რომ თურმე საზოგადოებრივი მაუწყებელი რატომ დუმს ამ საშინელებაზე. ამიტომ ვუთხარი იმ ქალბატონს: ქვეყნის მოღალატე და ქართველთმოძულე ხარ-მეთქი. მხოლოდ მოღალატე თუ იტყვის საკუთარ ხალხზე, საკუთარ რელიგიაზე, ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ძალადობრივიაო, მჩაგვრელიაო, ცუდი და ბოროტიაო. თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ იმით, რომ მათ არაფერი არ გამოუვიდათ და მადლობა ღმერთს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი ბორდის წევრების უმრავლესობა წინააღმდეგი წავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამორალურობის პროპაგანდის.

_ კენჭისყრა უკვე ჩატარდა?

_ დიახ, ფარული კენჭისყრა ჩატარდა განხილვამდე ორი კვირით ადრე და 9-კაციან ბორდში ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არხის პრიორიტეტებში ლგბტ თემატიკა არ უნდა იყოს. თუმცა იმედგაცრუებული არასამთავრობო სექტორი შემდეგ გამწარებული მოითხოვდა კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას და ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნინია კაკაბაძე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ახლახან აირჩია ბორდის წევრად.

რაც შეეხება კენჭისყრის შედეგებს, შეიძლება ბევრი აკრიტიკებდეს ქართულ კულტურას, ლანძღავდეს და ჩირქს სცხებდეს ეკლესიას, მაგრამ რეალურად, რა თქმა უნდა, თვითონ ამ სულგაყიდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც იციან, რომ ქართველი ხალხი მათ ინიციატივებს არასოდეს მიიღებს. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, სამეურვეო საბჭოს ლიბერალების მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინა და პრიორიტეტებში ლგბტ თემატიკა დაეშვა?

_ თქვენი აზრით, რა მოხდებოდა?

_ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ისედაც ბევრი პრეტენზია არსებობს, ესეც თუ დაემატებოდა, არ გამოვრიცხავ, ფართომასშტაბიანი საპროტესტი გამოსვლები დაწყებულიყო.

_ და რას მოიტანდა გამოსვლები?

_ არ არის გამორიცხული, არხის ხელმძღვანელობის შეცვლით დასრულებულიყო.

_ ბორდის წევრებმა ეს საფრთხე იგრძნეს და ამიტომ არ დაუჭირეს მხარი პრიორიტეტებში ლგბტ თემატიკის შეტანას, თუ მათი მსოფლმხედველობა და პოზიცია მართლა ასეთია?

_ დღევანდელ ბორდში ვიცი რამდენიმე პიროვნება, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ლგბტ თემატიკის და მათ ეს პოზიცია დაუფარავად გამოხატეს. ერთ-ერთი მათგანია ბატონი გია იაკობაშვილი, რომელსაც განხილვისას სერიოზული შეკამათება მოუვიდა ერთ-ერთ ლგბტ პიროვნებასთან. სხვათა შორის, ის პიროვნება მთელი სხდომის განმავლობაში აგრესიულობით გამოირჩეოდა.

რაც შეეხება ბორდის სხვა წევრებს, შეიძლება მათ შორის იყოს რამდენიმე პიროვნება, რომლებიც, რომ არა საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერდნენ პრიორიტეტებში ლგბტ თემატიკას, მაგრამ ახლა ეს, ალბათ, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ამ ადამიანებს სწორი პოზიცია უკავიათ და ქართველთმოძულე, აგრესიული ლიბერალების მხარეს არ დგანან.

_ თქვით, რომ სხდომაზე ერთერთი ლგბტ პიროვნება აგრესიულად იქცეოდა. რაში გამოიხატებოდა მისი აგრესია?

_ გახსოვთ, ალბათ, ადრე საქართველოს პარლამენტში რომ შევარდნენ და ერთი ლგბტ პირი ძარღვის გაწყვეტამდე ყვიროდა, _ მეზიზღებითო. ამ სხდომაზე ეს სიტყვები არ თქმულა, მაგრამ რიტორიკა დაახლოებით იგივე იყო. ყვირილი, აგდებული ლაპარაკი, სიძულვილი… აი, ეს მოდიოდა მათი საუბრიდან და ამის ობიექტი ვიყავით ყველა, ვინც მათ მოთხოვნებს არ ვიზიარებდით. საერთოდ, თანამედროვე ლიბერალიზმი აგრესიული იდეოლოგია რომ არის, სიახლე არ არის. მათ აქვთ ექსკლუზიური უფლება ყველაფრის, მათ შორის ძალადობის, აზრის თავისუფლების შეზღუდვის, სიძულვილის და ა.შ. შენ კიდევ ამ დროს სიყვარულსა და შემწყნარებლობაზე ტრენინგებს გიტარებენ…

_ სხდომაზე თქვენ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეთ. დემოგრაფია _ მოკვდავობაშობადობა, ქორწინებაგანქორწინებების სტატისტიკაგაქვთ იმედი, რომ სამეთვალყურეო საბჭო მიიღებს შეთავაზებას ამ საკითხების წამოწევაზე?

_ ბორდის წარმომადგენლებმა მთხოვეს, რომ წერილობით გამეგზავნა ჩემი შენიშვნები და მოსაზრებები, თუმცა, ცხადია, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შენიშვნებს ვინმე გაიზიარებს. არ მაქვს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იქნება დღეს გამონაკლისი. საერთოდ, იმ დროს, როცა ქვეყანაში მძვინვარებს ლიბერალური დიქტატი და სახელმწიფო დაპყრობილი აქვთ გრანტზე გაყიდულ ჯაშუშებს, რამე სიკეთის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. საზოგადოების გამოღვიძება და დიდი პოლიტიკური წმენდის ჩატარება ქვეყანაში აუცილებელია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს აგრესიული იდეოლოგიის _ ლიბერალიზმის დიქტატი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ვლაპარაკობთ ვლაპარაკობთ შედეგი მაინც არ ჩანს, უმრავლესობისმიერ არჩეული მთავრობა რაღაცატომ ფეხებზე იკიდებს თავის ამომრჩეველს და რაღაცატომ მხარს უჭერს გარყვნილ ლგბეტეებს და გრანტებზე გაყიდულ არასამთავრობოებს, რომლებიც ქვეყნის მტრები უფრო არიან ვიდრე მოყვარენი,მოკლედ რახდება ვერ გაიგებ,ღმერთო დაიფარე საქართველო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here