Home სხვადასხვა დაიჯესტი ზესახელმწიფოსი უკვე აღარ ეშინიათ

ზესახელმწიფოსი უკვე აღარ ეშინიათ

3267
ზესახელმწიფოსი უკვე აღარ ეშინიათ

აშშ უკვე სამხრეთაღმოსავლეთ აზიაშიც ეურჩებიან

როგორ ცდილობს ზესახელმწიფო _ ამერიკის შეერთებული შტატები _ გუშინდელი მეთოდებით (მაგალითად, სხვა ქვეყანას უკარნახოს, როგორ წარმართოს საშინაო პოლიტიკა თავისი გავლენის აგენტების მეშვეობით) მუშაობას და ზესახელმწიფოს არაფერი გამოსდის.

პირველი ისტორია _ ფილიპინური, და უმაღლეს დონეზე. აშშ-ის მოქალაქეებს ემუქრებათ ფილიპინებზე შესვლის პროცედურის, საერთოდ, სავიზო რეჟიმის გამკაცრება (ამიერიდან აღარ იქნება აეროპორტში უბრალო შტამპის ჩარტყმით 30-დღიანი ყოფნის უფლება) და სხვ.

ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აუცილებლად მოხდება, თუ ვაშინგტონი აამოქმედებს სენატორ ლეილა დე ლიმას დაპატიმრებაში მონაწილე ფილიპინელი თანამდებობის პირების სიას. ეს ისტორია დაკავშირებულია ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ბრძოლასთან ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ. დუტერტეს ბრძანებით, ნარკომოვაჭრეებს ზოგჯერ ადგილზე ხვრეტდნენ.

ლეილა დე ლიმა (იუსტიციის მინისტრი დუტერტეს წინა ადმინისტრაციის პერიოდში) ცნობილია, როგორც უფლებადამცველი, რომელიც მწვავედ დაუპირისპირდა დუტერტეს ანტინარკოტიკულ პოლიტიკას და შეეცადა, გაერკვია, რამდენი უდანაშაულო ადამიანი დახვრიტა ხელისუფლებამ.

ამის შემდეგ ის თვითონ ჩასვეს ციხეში ნარკოტიკების ვაჭრობაში მონაწილეობის ბრალდებით (საქმეზე, რომელიც 2 წლის წინათ აღიძრა, სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა).

მეორე სიუჟეტი _ არამხოლოდ მაღალი დონის _ განვითარდა ინდონეზიაში. დააპატიმრეს ამერიკელი ვითომ ჟურნალისტი, უფრო ზუსტად, ეკოლოგების დამცველი აქტივისტი ფილიპ ჯეიკობსონი. რამდენიმე დღის წინათ კი გაათავისუფლეს მუქარით, რომ ქვეყანაში აღარ შეუშვებენ. აქ, ფილიპინური ისტორისგან განსხვავებით, მაღალი თანამდებობის პირებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. ეს სიუჟეტი ტენდენციის ნაწილია. აშშ-ის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს თანამემამულის დაპატიმრება, მაგრამ ისეთივე შედეგი მიიღეს, როგორიც ფილიპინების ისტორიის შემთხვევაში _ ნულოვანი.

აქ საერთო ტექნოლოგიებშია, რომლებიც 20 წლის წინათ შეუცვლელად და უკვდავად მიიჩნეოდა, ბევრ (ნებისმიერში თუ არა) ქვეყანაში უნდა იყვნენ უფლებადამცველობისთვის ჯილდოებით მკერდდამშვენებული ადამიანები, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებნი აღფრთოვანებული იქნებიან. ამ ადამიანებისთვის ხელის ხლების უფლება ხელისუფლებას არ აქვს, იმის მიუხედავადაც კი, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ პერმანენტულად ადგენენ საბრალდებო აქტებს ამა თუ იმ მიზეზის გამო; და, თუ მათ ვინმე თითს დააკარებს, დგება მათი სასანქციო სია, ვინც ეს გაბედა.

ქვეყანა (სრულად ან მისი ცალკეული წარმომადგენლები) ხვდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ე.წ. შავ სიაში და ძალიან უნდა შეეცადოს, რომ ეს აპატიონ. საერთოდ, ასეთია საგარეო პოლიტიკის ბერკეტი, რომელიც აქამდე ძალიან საშინელი და ეფექტიანი ჩანდა.

აღსანიშნავია, რომ “ეკოლოგიის დამცველი ჟურნალისტი” არაფრით ნაკლები არ არის “ადამიანის უფლებათა დამცველზე”, იმიტომ, რომ დღეს პლანეტის გადასარჩენად ბრძოლა ვიღაცისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, საერთოდ, “უფლებებისთვის ბრძოლა”. და, თუ ასეთი პერსონაჟი აკეთებს რეპორტაჟს ტყეების გაჩეხვაზე ან ორანგუტანგების დაჭერაზე სადღაც ბორნეოზე, შეგიძლია, რაც გინდა, ის თქვა _ რომ ტყეები ადგილზეა, მაიმუნებიც _ აგრეთვე, მაგრამ ეკოლოგიის დამცველი აქტივისტისგან ხსნა არ არის. ასე გვეჩვენებოდა ადრე.

მაგალითად, თუ ასეთი აქტივისტი დაწერს, რომ ტყეებს წვავენ ზეთოვანი პალმის პლანტაციებისთვის, მაშინ ზოგიერთ ქვეყანაში სასანჰქციო გადასახადი შეიძლება დააწესონ პალმის ზეთზე. ამჟამად ეს უფრო ეფექტიანია, ვიდრე ადრინდელი ტაქტიკა _ ყალბი ცნობის გავრცელება, რომ ეს პროდუქტი მავნეა ჯანმრთელობისთვის. რომელიღაც სხვა ზეთის მწარმოებლები ყოველთვის დაუჭერენ მხარს ასეთ მიდგომას.

ფილიპინური და ინდონეზიური სკანდალები საინტერესოა, უწინარესად, იმით, რომ “მაგნიტსკის სიის” ტექნოლოგია აღარ მუშაობს ისეთი ქვეყნებში, რომლებშიც, წესით, უნდა ემუშავა.

ზემოაღნიშნული ორი ქვეყანა არცთუ დიდი ხნის წინათ აშშ-ის სამხედრო პარტნიორად ითვლებოდა. ორივეს განიხილავდნენ დასავლური გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებად. ისინი მძლავრი სახელმწიფოების რიგებში არ არიან, თუმცა რა ეკონომიკურ და სამხედრო ძლიერებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ზესახელმწიფო ნორმალურ ქმედებად მიიჩნევს ირანელი გენერლის მკვლელობას ერაყის ტერიტორიაზე და უკმაყოფილოდ მიანიშნებს, რომ დაბომბავს კიდევ 50 ობიექტს, მათ შორის, კულტურის ძეგლებს?

ამ ქვეყნებს არანაირი ფორმალური კავშირი არ აქვთ ჩინეთთან, მხოლოდ შეთანხმება, რომ, რაღაც თუ მოხდება, პეკინი არ გაწყვეტს კავშირებს, უფრო პირიქით.

პირველი წელი არ არის, რაც როდრიგო დუტერტე აშშ-სა და დასავლეთს აგინებს, ქვეყნის ეკონომიკა კი 6%-იანი ტემპით იმატებს. ინდონეზიასაც აქვს ეკონომიკური წარმატებები და უკვე იცის, რომ ამერიკასთან შეკამათება შეიძლება.

და აი მსოფლიოს ეს არცთუ ძლიერი ქვეყნები საკმაოდ მკაცრად და, რაც მთავარია, ეფექტიანად რეაგირებენ ზემოქმედების სტანდარტულ ტექნოლოგიაზე _ გავლენის აგენტების ჩანერგვაზე, რომლებისთვისაც ხელის ხლება არ შეიძლება, მაგრამ, თუ ახლებ, ელოდე “ვიღაცის სიასა” და სანქციებს.

აშშ-ს ანგარიშს აღარ უწევენ და ეს მსოფლიო ტენდენციაა.

Ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here