Home ახალი ამბები მსოფლიო ზელენსკის “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა უნდა

ზელენსკის “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა უნდა

684
ზელენსკის “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა უნდა

ოფიციალური კიევის ინიციატივით სატელეფონო საუბარი გაიმართა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს _ ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის. სახელმწიფო მეთაურებმა განიხილეს უკრაინის სამხრეთაღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების საკითხი. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ დეესკალაციისთვის, უწინარესად, საჭიროა, გამოირიცხოს უკრაინელი სამხედროების მხრიდან დასახლებული პუნქტებისთვის ტყვიების დაშენა.

“დადასტურებულია, აგრეთვე, განსაკუთრებული მნიშვნელობა მინსკის შეთანხმების თანმიმდევრული რეალიზაციისა, მათ შორის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების იურიდიული ასპექტების. ამ კონტექსტში აღინიშნა კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობა მხარეებს შორის, მათ შორის მინსკის საკონტაქტო ჯგუფის ჩარჩოებში”.

დონბასის საკითხზე მსჯელობისას აქცენტირებული იყო 21 ივლისს დადგენილი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განუხრელი დაცვის, აგრეთვე, გამიჯვნის ხაზიდან ძალებისა და საშუალებების გაყვანის მნიშვნელობა”.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა მოლაპარაკებების გააქტიურებისთვის “ნორმანდიის ფორმატში”. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გაავრცელა გფრ-ში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა.

უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ “ნორმანდიული ფორმატის” მონაწილე ქვეყნებს მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად გამართვისკენ მოუწოდა.

სატელეფონო საუბრებში შეხვედრაზე თანხმობა განაცხადეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, “ნორმანდიული ოთხეული” (გერმანია, საფრანგეთ, რუსეთი, უკრაინა) შეიძლება აგვისტოს ბოლოს საფრანგეთში შეიკრიბოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here