ქალბატონი მია ფეროუ შეაშინა მისი ქმარყოფილის შესაძლო შურისძიებამ პედოფილიაზე გადაღებულ სერიალში მონაწილეობის გამო. მან განაცხადა, რომ ეშინია რეჟისორის მხრიდან შურისძიების, იუწყება People.
მია ფეროუ გადაიღეს დოკუმენტურ მინისერიალში “ალენი ფეროუს წინააღმდეგ”, რომლის ჩვენებას დიდი სკანდალი მოჰყვა _ რეჟისორს პედოფილია დააბრალეს.
“ადამიანი, რომელიც ერთგულებას ღალატობს, ყველაფერზე წამსვლელია. ადამიანს, რომელსაც ყველაფრის ჩადენა შეუძლია, უნდა მოერიდო”, _ განაცხადა მსახიობმა. დასძინა, რომ პრემიერის შემდეგ მისი ყოფილი მეუღლე “ყველაფერს გააკეთებს, თავი რომ დააღწიოს იმ ქაოსს, რომელიც თვითონ მოაწყო”.
ვუდი ალენი და მია ფეროუ არაოფიციალური ქორწინებით იყვნენ დაკავშირებული 1980-დან 1992 წლამდე. ჰყავთ საერთო ვაჟი რონან ფეროუ. 1997 წელს რეჟისორი დაქორწინდა თავის შვილობილ სუნი პრევენზე.
მოგვიანებით, მეორე შვილობილმა დილან ფეროუმ მამობილს სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი. მისი განცხადებით, ვუდის გარყვნილება უცდია, როცა გოგონა შვიდი წლისა იყო.