Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინს პლუს სი ძინპინი უდრის აშშ-ის 30-წლიანი ჰეგემონიის დასასრულს

ვლადიმერ პუტინს პლუს სი ძინპინი უდრის აშშ-ის 30-წლიანი ჰეგემონიის დასასრულს

ქურდები არიან იანკები _ ტეხასი მექსიკასაახიეს”, ინდიელებს გენოციდის შედეგად სამშობლომოჰპარეს”, “ხოლო სინდისი ვერავის წარსტაცეს, რადგან ასეთი რამ არ დასჭირვებიათ ჯერაც”. ჩვენი გაზეთის ერუდირებული მკითხველისთვის ზედმეტად მიმაჩნია იმის ახსნა, რომ ზემოთქმული, რომელიც წერილს ეპიგრაფად წარვუმძღვარე, “დიდოსტატის მარჯვენიდანმეფე გიორგის ცნობილი მონოლოგის პერიფრაზია

ისტორიამ არ იცის პრეცედენტი, რომ ანტიკური ხანიდან დაწყებული დღემდე ვინმეს იმპერიის წარმატებით მართვა ერთპიროვნული დიქტატურის ან ავტორიტარული, მაგრამ მაინც ერთპიროვნული მმართველობის გარეშე მოეხერხებინოს. ასე იყო, ასეა დღესაც და ასე იქნება ხვალაც, თუ ეს “ხვალაც” პლანეტა დედამიწას უწერია, რადგანაც ასეთი დაძაბული და საშიში ვითარება თვით ე.წ. კარიბის კრიზისის მომენტში არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ავტორიტარულ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს _ დიახ, რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფო მეთაურები _ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი _ ავტორიტარული მმართველები არიან. ეს არც კარგია და არც ცუდი. ეს, უბრალოდ, ობიექტური რეალობაა.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ გეოპოლიტიკური პროცესები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ, ხვალ კი არა, ერთი საათის შემდეგ რა იქნება, იმის პროგნოზიც კი უმადური საქმეა. მკითხველთან ბოლო “პაემნის” შემდეგ, სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა და ვითარება ისე დაიძაბა, რომ მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა (შეიძლება, შემთხვევითიც) გვაშორებს სრულმასშტაბიან ომამდე. ამ ესკალაციის მამამთავარი ჩვენი “სტრატეგიული მოკავშირე” ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც, ერთი მხრივ, უკრაინის პრობლემის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებაზე საუბრობს და, მეორე მხრივ, იგივე უკრაინა, რომ იტყვიან, გაძეძგეს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების იარაღით _ დღე არ გავა, კიევის აეროპორტში იარაღით სავსე ამერიკული თვითმფრინავი არ დაჯდეს. კოლექტიური დასავლეთის “დირექტორის” მაგალითს, რომ არაფერი ვთქვათ საფრანგეთზე, ბრიტანეთზე, იტალიაზე, ესპანეთსა და ა.შ., ალიანსის “პუჭურა” წევრებმაც მიჰბაძეს, მაგრამ არა ყველამ. წინა წერილში ვწერდი გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურ ადმირალ შენბახის გადადგომის შესახებ, რომელმაც გაბედა სიმართლის თქმა, _ ყირიმი რუსეთისაა და აღარასოდეს იქნება უკრაინის შემადგენლობაშიო. გერმანია უარზეა კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი ხვალ-ზეგ მოსკოვში აპირებს პუტინთან ჩასვლას, მაგრამ მანამდე ის და მისი თავდაცვის მინისტრი ახლა, როდესაც წინამდებარე წერილზე ვმუშაობ, თეთრი სახლის “დირექტორთან” “დაკითხვაზე” იმყოფებიან. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი კი 7 თებერვალს შეხვდა რუს კოლეგას.

რატომ, რის გამო ატყდა ეს გეოპოლიტიკური “აურზაური”? რატომ და ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინის გეოპოლიტიკურიჩახუტება”, რომლის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში სი ძინპინი ყველაფერში დაეთანხმა ვლადიმერ პუტინს, იმას ნიშნავს, რომ ეს ზესახელმწიფოთა ალიანსი კოლექტიური დასავლეთის (აშშის) პოლიტიკურეკონომიკური და სამხედრო მეტოქე იქნება

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დაწყების წინა დღეებში რუსეთის ტელევიზიებმა საგულისხმო ფაქტები გაიხსენეს. პეკინის ზაფხულის 2008 წლის ოლიმპური თამაშების გახსნას იმხანად რუსეთის პრემიერმინისტრ პუტინთან ერთად აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც (უმცროსი) ესწრებოდა… ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვლადიმერ პუტინი დაახლოებით ასე იხსენებს საქართველოსთვის საბედისწერო დღეებს: როდესაც ცხინვალის მიდამოებში პირველი ტყვია გავარდა, ამერიკის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ დაერეკა თავისი შვილობილისთვის და კონფლიქტი შეეჩერებინა. როგორც იტყვიან, ნული ყურადღება, სიჩუმე იყო დასავლეთის მასმედიაში. ხოლო, როდესაც სააკაშვილმა შუაღამისას ცხინვალს “გრადები” დაუშინა და გამთენიისას ოსების გადასარჩენად როკის გვირაბით რუსული არმია შევიდა ცხინვალში, მაშინვე აყაყანდნენ დასავლეთის მედიასაშუალებები _ აი, აგრესორი რუსები და ა.შ.

ჩემი მხრივ, დავძენ: 4-დღიანი ომის შედეგი იყო ასობით დაღუპული, 100 ათასი ახალი ლტოლვილი და დაკარგული ტერიტორიები. და ყველაზე მთავარი _ როგორც შემდეგ გაირკვა, აშშ-ის მაშინდელ ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინის მიერ შეგულიანებულმა სააკაშვილმა აშშ-ის სამხედრო დახმარების იმედად დაიწყო ომი, რომელშიც “გამარჯვების” შემდეგ თბილისმა რამდენიმე მილიარდის დახმარება მიიღო, მაგრამ რამდენი დოლარი ჩამოწერა დიკ ჩეინიმ და ბუშის მთელმა ადმინისტრაციამ?..

2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობისას (თებერვალში) პუტინმა გააფრთხილა უკრაინელები, რომ სახელმწიფო გადატრიალებაზე უარი ეთქვათ, მაგრამ ბანდერელმა ფაშისტებმა მაინც მოაწყვეს ე.წ. ევრომაიდანი და აშშ-ის გასახარად მძლავრი რუსოფობიური ცენტრი შექმნეს შუაგულ ევროპაში, რომლის სანაცვლოდაც სამუდამოდ დაკარგეს ყირიმი და დონბას-ლუგანსკი.

2022 წელი _ ისევ პეკინი და ისევ ოლიმპიადა, ამჯერად ზამთრის…

რამდენჯერ გამოაცხადეს ანგლოსაქსებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის თარიღი, მაგრამ ურცხვად, ისე, რომ ბოდიშსაც არ იხდიან, ახალ-ახალ თარიღებს ასახელებენ, თუმცა ამაოდ _ ვლადიმერ პუტინი არ აღმოჩნდა ის ჩიტი, რომელიც ამ საკენკს აკენკავდა _ დრო ახლა რუსეთზე მუშაობს, რომელსაც არსად ეჩქარება _ კლოუნი ვლადიმერ ზელენსკიც კი მიხვდა, რომ ომი, უწინარესად, ამერიკას სჭირდება, რათა ჩამოწეროს მილიარდობით დოლარის ყავლგასული იარაღი, ამიტომაც აჭიჭყინდა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დასავლეთისთვის მოულოდნელი რიტორიკით: კიევს მოსკოვიდან საფრთხე არ ემუქრებაო.

მაგრამ ზელენსკის ვაჟკაცობამ მხოლოდ 2-3 დღეს გასტანა. ამრიკელებმა, რომლებიც საქართველოსი არ იყოს, უკრაინის დე ფაქტო მმართველები არიან, “ყური აუწიეს” კლოუნს და ისიც ძველ საომარ რიტორიკას დაუბრუნდა. ამიტომაც მოუხშირეს დიდი ქვეყნის ლიდერებმა კიევში ვიზიტებს _ ეგება, ზელენსკი იქნება თუ სხვა ვინმე სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც ზემოდან ბრძანებით ან საკუთარი ინიციატივთ დაარტყამს დონბას-ლუგანსკს, სადაც მილიონობით ეთნიკური რუსი და რუსულენოვანი უკრაინელი ცხოვრობს, რომლებიც ყვავილებით შეხვდებიან მოძმეთა განმათავისუფლებელ ტანკებს…

რაც შეეხება ნატოში უკრაინის მიღებას, ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის უფლებას არავის მისცემს პუტინი. რუსეთის პრეზიდენტმა საინტერესო კომენტარი გააკეთა ამ თემაზე:

წარმოვიდგინოთ, რომ კიევი ნატოს წევრია. რადას მიღებული აქვს დოკუმენტი, რომელშიც შავით თეთრეზ წერია, რომ კიევი არ გამორიცხავს ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნებას. ყირიმის, რომელიც რუსეთის სუვერენული ტერიტორიაა და ეს საკითხი ჩვენთვის დიდი ხანია დახურულია. ერთიც ვნახოთ და კიევმა გადაწყვიტა ყირიმის ძალით დაბრუნება, ჩვენ რა, ნატოს ბლოკს უნდა ვეომოთ?”

პუტინმა ამ ფრაზით ნატო გააფრთხილა, აზრზე მოდით და კიევი ნატოში არ მიიღოთო.

ახლა კიდევ ერთი, ოღონდ ამჯერად საქართველოსთვის დამაფიქრებელი: რეჯეფ თაიფ ერდოღანის კიევში ჩასვლისა და უკრაინის ჯარის ბანდერულ-ფაშისტური მისალმების _ Слава Украине, героям слава _ შემდეგ დასრულდა რუსეთ-თურქეთს შორის პოლიტიკური რომანი და მათი ურთიერთობა შეიძლება მრავალი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე მტრულ ურთიერთობას დაუბრუნდეს, რომლის პირველი აქტი შეიძლება ამიერკავკასიაში რუსეთის მიერ დამყარებული მშვიდობის შედეგების გადახედვით დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება საქართველოს გაუჭირდება. მაშ, ვისი მხარე უნდა დაიკავოს საქართველომ _ თურქეთის (წაიკითხე, აზერბაიჯანი, რომელმაც გარეჯი “აგვახია” და ბევრი სხვაც მართებს ჩვენი) თუ ერთმორწმუნე რუსეთის, რომლის ძალისხმევითაც აზერების მითვისებულს დავიბრუნებთ და სოხუმ-ცხინვალთან ნორმალურ ურთიერთობებსაც აღვადგენთ?!

დავით მხეიძე

P.S. ამას წინათიმედისეთერში ვუყურე გოგა ხაინდრავას გამოსვლას, რომელსაც რუსოფობიური რიტორიკა ოდნავ შეურბილებია. გადაცემის მიზანი რუსეთთან უკრაინისატმასკაიყო. გოგა ხაინდრავას ერთიიაღლიშიმოუვიდა _ ქართველებს უკრაინელებზე ახლობელი ხალხი არ გვყავსო. ლესია უკრაინკა _ აი, ჩვენი ახლობლობის ანი და ჰოე. ხოლო რა კავშირი აქვს ტარას შევჩენკოს საქართველოსთან, რომელიც ვერაზე წამოპლაკულა, არ ვიცი და იქნებ მითხრას. ერთმორწმუნე რუსი ერი _ აი ვინ არისობოლიქართველი ერის ფიზიკური განადგურებისა და ეროვნული თვითმყოფადობის გადამრჩენელი: გრიბოედოვი, პუშკინი, ლერმონტოვი, ესენინი, პასტერნაკი და ცისფერყანწელთა ძმობა და .. დასტურია ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ახლობლობისა. აშშის 30-წლიანი შნირობის გამო მის ელჩს მადლობას უხდი? რისთვის? _ სოხუმცხინვალი რომ დაგვაკარგვინა, ჩვენი შვილები რომ გარყვნაგაგვითახსირა, ბოლოს და ბოლოს, “ვარდების რევოლუციისთვის”? პატარა კახის გენიამ ის მოგვცა, რომ ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთიდანსგუშჩიონოე მოლოკომოედინებოდა ჩვენთან. უმადურობა დიდი ცოდვაა, მით უმეტეს ისტორიული უმადურობა _ ყოველივე ზემოქმული რომ დაგვავიწყეს, იმიტომ დგანან თბილისიდან 25 კილომეტრში რუსული ტანკები

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here