დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში 2018 წლის მარტში.
ეს მან ნიჟნი ნოვგოროდში განაცხადა, ავტოქარხნის ვეტერანებთან და მშრომელებთან შეხვედრისას. “დიახ, მე კენჭს ვიყრი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად”, _ თქვა პრეზიდენტმა. პუტინის განცხადებას ქარხნის მშრომელები მქუხარე ტაშითა და მისასალმებელი შეძახილებით შეხვდნენ.