Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინი: “საჭიროა, დაიწყოს სერიოზული და პირდაპირი საუბარი სტაბილური მსოფლიო წესრიგის ძირითად...

ვლადიმერ პუტინი: “საჭიროა, დაიწყოს სერიოზული და პირდაპირი საუბარი სტაბილური მსოფლიო წესრიგის ძირითად პრინციპებზე”

2504
ვლადიმერ პუტინი: “საჭიროა, დაიწყოს სერიოზული და პირდაპირი საუბარი სტაბილური მსოფლიო წესრიგის ძირითად პრინციპებზე”

რუსეთის მთავრობის გადადგომისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციების ფონზე ცოტამ თუ მიაპყრო ყურადღება წინადადებას, რომელიც რფის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში თქვა. მან ყველას შესთავაზა, რომდაიწყოს სერიოზული და პირდაპირი საუბარი სტაბილური მსოფლიო წესრიგის ძირითად პრინციპებზე”, .. საერთაშორისო საქმეებში ახალ წესებსა და მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე.

“…სერიოზული და პირდაპირი საუბარი სტაბილური მსოფლიოს დღის წესრიგი ძირითად პრინციპებზე, იმ უმწვავეს პრობლემებზე, რომლებსაც აწყდება კაცობრიობა, რა თქმა უნდა, მომწიფდა. უნდა გამოვავლინოთ პოლიტიკური ნება, სიბრძნე, სიმამაცე. დრო ითხოვს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობისა და რეალური ქმედებების გაცნობიერებას. ამის მაგალითი მსოფლიოს უნდა მისცენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელმა ქვეყნებმა. სახელდობრ, ბირთვული იარაღის მქონე 5 სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კაცობრიობის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების საქმეში. 5-მა ერმა, უწინარესად, უნდა დაიწყოს გლობალური ომის წინაპირობების აღმოფხვრა, პლანეტაზე  მშვიდობის უზრუნველსაყოფად გამოიმუშაოს განახლებული მიდგომები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ასპექტები…”

ექსპერტთა აზრით, ამ წინადადების მთავარი ადრესატები არიან აშშ და ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი კი ნახსენები იყვნენ ფორმალურად, ზრდილობის გამო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here