რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კონსტიტუციაში შესწორებების შესატანი წინადადებების მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა, რომ, სანამ სახელმწიფოს მეთაური იქნება, რუსეთში არ დამკვიდრდება ტერმინები: “მშობელი #1” და “მშობელი #2”, იარსებებს მხოლოდ “დედა” და “მამა”.
რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრიტანეთი ამაყობს ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების ლეგალიზაციას და ყველას მოუწოდა სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ.
ბრიტანელთა გამოხდომას უპასუხა რუსეთის სენატორმა ალექსეი პუშკოვმა: “თუ გაერთიანებულ სამეფოში მშობლებს სურთ, დაუძახონ “მშობელი #1” და “მშობელი #2”, აგრეთვე, ჰყავდეთ უსქესო ბავშვები _ ეს მათი საქმეა. ჩვენ მათ თავს არაფერს ვახვევთ, მაგრამ ჩვენთვის უცხო ცნებებსაც არ მივიღებთ”, _ აღნიშნა პუშკოვმა.
იტალიის პარლამენტის დეპუტატმა პარტია “ჩრდილოეთის ლიგიდან” _ ვიტო კომენჩინიმ კი რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს მამასა და დედაზე “მკაფიო, სამართლიანი და გონიერი” უწოდა. “ოჯახის ბუნებრივი სახეობის დაცვა _ ეს ფუნდამენტური ამოცანაა, რადგან ოჯახის მხოლოდ ასეთი ტიპი შეესაბამება ქრისტიანულ ფასეულობებს”, _ ხაზი გაუსვა კომენჩინიმ. დეპუტატმა, ამასთანავე, აღნიშნა, რომ მისი პარტია ზუსტად ასეთი მიმართულებით მოქმედებს, ხოლო პარტიის ლიდერმა მატეო სალვინიმ, როცა ის იტალიის შსს-ს ხელმძღვანელობდა, ოფიციალური ანკეტებიდან ამოიღო “მშობელი #1”, “მშობელი #2” და დააბრუნა სიტყვები “დედა” და “მამა”.
“ჩვენ მოვუწოდებთ, დავიცვათ ის საზოგადოება დაცვისა, რომელიც შედგება პიროვნებებისგან და არა დანომრილი ადამიანებისგან”, _ განაცხადა იტალიელმა დეპუტატმა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინი აჩვენებს ტრადიციული ფასეულობებისა და მასზე დაფუძნებული საზოგადოების დაცვის შესანიშნავ მაგალითს, აგრეთვე, ქრისტიანების დაცვისა, რომლებსაც დევნიან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში”.
რადიო sputnik–ის ვებგვეერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ