Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს

1513
ვლადიმერ პუტინი

უცხოეთის ქვეყნების ელჩების მიერ რწმუნების სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონიის დროს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ყურადღება გაამახვილა არსებულ საერთაშორისო მდგომარეობაზე.

“შეუძლებელია, მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ  შეშფოთება არ გამოიწვიოს. მდგომარეობა სულ უფრო ქაოსური ხდება. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი  გაიმარჯვებს და საერთაშორისო ურთიერთობა კონსტრუქციული არხით წარიმართება, მსოფლიო სისტემა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება”, _ აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვლადიმერ პუტინმა ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ დღეს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს  მნიშვნელოვანი მისია ეკისრებათ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის ხელშესაწყობად, მაგრამ კონკრეტული სახელმწიფოების მხარდაჭერის გარეშე ეს ძნელად მისაღწევი მიზანია.

პუტინმა მიმართა ელჩებს და აღუთქვა, რუსეთი მხარს დაუჭერს მათ კონსტრუქციულ ინიციატივებს. დასასრულ მან აღნიშნა, რომ რუსეთი განწყობილია კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, უცხოეთის პარტნიორებთან, რომ მოსკოვი მიზანმიმართულად გამოდის გლობალური და რეგიონული უშიშროების განსამტკიცებლად.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here