Home რუბრიკები პოლიტიკა ვიქტორ ცაავა: საქართველო ორი, სამი თუ მეტი ქვეყნის მიერაა ოკუპირებული და ეს...

ვიქტორ ცაავა: საქართველო ორი, სამი თუ მეტი ქვეყნის მიერაა ოკუპირებული და ეს სიმართლეა, სიმართლე, რომელზეც არავინ არ საუბრობს. საქართველო კოლონიაა

1371
ვიქტორ ცაავა
ვიქტორ ცაავა

საქართველო საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია _ პოლიტიკური პარტიები, მათი ლიდერები, მაჟორიტარობის კანდიდატები აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკოსების განცხადებები ამომრჩევლების ყურადღების მისაქცევად, მსუბუქად რომ ვთქვათ, ფსიქოზის ზღვარს აღწევს, ქართველი ელექტორატი მაინც ჩვეულ რეჟიმშია, ისინი ამრეზით უყურებენ ყველას და ასევე ამრეზით უსმენენ დაპირებებსაც. მოკლედ, ქართველი ამომრჩეველი კვლავ ნიჰილისტურადაა განწყობილი ამ არჩევნების მიმართაც.

ძალიან ძნელია, ამ საპარლამენტო არჩევნებში რაიმე ფორმით მიიღო მონაწილეობა, თუნდაც უბრალო აგიტატორის როლში… ამომრჩევლის გამოყვანა და პოლიტიკოსების წინ დაყენება, რათა მათი მორიგი, არაფრისმთქმელი დაპირება მოისმინოს, ჭირს ყველა რაიონში, ჭირს დედაქალაქშიც.

თუკი ვინმეს შეხება ჰქონია არჩევნებთან, კარგად იცის, რომ ყველაზე აქტიური ამომრჩეველი სამეგრელოსა და გურიას ჰყავს.

დანარჩენი საქართველოსავით, არც მათ სჯერათ პოლიტიკოსების დაპირებებისა და უამრავი შეკითხვა და პრეტენზია აქვთ, ინტერესდებიან ყველაფრით, ასე ვთქვათ, საფლავში ჩაჰყვებიან-ხოლმე “ამოსარჩევს”…

განსაკუთრებით ძნელია მეგრელ ამომრჩეველთან საუბარი. ეროვნული მთავრობის წევრი, სულკურთხეული თემურ ქორიძე მეგრელებზე ამბობდა: “ისინი არავის არ აყვედრიან, რაც გადაიტანეს. სამეგრელოს დასაპყრობად მთელი საქართველო დაიძრა, მაგრამ მეგრელები დიდსულოვნად დუმან და მადლობა ჩვენს ძმებს ამისთვის”.

საქართველო და მსოფლიოდაუკავშირდა მარტვილიჩხოროწყუწალენჯიხააბაშის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატსპატრიოტთა ალიანსიდან” _ ვიქტორ ცაავას, რომელიც არის ისტორიკოსი, ანალიტიკოსი, ბლოგერი. მისთვის უჩვეულოა ამ ამპლუაში ყოფნა, მაგრამ ის ჩვენი გაზეთისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან იცის მეგრელი ამომრჩევლის განწყობა და არჩევნებისადმი დამოკიდებულება, ასევე კარგად იცნობს მათ პრობლემებს, წლების განმავლობაში დაგროვილს.

_ სამეგრელოს ამომრჩეველი მართლა ძალიან ფრთხილია, მას მართლაც სჭირდება სხვაგვარი მიდგომა. ყველამ კარგად იცის, რა გადაიტანეს მეგრელებმა 1990-იან წლებში. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დამითანხმეს, მირჩიეს _ ამომრჩევლამდე ვიღაცამ სიმართლე უნდა მიიტანოს და ჯობია, ეს შენ იყოო…

ყველა პარტია, რომელიც დღეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს, გარკვეული კონიუნქტურის ქვეშაა, მათ არ შეუძლიათ თქვან სიმართლე, სიმართლე, რომლის უთქმელობაც დაგვღუპავს.

_ რა არის სიმართლე?

_ საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილში უცხო ქვეყნის ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, ეს ოკუპაციაა. არის ჩვენი ქვეყნის მეორე ტერიტორიაც, იქ არ დგას ჯარი, მაგრამ ისიც ოკუპირებულია. ასე რომ, საქართველო ორი, სამი თუ მეტი ქვეყნის მიერაა ოკუპირებული და ეს სიმართლეა, რომელზეც არავინ ლაპარაკობს. საქართველო კოლონიაა.

ჩვენი პატარა ქვეყანა კოლონიაა, მაგრამ ეს ლამაზადაა შეფუთული. ჩვენ გვაქვს დროშა, გერბი, კონსტიტუცია, ჰიმნი; გვყავს ჯარი, პოლიცია, მაგრამ არ ვართ თავისუფლები, რადგან ჩამოთვლილთაგან არაფერი გვაქვს ჩვენი შექმნილი, ყველაფერი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთანაა შეთანხმებული, ჩვენ ყველაფერი ვიღაცის ანალოგიური შეგვაქმნევინეს, არავის არ გაუთვალისწინებია ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი თვითშეგნება და ეროვნული სულისკვეთება… ეს, ალბათ, გასაკვირი არცაა უკვე, რადგან ჩვენი ხელით ძალდაუტანებლად მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც უფრო მეტად შებოჭა პატარა საქართველო.

საქართველომ ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან დადო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ევროპის კი არა, ამერიკის კოლონიაცაა. საქართველო ორი ბატონის მონაა.

ასეთ ვითარებაში მწარე სიმართლის საჯაროდ თქმა ძნელია… მართლაც დიდი რისკია ჩემი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: მეგობრებმა შემაგულიანეს და გადაწყვეტილებაც მივიღე, ახლა უკან დახევას აღარ ვაპირებ. ვიტყვი სიმართლეს ყველგან და ყველასთან; შევეცდები, თვალი ავუხილო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა ვიცი, რომ ბევრმა მათგანმა სიმართლე ჩემზე უკეთ იცის, ყველა პოლიტიკოსზე უკეთ ხვდება, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ჩემი კანდიდატურა “პატრიოტთა ალიანსმა” წამოაყენა, მე ვიზიარებ მათ მოსაზრებას ძალიან ბევრ საკითხში. მომწონს მათი იდეები, პროგრამა, პლატფორმა, მსოფლმხედველობა და მეც მინდა, ყველაფერი, რასაც პარტია და მისი ლიდერები ფიქრობენ, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და აბაშის ამომრჩევლის ყურამდე მივიტანო.

მე და ჩემს წარმდგენ პარტიას, “პატრიოტთა ალიანსს”, გვაქვს ქვეყნის გადარჩენის გეგმა, რომელსაც აუცილებლად გავაცნობთ ამომრჩეველს და რომელზეც მოგვიანებით თქვენთანაც ვისაუბრებთ.

_ როგორ გხვდებათ ამომრჩეველი?

_ უკვე ვიყავით ყველა რაიონში, შეძლებისდაგვარად შევხვდით ამომრჩეველს. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ამომრჩევლის ქუჩაში გამოყვანა ძალიან ძნელია, მათ არ აქვთ სურვილი პოლიტიკოსებთან შეხვედრის, მაგრამ, რადგან მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ჩვენ მათ არ შევაწუხებთ, თვითონ მივალთ მათთან, მივალთ ყველა სოფელში, ყველა გვართან, ყველა თემში.

ვფიქრობ, შევასრულო პროგრამა მაქსიმუმი, რადგან “პატრიოტთა ალიანსი” იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩემი მოსაზრებები, ხედვები გავაცნო ამომრჩეველს, ვიმოქმედო დამოუკიდებლად და გადავდგა თამამი ნაბიჯები იმ რეგიონში, რომელსაც თქვენ რთულსა და მიუდგომელს უწოდებთ, და რომელიც ასე ახლობელია ჩემთვის.

ჩემი მიზანი სამეგრელოს აყვავებაა!

_ ძალიან ძნელია ამის შესრულებაც და ამომრჩევლის დარწმუნებაც

_ მახსოვს, ჩემს ბავშვობაში სამეგრელოში ოჯახი არ იყო, ოცდაათკაციან სუფრას სახელდახელოდ რომ ვერ გაშლიდა. დღეს მათ ძალიან უჭირთ, და სტუმრის მიღება კი არა, თავი რით გამოიკვებონ, ის არ იციან…

1990-იანი წლების შემდეგ სამეგრელოს ძალიან გაუჭირდა, გაუჭირდა სამეგრელოს სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც. ყველას გვახსოვს, რა შიში დათესეს აქ, ყველა საშინელება, თუკი რამ ხდებოდა ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, სამეგრელოში ხდებოდა ან მეგრელების ხელითდიდი და უსაშველო იყო შიში, რომელიც სააკაშვილმა აქ დათესა

_ მაინც, როგორ ხედავთ სამეგრელოში შიმშილისა და გაჭირვების აღმოფხვრის გზებს?

_ უპირველესი პრობლემა მეგრელებისთვის არის ის, რომ ჩიხში აღმოჩნდნენ. სახელმწიფო მიმართული უნდა იყოს იქით, რომ სამეგრელომ დაიბრუნოს გზა, რომელიც ჰქონდა, ის უნდა იყოს გამტარი. მიმაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა უნდა გადაწყდეს რაიმე ფორმით. საქართველო უნდა დაელაპარაკოს აფხაზებსა და რუსებს, ეს უპირველესი ამოცანა, უპირველესი პრობლემაა და, სანამ ამ პრობლემას თვალს არ გავუსწორებთ, არაფერი გამოვა.

_ ყველას, ვინც ასე ფიქრობს, “რუსეთუმესუწოდებენ. როგორ უყურებს თქვენი ამომრჩეველი ამ პრობლემას და როგორ აღიქვამსრუსეთუმესტერმინს სამეგრელო?

_ ქართველი ლიბერალები ამბობენ, რომ ქართველმა საზოგადოებამ, დიდი ხანია, გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის გზა და მისი პოლიტიკური ორიენტაცია. ისინი ამბობენ, რომ ჩვენი საზოგადოება მიდის დასავლეთისკენ და ეს კონსტიტუციაშიც ჩაწერეს, მაგრამ ამ ყველაფრის საპასუხოდ, მინდა, ლიბერალებს ვუთხრა, რომ ქართველი საზოგადოება არ არის პროდასავლური, ის ცოცხალი ორგანიზმია და კარგად ხვდება, საით არის სიკეთე და ქვეყნის აღმშენებლობა, სად არის რეალურად ხსნისა და განვითარების გზა.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ორად არის გახლეჩილი, თუმცა უდიდესი ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთდერთი გზა, ოღონდ პირობა ყველას ერთი გვაქვს _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამის გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა უპირობოდ არ აღდგება, ცოტა ლავირებაა საჭირო, ცოტა დათმობა, კეთილმეზობლური ურთიერთობის რეალური სურვილი

_ რატომ მაინცდამაინცპატრიოტთა ალიანსი”, თქვენ დამოუკიდებლად, საინიციატივო ჯგუფის წარდგენითაც ხომ შეგეძლოთ კენჭისყრა?

_ “პატრიოტთა ალიანსს”, ყველა დანარჩენი პარტიისგან განსხვავებით, აქვს სურვილი ქვეყნის განვითარების, ტერიტორიული მთლიანობისკენ ნაბიჯების გადადგმის. ჩემი ამ პარტიიდან წარდგენის ინიციატორი იყო კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი, ამჟამად დედაქალაქის საკრებულოს წევრი ფრიდონ ინჯია და მადლობა მას ამისთვის, რომ ამხელა ოლქში _ მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და აბაშაში _ მე ამომარჩია. არადა, დარწმუნებული ვარ, უამრავი მსურველი იქნებოდა, ალბათ, ბევრი ფულიანიც და გავლენიანიც. მათ ფსონი ჩემზე დადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მსოფლმხედველობა ემთხვევა ერთმანეთს, ჩვენი ხედვები ქვეყნის მოწყობისა, გამთლიანებისა და ეკონომიკური განვითრებისა იდენტურია.

დიდი იმედი მაქვს, თუკი ასე მოვძებნით ერთმანეთს ის ქართველები, რომლებიც თანამოაზრეები ვართ, მალე მივაღწევთ საწადელს და შევალთ აფხაზეთში, ოსეთში; ისინიც შემოვლენ აქეთ; ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ოსეთს, უფრო ზუსტად _ აფხაზებსა და ოსებს, რადგან ჩვენ ერთნი ვართ.

საქართველოს ისტორიას ახსოვს მსგავსი კონფლიქტები, ჩვენ “დაგვიჭამია” ერთმანეთი, ბევრი შიდა ომი გადაგვიტანია, მაგრამ მაინც ისევ ერთად ვიყავით, შევრიგდით, საერთო ენა გამოვნახეთ. ჩვენ, ყველანი, ერთად შევძლებთ ოსებისა და აფხაზების ჩვენკენ მობრუნებას, ისინი ჩვენი სხეულის ნაწილები არიან და მათთან ბევრ დათმობაზე უნდა წავიდეთ.

_ ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვოთ

_ ვფიქრობ, ჩემი წარმატება მხოლოდ ჩემი არ იქნება, ეს წარმატება წაადგება ქვეყანას, ეს წარმატება იქნება სწორედ იმ ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების წარმატება, რომელსაც სიმართლის მოსმენა სურდა და მოხარული ვიქნები, თუკი სიმართლეს, რომელსაც ვიტყვი, შესაბამისი შედეგი მოჰყვება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ბ-ნო ვიქტორ, ყველა თქვენს მოსაზრებას გიწონებთ და დარწმუნებული ვარ თქვენს გამარჯვებაში. მე მხარს ვუჭერ “პატრიოტთა ალიანსს” და ვთხოვ მათ წინასწარ გამოაქვეყნონ მომავალი სავარაუდო მთავრობის შემადგენლობა, რომელშიც დავით თარხან მოურავის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და ადა მარშანიასთან ერთად გათვალისწინებული იქნებიან ალექსანდრე ჭაჭია, პაატა კოღუაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ირაკლი გოგავა, ნანა დევდარიანი და სხვა პატრიოტი ქართველები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here