Home ახალი ამბები საქართველო ვიქტორ რცხილაძე 80 წლისაა

ვიქტორ რცხილაძე 80 წლისაა

1054
ვიქტორ რცხილაძე 80 წლისაა

საქართველო და მსოფლიოსრედაქცია გულითადად ულოცავს ბატონ ვიქტორ რცხილაძეს 80 წლის იუბილეს!

ვიქტორ გიორგის ძე რცხილაძე დაიბადა 1941 წლის 10 მარტს თბილისში. 1963 წელს იგი ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტს. 1974 და 1976 წლებში ერთერთი დამაარსებელიაადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივოდაჰელსინკის ჯგუფისა”, რის გამოც მას კვლავ აპატიმრებენ და სუკის საპყრობილეში ზუსტად ერთი წლის ყოფნის შემდეგ, ტაშკენტის ციხის გავლით, ასახლებენ ყაზახეთში, კერბელის ოლქში.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იგი თანამშრომლობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჟურნალ “საღვთისმეტყველო კრებულთან “, რომელსაც ედო გრიფი “სამსახურებრივი მოხმარებისთვის”. 1988 წელს ვიქტორ რცხილაძე აფუძნებს არაფორმალურ ორგანიზაციას “წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართველ ქრისტიანთა კავშირი” და მერაბ კოსტავასთან ერთად გამოსცემს დისიდენტურ ჟურნალს “ძელი ჭეშმარიტი”. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, მას იწვევენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც ლექციებს კითხულობს თეოლოგიის ისტორიაზე. 1992 წელს იგი აარსებს ჟურნალ “რელიგიას”, რომლის მთავარ რედაქტორადაც გვევლინება.

ვიქტორ რცხილაძე ავტორია მრავალი წიგნისა და თარგმანისა. მის ორიგინალურ ნაშრომთა შორისაა ექვსასგვერდიანი “ბოროტება, მისი ნიღბები და მისი გამოვლინება საქართველოში”. მასში რელიგიის ფილოსოფიასთან ერთად მოცემულია საქართველოს ისტორიის კრიზისული მომენტების განხილვა. ასევე მკითხველთა დიდი მოწონებით სარგებლობს მისი “მე-20 საუკუნის გერმანელი მოაზროვნეები ღვთის არსებობის შესახებ” და სხვ. რაც შეეხება თარგმანებს, ვიქტორ რცხილაძე, ძირითადად, გერმანული ენიდან  თარგმნის, რომელთა რიგში არიან ისეთი ავტორები, როგორც რომანო გუარდინი, ჰანს ზედლმაირი, ვოლფჰარტ პანენბერგი, იოანეს ჰესენი და სხვები. ასევე გერმანულიდან თარგმნა სიორენ კირკეგორის “შიშის ცნება”, არტურ შოპენჰაუერის “სამყარო, ვითარცა ნება და წარმოდგენა”;  სულ ახლახან ქართევლი მკითხველი გეორგვილჰელმფრიდრიხ ჰეგელის “რელიგიის ფილოსოფიის” სრული თარგმანით დაასაჩუქრა. გარდა გერმანული ენიდან თარგმანებისა, რუსული ენიდან თარგმნა ისეთი დიდი ფილოსოფოსი, როგორიც არის ალექსეი ლოსევი. კერძოდ, ლოსევის “მითის დიალექტიკა” და სხვ. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი სერგი ავალიანი შემდეგნაირად ახასიათებს ვიქტორ რცხილაძეს: “მე არ მეგულება მეორე მკვლევარი მე-20 საუკუნის ქართულ აზროვნებაში, რომელიც ისე ზედმიწევნით იცნობს თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ლიტერატურას, ისე ღრმად ერკვეოდეს რელიგიურ მოძღვრებებში, როგორც ჩვენი ავტორი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here