ამერიკული შაშხანა M-16 სირიელი ტერორისტების ნამდვილ სავიზიტო ბარათად იქცა. თვალშისაცემია მოდიფიკაციების სიუხვე: გამოქვეყნებულ ფოტოებზე შეიძლება ნახოთ როგორც ძველი, ასევე ახალი, ძვირად ღირებული ოპტიკით აღჭურვილი ნიმუშები.
სირიელმა გენერალმა ალი ალ-ალიმ ამხილა აშშ, რომ იგი სამხედრო დახმარებას უწევს “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს. მან თქვა, რომ მხოლოდ ივნისიდან სექტემბრამდე ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 1,5 ათასამდე სატვირთო ავტომანქანამ, რომლებიც დატვირთული იყო იარაღითა და ტყვია-წამლით.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს შეიარაღება განკუთვნილი იყო ამერიკის მოკავშირეებისთვის, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოს” ებრძვიან, მაგრამ აღნიშნული აღჭურვილობა საბოლოოდ “ბოევიკების” ხელში აღმოჩნდება ხოლმე. ალი ალ-ალი სამხილად წარმოადგენს ნატოს ქვეყნების შეიარაღების ნიმუშებს, რომლებიც სირიის არმიამ იგდო ხელთ.
ნატოს თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღი ისეთ მარგინალურ ორგანიზაციაში რომ ილექებოდა, როგორიც “ისლამური სახელმწიფოა”, ყოველთვის იწვევდა შეკითხვებს. 2014 წელს ისლამისტებმა გამოაქვეყნეს მძევლების დახვრეტის ვიდეოჩანაწერი: ტყვეები დახვრიტეს ავსტრიული წარმოების პისტოლეტებით _ Glock -19-ით. ეს მესამე თაობის იარაღი იყო, ანუ არცთუ დიდი ხნის წინათ, 1998-2010 წლებში, დამზადებული.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პისტოლეტები აშშ-ის მიერ ერაყელი სამართალდამცველებისთვის 2003-2004 წლებში გაგზავნილი შეიარაღების “დაკარგული” ნაწილი იყო, რომელიც “ბოევიკებს” მიჰყიდეს.
2007 წლის მდგომარეობით, ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში “დაკარგეს” სასროლი იარაღის 200 ათასი ერთეული.
ამერიკული შაშხანა M-16 სირიელი ტერორისტების ნამდვილ სავიზიტო ბარათად იქცა. თვალშისაცემია მოდიფიკაციების სიუხვე: გამოქვეყნებულ ფოტოებზე შეიძლება ნახოთ როგორც ძველი, ასევე ახალი, ძვირად ღირებული ოპტიკით აღჭურვილი ნიმუშები.
კალაშნიკოვის ავტომატების შემდეგ მეორე ადგილზეა ბელგიური შაშხანა FN-FAL-ი. უწინ იგი ნატოს ბლოკის ძირითად შეიარაღებად ითვლებოდა, დღეისთვის დაძველდა, მაგრამ ათობით ქვეყნის არმიებში ძირითად იარაღად რჩება.
ერთ დროს მას “თავისუფალი მსოფლიოს ხელს” უწოდებდნენ. ამჟამად FN-FAL-ზე ყველა ჯურის ტერრორისტს მიუწვდება ხელი, მათ შორის, “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებსაც”. ეს შაშხანაც დასამიზნებელი ოპტიკითაა აღჭურვილი.
გერმანული წარმოების პისტოლეტი-ტყვიამფრქვევი MP-5 ევროპისა და აშშ-ის სამართალდამცველთა შორის პოპულარულ იარაღად ითვლება. “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების ხელში ამ პისტოლეტის გამოჩენამ დასავლელი ჟურნალისტები დააინტერესა, მაგრამ მათმა გამოძიებამ კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ჩანს, ეს იარაღი სირიაში კონტრაბანდად ჩაიტანეს.
Browning M2A1 _ აშშ-ის არმიის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნიმუშია, რომელიც დღემდე რჩება შეიარაღებაში. ტერორისტების ხელში ეს იარაღი “ჰამერის” ჯავშანმანქანებთან ერთად აღმოჩნდა. ერაყის პრემიერმა ალ-აბადიმ აღიარა, რომ არმიამ მხოლოდ მოსულიში 2,5 ათასი ჯავშანმანქანა დაკარგა. მათგან ყველა აღჭურვილი იყო Browning M2-ით, ზოგიერთი დამატებით დაკომპლექტებული იყო MK-19 ნაღმსატყორცნით.
გამოქვეყნებულმა ფოტოსურათებმა, რომლებზეც ეს მანქანები იყო აღბეჭდილი, სერიოზულად შეარყია აშშ-ის არმიის რეპუტაცია.