Home ახალი ამბები საქართველო “ვირუსის გადავლის შემდეგ საკმაოდ რთული დრო გველოდება… საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს...

“ვირუსის გადავლის შემდეგ საკმაოდ რთული დრო გველოდება… საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან”

1283
ცეზარ ჩოჩელი

“ვირუსის გადავლის შემდეგ საკმაოდ რთული დრო გველოდება”, _ განაცხადა “ზედაზენის” დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა რადიო “პალიტრასა” და “პალიტრანიუსის” გადაცემა “საქმეში”. მისი თქმით, საქართველოს საექსპორტო ბაზრები საქართველოზე გაცილებით უარეს დღეში არიან. ჩოჩელი საკუთარი კომპანიების მაგალითზე აცხადებს, რომ ექსპორტი დაახლოებით 50%-ით შემცირდა.

“მიდის კოორდინირებული მუშაობა და დღევანდელი გადასახედიდან არ მეგულება ბიზნესი, რომელსაც ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს. რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის გეგმას, ამ მიმართულებით, ალბათ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ვფიქრობ, დღეს უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რა არის პირველი რიგის ამოცანა _ ეს იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება, ადგილობრივი ტურიზმისთვის ხელის შეწყობა თუ ა.შ. იმის თქმა, რომ ვირუსი გადაივლის და მეორე-მესამე დღეს საქართველოში ტურისტების შემოდინება დაიწყება, არ იქნება სწორი, რადგან ეს ასე არ მოხდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა სამედიცინო დარგმა კარგი მაჩვენებელი აჩვენა და სიტუაციას კარგად უმკლავდება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ტურისტი შემოვა, მაგრამ ეს არ იქნება ის რაოდენობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას კრიზისიდან გამოიყვანს. ვფიქრობ, საკმაოდ რთული დრო გველოდება ვირუსის გადავლის შემდეგ, იმიტომ, რომ მსოფლიოში გაჩერებულია ეკონომიკა. ჩვენი საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან. მხოლოდ ჩვენი კომპანიების მაგალითიდან გამომდინარე, ექსპორტი დაახლოებით 50%-ის ფარგლებშია შემცირებული. ამასთანავე, შემცირდება ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმორიცხული თანხა, ქვეყანაში ბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ასევე სჭირდებათ სამუშაო ადგილები, ამიტომ მთავრობისა და ბიზნესის ნომერ პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ”.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here