Home სხვადასხვა დაიჯესტი ვინ ჩამოაგდო მალაიზიის “ბოინგი”?

ვინ ჩამოაგდო მალაიზიის “ბოინგი”?

1542
იური ბატურინი

ტელეარხზვეზდასმიმომხილველმა ალექსეი სამოლეტოვმა სენსაციური ინტერვიუ ჩამოართვა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მაიორს _ იური ბატურინს, რომელიც 2014 წლის ივნისში ხარკოვთან უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტოსარაკეტო ნაწილს (A-1215) მეთაურობდა. ბატურინმა განაცხადა, რომ მოწმე იყო მალაიზიისბოინგისკატასტროფისა _ ლაინერს მისი ჩამოგდების მომენტში, 2014 წლის 17 ივლისს, რადარებზე აკვირდებოდა და კავშირი ჰქონდა იმ სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებსაც გადაჰქონდათ საზენიტოსარაკეტო კომპლექსიბუკი”, რომლითაც, სავარაუდოდ, ჩამოაგდესბოინგირეისით MH17 _ ამსტერდამიკუალალუმპური. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი _ 298 კაცი.

 _ როგორ მოხვდით უკრაინაში, რას საქმიანობდით?

_ ისტორია ტრადიციულია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მამა ოფიცერი იყო, დედა _ აღმზრდელი, მსახურობდნენ ციმბირში. მე იქ დავიბადე _ ქალაქ კრასნოიარსკ-26-ში, მშობლების პენსიაზე გასვლის შემდეგ საცხოვრებლად გადავედით ხარკოვში, სადაც მოგვისწრო სსრკ-ის დაშლამ. იქ დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე სამხედრო უნივერსიტეტში, შემდეგ კი ვმსახურობდი ხარკოვში, სამხედრო ნაწილ A-1215-ში.

_ იმ მომენტში უკრაინაში რა თანამდებობა გეკავათ?

_ ჩემს თანამდებობას იმ მომენტში ეწოდებოდა სამხედრო ნაწილ A-1215-ის სამეთაურო პუნქტის უფროსი, ეს არის საზენიტო-სარაკეტო ჯარები.

_ როგორ მოიპოვეთ ინფორმაცია, რომლის შესახებ დღეს ვსაუბრობთ. თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე, ხელი მიგიწვდებოდათ საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებებზე?

_ დიახ, როგორც სამეთაურო პუნქტის ხელმძღვანელი, ყველა ინფორმაციას ვიღებდი ამ რეგიონის საჰაერო სივრცეში ვითარების შესახებ.

_ ანუ თქვენ რადარზე ხედავდით ყველა თვითმფრინავს, რომლებიც ფრენდნენ იმ მომენტში?..

_ სამხედროები და სამოქალაქო დისპეტჩერები თვალს ადევნებენ ყველა საავიაციო საშუალებას, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქოს, რომლებიც ჰაერშია.

_ .., თქვენ, პირადად ხედავდითბოინგს”…

_ დიახ, ასე იყო.

_ ის ერთ ეშელონში მიფრინავდა, შემდეგ უცებ გადაიყვანეს სხვა ეშელონში

_ “ბოინგი”, რომელზეც ვსაუბრობთ, მიფრინავდა საფრენ ზონაში, რომელიც იმ მომენტში დახურული არ იყო _ იქ შეუზღუდავად ფრენდა ყველა თვითმფრინავი _ სამოქალაქო, საბრძოლო… “ბოინგმა”, სამოქალაქო დისპეტჩერებთან შეთანხმებით, მოულოდნელად შეცვალა ფრენის მარშრუტი _ ეს ნამდვილად ასე იყო. ამას მე, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ინდიკატორს დაკვირვებოდა, პირადად ვხედავდი.

ბოინგი

_ როდის მიაპყარით ყურადღება იმას, რაც დაემართაბოინგს”?

_ ჩვენი ყურადღების არეალში იყო ყველა თვითმფრინავი, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონის თავზე ფრენდა, რადგან, ჩემი აზრით, ეს ნონსენსია, ყურადღება კი მაშინ მივაპყარით იმ მომენტში, როდესაც თვითმფრინავი დაიკარგა ინდიკატორებიდან _ იყო აღნიშვნა, ნიშანი, და უცებ აღარ იყო.

_ თქვენ დაინახეთ, რომ ნიშანი დაიკარგა რადარების ეკრანებიდან, მაგრამ ერთერთი ვერსიის მიხედვით, “ბოინგსმიაცილებდა მეორე თვითმფრინავი, იყო კი ეს თვითმფრინავი?

_ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვხედავდით, იქ მხოლოდ სამოქალაქო თვითმფრინავი იყო. ინფორმაცია, რომელიღაც სამხედრო თუ სამოქალაქო თვითმფრინავზე, რომელიც მიაცილებდა რეის MH17-, ჩვენ არ გვქონია.

_ მაშ ასე: ეკრანზე დაიკარგაბოინგისაღმნიშვნელი ნიშანი, შეგიძლიათ, ახსნათ, რატომ მოხდა ასე?

_ არის ორი ვარიანტი: პირველი _ თვითმფრინავი დედამიწიდან გაშვებული საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს, მეორე _ თვითმფრინავმა ტექნიკური მიზეზების გამო განიცადა კატასტროფა. იქიდან გამომდინარე, შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები, შემდეგ კი ჩემი სამეთაურო პუნქტის ტერიტორიაზე შემოვიდა 6-7 ტვირთგამწევი მანქანისგან შემდგარი კოლონა…

_ როდის მოხდა ეს?

_ “ბოინგის” ჩამოვარდნიდან რამდენიმე დღის შემდეგ. მძღოლებთან საუბრის შემდეგ შევიტყვე, რომ ისინი დაკავებული იყვნენ 156-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის ტექნიკის გადატანით სოფელ ზაროშჩენსკოეს რაიონში. ჩემი სამეთაურო პუნქტის ტერიტორიაზე კი იმიტომ გაჩერდნენ, რომ ის მოსახერხებელი გზაჯვარედინია, აგრეთვე, ტერიტორია, რომელზეც არის დიდგაბარიტებიანი მანქანების მანევრირების შესაძლებლობა. ისინი შემოვიდნენ ჩემს ტერიტორიაზე, როგორც მოსახერხებელ სატრანზიტო ადგილზე, რათა მოეწესრიგებინათ ტექნიკა, ცოტა დაესვენათ და განეგრძოთ გზა. სამხედროებთან საუბრის შემდეგ გასაგები შეიქნა, რომ სოფელ ზაროშჩენსკოეში იყო 156-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბუკი”.

_ 156- საზენიტოსარაკეტო პოლკი _ ესენი არიან უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები.

_ დიახ, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები.

_ “ბუკი”, რომელზეც ვსაუბრობთ, იყო კოლონის შემადგენლობაში?

_ ის იყო, როგორც ერთეული, რომლის ტრანსპორტირებასაც ეწეოდნენ. გადაჰქონდათ დაყენების წერტილში…

_ შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: რადარის ეკრანზე ლაინერის აღმნიშვნელი ნიშანი დაიკარგა ზუსტად ზაროშჩენსკოეს ტრაექტორიის მიმართულებით. თუ რაღაც სწორად ვერ გავიგე?

_ რადარის ეკრანზე ლაინერის აღმნიშვნელი ნიშანი დაიკარგა სოფელ ზაროშჩენსკოეში განლაგებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “ბუკის” საზენიტო მართული რაკეტის მოქმედების ზონაში.

_ ანუ კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც დაიწყო საუბარი მიზეზებზე, უკვე გასაგები იყო, საიდან გაუშვეს რაკეტა?

_ ჩამოაგდეს “ბოინგი”. ყველა ამაზე ლაპარაკობს. უცებ მოდიან ეს ამხანაგები. ეს კოლონა შედგებოდა პლატფორმიანი “მაზებისგან”. მე მივიღე განკარგულება, შენთან კოლონა გაჩერდებაო. მოვიდნენ კონტრაქტორები… აი ასეთები (სავარძლის ხის სახელურზე აკაკუნებს _ ლ.მ.).

საღამოს დაველაპარაკე:

_ ბიჭებო, რა ხდება, რა გადაიტანეთ? სად იყავით, რა ნახეთ, რა მოისმინეთ?

_ აი, “ბუკი” გადავიტანეთ.

_ სად გადაიტანეთ?

_ იქ გადავიტანეთ…

_ ოო, საინტერესოა.

_ დავუბრუნდეთ დეტალებს. რა თქვეს მძღოლებმა იმ მანქანებისა, რომლებიც იყო კოლონის შემადგენლობაში?

_ ისინი მაინცდამაინც კომპეტენტურები არ იყვნენ ამ საკითხში. მათგან რაც საინტერესო შევიტყვე, იყო ის, თუ რას აკეთებდნენ, ვინ გადაიყვანეს იმ წერტილში, რომელიც, საორიენტაციოდ, იყო რეის MH17-ისკენ რაკეტის გაშვების ადგილი.

_ ანუ მათ ილაპარაკეს ზაროშჩენსკოეზე, იმაზე, რომ იქ იყობუკიდა იმაზე, რომ ის მათ გადაიტანეს.

_ აბსოლუტური სიმართლეა!

_ და სწორედ მაშინდაჯდაფაზლის ყველა დეტალი თავის ადგილზე.

_ სწორედ მაშინ შეიქნა ყველაფერი გასაგები, სწორედ მაშინ დადგა ყველაფერი თავის ადგილას, სწორედ მაშინ შემრცხვა, მეტკინა. სწორედ მაშინ მომწიფდა გადაწყვეტილება, მიმეტოვებინა სამსახური და გადმოვსულიყავი. მსოფლიოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, პრაქტიკულად, ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავეს გაჰყვიროდნენ, რომ რუსეთმა ჩამოაგდო სამგზავრო თვითმფრინავი და ამ მომენტში მოდის კოლონა, რომელიც დაკავებული იყო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ბაზის გადატანით. აქედან დასკვნას მხოლოდ ბრიყვი ვერ გამოიტანს.

_ თქვენ არ შეგეძლოთ დედამიწიდან რაკეტის გაშვების ფიქსაცია?

_ არა, ჩვენ ეს არ შეგვეძლო.

_ მიუხედავად ამისა, რატომ მაინცდამაინც თქვენ დათანხმდით, დაგესახელებინათ ჭეშმარიტი მიზეზი იმისა, რაც მოხდა?

_ არა იქიდან გამომდინარე, რომ უნიკალური ვარ, არამედ იმიტომ, რომ ნებისმიერი ოფიცრისთვის ისეთი ცნებები, როგორიც არის ღირსება და სინდისი, პირველ ადგილზე უნდა იყოს, უბრალოდ, ჩემი ვალი მოვიხადე.

_ გესმით, რომ იმის გამო, რაც ახლა ილაპარაკეთ, დიდი პრობლემა შეგექმნებათ უკრაინის ტერიტორიაზე?

_ ამიტომაც ვარ აქ.

_ თქვენ ახლა, ფაქტობრივად, კოლოსალურ პრეტენზიას უყენებთ კიევის ხელისუფლებას, როდესაც ამბობთ, რომ ეს მათ ჩაიდინეს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თითოეულ სიტყვაზე?

_ მე პასუხს ვაგებ ჩემ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე და მსოფლიოს გასაგონად ვამბობ იმას, რაც ვიცი.

_ როგორც ვიცი, დღეს უკვე გადამდგარი ხართ, გათავისუფლებული დე ფაქტო.

_ მე ასე ვიტყოდი: გავთავისუფლდი დამოუკიდებლად.

_ რატომ?

_ მორალური პრინციპების გამო… მე მყავს ორი ბაბუა, რომლებიც მონაწილეობდნენ დიდ სამამულო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ. და იმას, რაც ხდებოდა, ხდება და, ალბათ, ახლო მომავალშიც მოხდება (უკრაინაში _ ..), ნაციზმის, ფაშიზმის გარდა, ვერაფერს ვუწოდებ. ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მორალური პრინციპები, ამასთან შეგუება მძიმეა. მე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამას ვერ შევეგუე. და აი გავაკეთე ასეთი არჩევანი.

მოამზადებულია ტელეარხ

ზვეზდასმასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here