Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ყიდულობს უკრაინას და რა ელის საქართველოს?

ვინ ყიდულობს უკრაინას და რა ელის საქართველოს?

3925
როტშილდები

ბოლო 2 ათეული წელია, დასავლეთი, კონკრეტულად მისი ლიდერი სახელმწიფო _ აშშ ქვეყნების დასაპყრობად და დასამორჩილებლად ერთსა და იმავე სცენარს იყენებს:

სამიზნეში ამოღებულ ქვეყანას, დემოკრატიის განვითარების საბაბით, ჯერ დაეხმარება პოლიტიკურად თუ ფინანსურად, შემდეგ თავისი პოზიციების გასაძლიერებლად ამ ქვეყანაში შექმნის უამრავ .. არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც იწყებენ დასავლეთის (აშშის) ინტერესების გატარებას, ანუ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას _ ებრძვიან ეროვნულ ფასეულობებს, რელიგიას და ცდილობენ .. დასავლური ფასეულობების თავსმოხვევას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შემდეგ ეტაპზე, როცა უკვე ფესვებს კარგად გაიდგამს, აშშ იწყებს დასავლეთში განათლებამიღებული და მისი მარიონეტი პოლიტიკოსების მოყვანას ხელისუფლების სათავეში ფერადი რევოლუციებით. ასე მოხდა საქართველოში, როცავარდების რევოლუციისმეშვეობით ხელისუფლების სათავეში მოექცა სააკაშვილი და მისინაციონალური მოძრაობა”, უკრაინაში კი ორჯერ მოაწყვეს .. მაიდანი და ახლა ამ ქვეყანას პეტრე პოროშენკო მართავს, რომელსაც კიდევ ერთი მაიდნის მოწყობით, ამჯერად სააკაშვილის ხელით, დამხობას უპირებენ.

ე.წ. არაბული გაზაფხულების მეშვეობით კანონიერად არჩეული ხელისუფლებები დაამხეს ლიბიაში, ეგვიპტეში, ტუნისში. ერაყსა და ავღანეთში პირდაპირ ინტერვენციას მიმართეს, ხოლო სირიაში ხელისუფლებასთან საბრძოლველად კბილებამდე შეაიარაღეს ე.წ. ზომიერი ოპოზიცია. შედეგად ეს ნავთობით მდიდარი და თავის დროზე ეკონომიკურად აყვავებული ქვეყნები დღეს გაპარტახებულია.

ბანდერელების მხეცობა დასავლეთ უკრაინაში
ბანდერელების მხეცობა დასავლეთ უკრაინაში

ქვეყნების დაპყრობა-დამორჩილების მიზანი სხვადასხვაა: ზოგ შემთხვევაში ეს არის ნავთობსაბადოები და სხვა წიაღისეული, ზოგჯერ კი, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს არც ნავთობი და არც სხვა წიაღისეული, გეოპოლიტიკური მდებარეობაა _ აზია-ევროპის დერეფანი და, რაც მთავარია, რუსეთის მეზობლობა, რათა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განალაგოს და ამით რუსეთს პრობლემები შეუქმნას, მაგრამ რა შედეგით დასრულდა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება 2008 წელს, ყველამ კარგად ვიცით.

უკრაინის დამორჩილების მიზანი კი, გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან ერთად, ამ ქვეყნის ნაყოფიერი მიწები და წიაღისეულია. აღსანიშნავია, რომ მეორე მაიდნიდან მოკლე ხანში აშშ-ის იმჟამინდელი ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი, უკრაინის ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანია Bursima Holdings-ის დირექტორთა საბჭოში შეიყვანეს. ახლა კი უკრაინის ნაყოფიერ მიწებს თვალი დაადგა როტშილდების ოჯახმა…

უკრაინის, ბელორუსისა და მოლდოვის საკითხებში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის _ სატუ კაჰკონენის განცხადებით, უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი 2018 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება.

ბანდერელების მხეცობა დასავლეთ უკრაინაში
ბანდერელების მხეცობა დასავლეთ უკრაინაში

ეს არის ის რეფორმა, რომელიც სარგებელს მოუტანს უკრაინის ყველა მოქალაქეს, ამიტომ მიგვაჩნია გადაუდებელ საკითხად, ეს უნდა გაკეთდეს ახლავე და მორატორიუმი 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა გაუქმდეს” , _ განაცხადა კაჰკონენმა და დასძინა, რომ მიწის გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი ერთ-ერთი მიზეზია მცირემოსავლიანობისა უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.

ამ განცხადების შემდეგ უკრაინის პრესაში გამოქვეყნდა მასალები მაიდნის დაწყების მიზეზებსა და მაიდნის ლიდერების უკან მდგომი ძალების შესახებ, აგრეთვე, იმაზე, რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი ერთი ხელისუფლების მეორით შეცვლაზე, რომლებიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან.

“კიევის ცენტრში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების 3 წლისთავზე და ქვეყნის აღმოსავლეთში ათიათასობით მსხვერპლის შემდეგ ცნობილია იმ ადამიანების გვარები, რომლებმაც პოროშენკო, იაცენიუკი და სხვა “ლიდერები” ხელისუფლებაში მოიყვანეს. რაც მთავარია, რისთვის? სიმართლე პოროშენკოს კულისებსმიღმა მბრძანებლებზე გამაოგნებელია. აი ვინ დგას უკრაინის სისხლიანი მოვლენების უკან და რა სურთ მათ”, _ წერს ჟურნალისტი დან ილიუ უკრაინული გამოცემა Elise Journal-ის ვებგვერდზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პლაკატი
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პლაკატი

ფსონზე დევს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის დაახლოებით 40 მლნ ჰექტარი _ მსოფლიოს შავმიწა ნიადაგის დიდი ნაწილი. უკრაინის პოლიტიკაზე როტშილდების გავლენაზე კარგა ხნის წინათ წერდნენ, მაგრამ ადრე ფინანსური კლანი, რომელიც 3,2 ტრილიონი დოლარის მსოფლიო აქტივების მფლობელია, უკრაინის სისხლიანი მოვლენების კულისებში რჩებოდა. მას შემდეგ კი, რაც უკრაინის ვალმა უცხოელი პარტნიორების მიმართ მშპ 94%- მიაღწია (უკრაინის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის ფონზე), მსოფლიოში უმდიდრესმა ოჯახმა გადაწყვიტა, ჩრდილიდან გამოსულიყო.

როტშილდების ინტერესების დამცველ ფონდ Franklin Resources-ში (Franklin Templton Inverstment-ი) გაერთიანებული არიან უკრაინის ევროობლიგაციების 50 პროცენტის მფლობელები. 2015 წელს სააგენტო “ბლუმბერგი” წერდა, რომ როტშილდებმა შეისყიდეს უკრაინის ვალის მესამედი, მათი კომპანიის (Rothschild) წარმომადგენლებმა კი საჯაროდ განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა. საინფორმაციო სივრცეში როტშილდების მოულოდნელი გამოჩენა ამ ოჯახის წარმომადგენლებმა ახსნეს სურვილით, დაეხმარონ ოფიციალურ კიევს ვალების რესტრუქტურიზაციაში, მაგრამ ეს არგუმენტი არადამაჯერებელია. Rothschild-ის ჯგუფის მოქმედებაში აშკარად ჩანს სურვილი, მიიპყრონ ყურადღება, როგორც უკრაინის საგარეო ვალების მთავარმა განმკარგველებმა. ასეთი რამ დამახასიათებელია არა რესტრუქტურიზაციისთვის, არამედ გაკოტრების პროცედურისთვის. როცა გამოაცხადებენ კრედიტორების კომიტეტის შექმნას, მოვალეს ქონებრივ მოთხოვნებს საჯაროდ წარუდგენენ.

სხვათა შორის, ფრანგულ გამოცემა Agora Vox-ის ჟურნალისტი კრისტელ ნეანი მიმდინარე წლის ოქტომბერში წერდა, რომ კიევში მაიდანის მოწყობისა და დონბასში ომის გაჩაღების მიზეზები აშშ-ის გეოპოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. ამერიკას სურს, უკრაინის ბუნებრივი აირის გამანაწილებელი სისტემა ხელში ჩაიგდოს. უკრაინის “ნაფტოგაზის” მომსახურებაზე ამა წლის 13 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში როტშილდების მილანურმა ბანკმა გაიმარჯვა.

თუ მოვლენები ქვეყნის გაკოტრების სცენარით განვითარდება (ასეთი პრეცედენტები იყო მსოფლიოში) ისევე, როგორც ეს ხდება ხოლმე კერძო კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში, მაშინ შემდეგი ეტაპი კრედიტორების მიერ სახელმწიფო ქონების დროებითი მმართველის დანიშვნაა.

ეს დროებითი მმართველი კი როტშილდების ოჯახთან დაახლოებული კომპანიები იქნება, რადგან უკრაინის ძირითადი საგარეო ვალის მფლობელი როტშილდების ოჯახია. შემდეგ მიწებს გაათამაშებენ აუქციონზე ამ კომპანიებს შორის და შედეგად უკრაინის მიწის 40% ამ გიგანტების ხელში აღმოჩნდება. რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის?

უწინარესად _ დამოუკიდებლობის დაკარგვას. ქვეყანაში ყველა პროცესს ერთი ოჯახი გააკონტროლებს მარიონეტი პოროშენკოებისა და იაცენიუკების მეშვეობით.

wolyn

2009 წელს, როდესაც Rothschild&Cie-ს მმართველმა დირექტორმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში _ ჯოვანი სალვეტიმ განაცხადა, რომ მის კომპანიას უკრაინაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი და სავარგულები აინტერესებს, უკრაინის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ თავისი უფლება გამოიყენა და ვეტო დაადო კანონს სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის გაგრძელების შესახებ. თუმცა როტშილდებს გზა გადაუღობა უკრაინის პარლამენტმა _ უზენაესმა რადამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და გააგრძელა მორატორიუმი. ამჟამად კი როტშილდებმა (ფონდი Franklin Resources-ი) გაითვალისწინეს წარსულის გამოცდილება და კონსულტანტად დაიქირავეს კომპანია BlackStone-ი. სწორედ ამ კომპანიამ უნდა შეიმუშაოს უკრაინის მიწების როტშილდების ოჯახისთვის გადაცემის იურიდიული მექანიზმი.

BlackStone -ს კი ამის გამოცდილება აქვს _ 2012 წელს სწორედ მან მოამზადა საბერძნეთის მთავრობასთან (პრემიერმინისტრი ანტონიო სამარასი) ხელშეკრულება ვალის გადახდის სანაცვლოდ იონიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში კუნძულების შესყიდვის შესახებ.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან უკრაინა დაკარგავს დამოუკიდებლობას, რადგან გადავა ერთი ოჯახის მმართველობაში”.

აქ აღსანიშნავია, რომ მცირემიწიან საქართველოშიც გამოაცხადა ხელისუფლებამ მორატორიუმი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე, მაგრამ კანონში არის “ხვრელები”, რომელთა მიხედვით ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს შეუძლიათ მიწის გაყიდვა.

კიდევ ერთი პარალელი საქართველოსა და უკრაინას შორის: საქართველოს არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა _ არც სომხეთთან, არც აზერბაიჯანთან, არც თურქეთთან და, მით უმეტეს _ რუსეთთან.

ანალოგიურ ვითარებაში არიან უკრაინელებიც, რომლებიც ამერიკელებმა, ბანდერელი ნაციონალისტების წაქეზებით, მოძმე რუს ერს სამკვდროსასიცოცხლოდ გადაჰკიდეს და შედეგად ყირიმის ნახევარკუნძული და დონბასის ოლქი დაკარგეს, როგორც ჩვენ _ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. უკრაინელებს არც ბელარუსებთან აქვთ კარგი ურთიერთობა და არც პოლონეთთან.

2015 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაბეჭდა კამპანია “დამოუკიდებლობის გარბენის” პლაკატი პოლონეთის რუკასთან ერთად, რომელზეც უკრაინის ქალაქი ლვოვი, ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი და ბელარუსის ტერიტორიის ნაწილი პოლონეთის ტერიტორიის ფარგლებშია მოქცეული. ამ რუკამ უკრაინელი ნაციონალისტების აღშფოთება გამოიწვია. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ კი ნოემბრის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტით ლვოვში ყოფნისას უარი განაცხადა უკრაინის ნაციონალური მუზეუმ-მემორიალის მონახულებაზე, რომელიც ოკუპირებული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა. ვაშიკოვსკის არ მოეწონა ამ მუზეუმის დირექტორის პოზიცია, რომელსაც მიაჩნია, რომ 1918 წელს პოლონეთმა დაიპყრო დასავლეთი უკრაინა. მოგვიანებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარტოშ ციხოცკიმ განაცხადა, რომ “უკრაინა იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს არ უწყობს ისტორიული დიალოგის განვითარებას”. დიპლომატმა ასეთი გადაწყვეტილების მაგალითად დაასახელა “უკრაინის ამბოხებულთა არმიის რეაბილიტაცია” (უკრაინელი ნაციონალისტების (ბანდერელების) ორგანიზაციის სამხედრო ფრთა. ეს სამხედრო შენაერთი 1943-1945 წლებში გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობდა და საბჭოთა და პოლონელ პარტიზანებს ებრძოდა) “საბჭოური ფორმულირებების გამოყენება პოლონეთის მიერ დასავლეთი უკრაინის ოკუპაციაზე” და კიევის გამაოგნებელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აიკრძალა სამხედრო კონფლიქტებში დაღუპული პოლონელების ნეშტების მოძიება და ექსჰუმაცია. გარდა ამისა, უკრაინას ჯერ კიდევ სათანადოდ არ უგია პასუხი კატინის დანაშაულზე, _ განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც კატინის დანაშაულში ვოლინის ტრაგედია იგულისხმა, როცა უკრაინელმა ნაციონალისტებმა ისეთი ხოცვაჟლეტა მოაწყვეს, რომ ჰიტლერელებიც კი გაოცებულნი იყვნენ. სხვადასხვა შეფასებით, ბანდერელებმა დასავლეთ უკრაინაში 100-დან 130 ათასამდე ადამიანი სასტიკად აწამეს და მოკლეს, მათ შორის, პოლონელები, ებრაელები, რუსები და უკრაინელებიც კი, ძირითადად, ქალები, ბავშვები და მოხუცები. აი რა განაცხადა უკრაინის ამბოხებულთა არმიის ერთერთი რაზმის მეთაურმა სტეპან რედეშიმ დაკითხვაზე 1944 წლის 21 აგვისტოს: “…ალყაში მოვაქციეთ 5 პოლონური სოფელი და გადავწვით. მოსახლეობა, დიდი თუ პატარა, დავხოცეთ _ საერთო ჯამში, 2000 კაცი. ჩემი რაზმი მონაწილეობდა ერთი დიდი სოფლის დაწვაში. დაახლოებით 1000-მდე პოლონელი ავკუწეთბევრი პოლონელი _ მამაკაცები, ქალები, მოხუცები, ბავშვები _ ჭებში ცოცხლად ჩავყარეთ, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიები დავუშინეთ. დანარჩენები ხიშტებითა და ნაჯახებით ავჩეხეთ, ზოგი დავხვრიტეთპოლონელებით დასახლებულ სოფლებს იმიტომ ვწვავდით, რომ მათი არსებობის კვალი გაგვენადგურებინა და პოლონელებს არასოდეს ჰქონოდათ პრეტენზია უკრაინულ მიწაზე”…

“პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტალი ვაშიკოვსკი ლვოვში ვიზიტისას ისე იქცეოდა, თითქოს ეს უკვე პოლონეთის მიწაა. საერთოდ, პოლონელი მაღალჩინოსნების ნაწილი ისე იქცევა, თითქოს სახელმწიფო უკრაინა არ არსებობს”, _ განაცხადა უკრაინის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორმა ვლადიმერ ვიატროვიჩმა.

უკრაინას პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებენ, მაგრამ პარტნიორობის ნაცვლად ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება. ცოტა ხნის წინათ ანტიუკრაინულ მოწოდებების გუნდს შეუერთდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პოლონეთის მიმართ ანტაგონისტურად არიან განწყობილნი. დუდამ აშკარად მიანიშნა ბანდერელებზე, რომლებზეც პოლონური მედია წერს, რომ მათ კიდევ ერთი ვოლინის მოწყობა სურთ.

ორი ნაციონალიზმი _ პოლონური და უკრაინული _ სულ უფრო მწვავედ უპირისპირდება ერთმანეთს და მათ შორის ურთიერთობის ნორმალიზება, როგორც ჩანს, თვით აშშ-საც აღარ შეუძლია.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინის ახალი ხელისუფლება თავის მოქალაქეებს არწმუნებდა, ქვეყანას საფრთხე აღმოსავლეთიდან ემუქრებაო. ოფიციალურმა კიევმა რუსეთს აგრესორი ქვეყანა უწოდა, არადა, ტელეარხ NewsOne-ს ეთერში უკრაინის პარლამენტის წევრის, ნესტორ შუფრიჩის, განცხადებით, სანამ უკრაინის ხელისუფლება ცდილობდა რუსეთის აგრესონად წარმოჩენას, ქვეყნის დასავლეთ საზღვრებზე ვითარება გამწვავდა და უკრაინა იუგოსლავიის სცენარს მიუახლოვდა, რადგან თითქმის ყველა მეზობელთან აქვს კონფლიქტი _ რუმინელებთან, უნგრელებთან, პოლონელებთან. უკრაინელი დეპუტატის აზრით, ქვეყანა 4 ნაწილად დაშლის საფრთხის წინაშეა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულში უმეტესობა ომებისა ბუნებრივი რესურსების (ნავთობი, ბუნებრივი აირი, ძვირფასი ლითონები) გამო გაჩაღდა და ეს კონფლიქტები ძალიან რენტაბელურია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მათში ფული ჩადეს. როტშილდმა და კიდევ ზოგიერთმა ოჯახმა უზარმაზარი ქონება ჩაიგდო ხელში იმ ჯარისკაცების სისხლისა და სიცოცხლის ფასად, რომლებსაც სჯეროდათ, რომ სამშობლოს იცავდნენ, სინამდვილეში კი სხვებს კიდევ უფრო გამდიდრებაში ეხმარებოდნენ. იმ ქვეყნებისთვის კი, რომელთა მიწაზეც ფეხი დადგეს, გაპარტახებისა და კონფლიქტების მეტი არაფერი მოუტანიათ.

ავღანეთის, ერაყის, ლიბიისა და სირიის შემდეგ ჯერი უკრაინაზე მიდგა? რა ელის საქართველოს, სადაც როტშილდების ინტერესების გამტარებელ ჯორჯ სოროსს ფესვები მყარად აქვს გადგმული?

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S.ევროპის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების შესახებ. ევროკავშირის კომისიის ვიცეპრეზიდენტმა ვარშავას მოუწოდა, აღადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და შეიტანოს ცვლილება სასამართლოების კანონში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთს სანქციებს დაუწესებენ ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით (უზენაესი სასამართლოს ნორმებისთვის საფრთხის შექმნა), პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ბრიუსელი ვარშავას სიძულვილის ენით ელაპარაკება. პოლონეთის გარშემო შექმნილი სიტუაცია ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობა სულაც არ არის გარანტია იმისა, რომ, თუ ბრიუსელის ნების წინააღმდეგ წავა ქვეყანა, არ დაისჯება. და კიდევ _ ევროკავშირის ყველა წევრს არ სურს ევროპა ევროპული იყოს; პოლონეთს სურს, ევროპა ამერიკული იყოს.

ცნობისთვის:

IX საუკუნეში, აღმოსავლეთ სლავების ტომების გაერთიანების შედეგად, აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნა ძველრუსული სახელმწიფო _ კიევის რუსეთი, რომლის ცენტრი იყო კიევი. ამ სახელმწიფოს ეკავა ტერიტორია სამხრეთით _ ტამანის ნახევარკუნძულიდან, დასავლეთით _ მდინარე დნესტრამდე და მდინარე ვისლამდე, ჩრდილოეთით _ მდინარე ჩრდ. დვინამდე და აღმოსავლეთით _ მდინარე ვოლგის სათავემდე. XII საუკუნეში დაიშალა რამდენიმე სამთავროდ, იარსება 1237-1240 წლამდე _ მონღოლების შემოსევამდე.

1569 წელს მოექცა პოლონეთისა და ლიტვის სათავადოს მიერ შექმნილ ფედერაცია რეჩპოსპოლიტას შემადგენლობაში (რეჩპოსპოლიტაში შედიოდა თანამედროვე პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ლიტვის ტერიტორიები, აგრეთვე, რუსეთის, ლატვიის, ესტონეთის, მოლდოვასა და სლოვაკეთის ტერიტორიების ნაწილი. 1648 წლის ზაპოროჟიელი კაზაკები, გეტმან ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით, აჯანყდნენ, გამოეყვნენ რეჩპოსპოლიტას და შექმნეს დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული გეტმანშჩინა. რუსეთთურქეთის 1768-1774 წლების ომის შემდეგ ყირიმის სახანო (ყირიმის ნახევარკუნძული) რუსეთს შეუერთდა. 1772-1795 წლებში რეჩპოსპოლიტის დაყოფის შედეგად გალიცია გადავიდა ავსტრიელი ჰაბსბურგების ხელში, ხოლო დანარჩენი ნაწილი რუსეთის იმპერიას შეუერთდა.

1918 წელს შეიქმნა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა. 1918 წელსვე ავსტრიაუნგრეთის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ გალიციის ტერიტორიაზე შეიქმნა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, მაგრამ პოლონეთთან ომის შემდეგ ეს ტერიტორია პოლონეთისა და რუმინეთის ხელში გადავიდა, 1919 წელს კი ხარკოვში უკრაინელთა III ყრილობაზე გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფო _ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. 1920-21 წლებში უკრაინის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილი პოლონეთის ჯარებმა დაიკავეს. 1922 წლის 30 დეკემბერს რუსეთის უკრაინის, ბელორუსიისა და ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სსრკის შექმნის შესახებ. 1939 წელს, პოლონეთზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, გერმანიისა და სსრკის შეთანხმების საფუძველზე, დასავლეთი უკრაინა წითელმა არმიამ დაიკავა. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის შედეგების გათვალისწინებით, სსრკთან შეთანხმებით, ჩეხოსლოვაკიამ უკრაინას გადასცა ამიერკარპატების ოლქი. 1954 წელს კი, ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით, “უკრაინისა და რუსეთის 300-წლიანი მეგობრობისნიშნად უკრაინას გადაეცა ყირიმის ოლქი (ნახევარკუნძული); უკრაინა, ტერიტორიის მიხედვით, ევროპის ერთერთ დიდ სახელმწიფოდ იქცა (სსრკის დაშლის შემდეგ).

2014 წლის მარტში კი ყირიმი, სახალხო რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, კვლავ რუსეთს შეუერთდა. უკრაინამ დაკარგა დონბასის ოლქიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here