Home სხვადასხვა დაიჯესტი ვინ უბრძანა მოთარეშეებს, მომწამვლელი ყუმბარებით დაებომბათ ალეპო

ვინ უბრძანა მოთარეშეებს, მომწამვლელი ყუმბარებით დაებომბათ ალეპო

762
ვინ უბრძანა მოთარეშეებს, მომწამვლელი ყუმბარებით დაებომბათ ალეპო

სირიის სააგენტო SANA იუწყება, სულ ცოტა, 107 დაჭრილის შესახებ ქალაქ ალეპოზე განხორციელებული ქიმიური შეტევის შედეგად. საერთაშორისო შეთანხმებებით აკრძალული ყუმბარებით ქალაქის დაბომბვა 24 ნოემბერს, დაახლოებით 22 საათზე დაიწყო. ქლორის მსგავსი აირით დატენილ ყუმბარებს ელბურაიკატიდან (ალეპოს ერთერთ რაიონიდან) ისროდნენ, სადაც განლაგებულია ტერორისტული ორგანიზაციაჯებჰათ ანნუსრისმემკვიდრეჰაიათ ტახრირ აშშამისდაჯგუფების შეიარაღებული ბანდები.

სირიის არმიამ შეტევას მძლავრი კონტრდარტყმით უპასუხა, მაგრამ ავი საქმე უკვე ჩადენილი იყო _ ნახევრად დანგრეულ ქალაქში ხან აქ, ხან იქ ჩნდებოდა უხილავი მომწავლელი აირის ღრუბლები. მსხვერპლის შესახებ არ იუწყებიან, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. შეტევა მოგერიებულია და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მოთარეშეთა მხრიდან მსხვერპლი ქალაქისთვის მიყენებულ ზარალზე ბევრად მეტია.

რა იყო ეს? _ იკითხავს ყველა ნორმალური ადამიანი, რომელსაც ახსოვს ჩვეულებრივი ომები. “ნორმალური” ყუმბარებით დაბომბვა გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა: მსხვერპლიც მოჰყვებოდა ასეთ შეტევას, მეტი შენობა განადგურდებოდა, მაგრამ ჰიბრიდულ ომებს თავისი ლოგიკა აქვს.

წინაისტორია

მთავარია გვახსოვდეს, რომ წინა კვირაში ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია, ფაქტობრივად, გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებიდან და ცალმხრივად მნიშვნელოვნად გაიფართოვა საკუთარი უფლებამოსილება, ქიმიურ შეტევებში მონაწილეთა ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის დადგენის უფლება მიისაკუთრა.

საქმე, უწინარეს ყოვლისა, ეხება სირიას, სადაც 2011 წლიდან არაერთხელ დაარღვიეს ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციები. ასეთი ოპერაციის განხორციელების შესახებ ბრძანების გაცემის დამტკიცებული ფაქტი საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ოფიცრისთვის სამხედრო დამნაშავის სტატუსის შესაფარდებლად, ხოლო სახელმწიფოსთვის, რომლის არმიაშიც იგი მსახურობს, აგრესორისა და საომარ მოქმედებათა არაადამიანური საშუალებებით წარმართვის ბრალდების წასაყენებლად.

ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის უფლებების გაფართოებამდე რამდენიმე კვირით ადრე სპეცსამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ მოთარეშეებმა იდლიბში მომწამვლელი ნივთიერებების ახალი პარტია მიიღეს. იდლიბი ალეპოს 40 კილომეტრით არის დაშორებული, შუა გზაზე ელ-ბურაიკატი მდებარეობს. აქ დეესკალაციის ერთ-ერთი ზონაა, რომლის პერიმეტრიდან 15 ოქტომბრამდე უნდა გაეყვანათ ყველა რადიკალური ფორმირება, მაგრამ არ გაუყვანიათ. დეესკალაციის ზონაში მშვიდობის დამყარებაზე პასუხისმგებლობა თურქეთმა ითავა.

ალტრუისტები

აქ აუცილებელია, ორიოდე სიტყვა ვთქვათ არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია “თეთრ ჩაფხუტებზე” (ოფიციალური სახელწოდება “სირიის სამოქალაქო თავდაცვა”), რომლის წევრები, როგორც თვითონ დეკლარირებენ, მოწოდებულნი არიან, დაეხმარონ მშვიდობიან მოსახლეობას, მაგალითად, მოამარაგონ მედიკამენტებით და ალაჰის მოსაწონებელი სხვა კეთილი საქმიანობა გასწიონ. მაგრამ ეს ორგანიზაცია მუსლიმებმა კი არ შექმნეს, არამედ ბრიტანელმა ოფიცერმა ლე მეზურიემ და მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა. “თეთრი ჩაფხუტები” მოქმედებენ მხოლოდ სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დანაშაულში ბრალს დებენ სამთავრობო ჯარებსა და რუსეთს.

ეს მშვიდობიანი ალტრუისტები, რა თქმა უნდა, სიმპათიურად არ არიან განწყობილი იმათ მიმართ, ვინც უტევს მათი დისლოკაციის ადგილებს. 200-ზე მეტი მოხალისე დაიღუპა ძირითადად სამთავრობო და რუსეთის სამხედრო ძალების შეტევისას. ნაღმსატყორცნის ჭურვი, სამწუხაროდ, ვერ არჩევს, ჩასაფრებულთა შორის ვინ არის მოთარეშე, ბოროტი “ბოევიკი” და ვინ _ კეთილი სამარიტელი.

ამ სამარიტელების ამოცანები კეთილშობილური რომ არ არის, ესაა სამწუხარო. “თეთრმა ჩაფხუტებმა” იკისრეს ბაშარ ასადისა და რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო დანაშაულთა დაბრალების ძნელი მისია, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ქიმიური იარაღის გამოყენების კუთხით. რუსეთის დაზვერვის მონაცემებით, სწორედ ისინი (“თეთრი ჩაფხუტები”) ინახავენ ქლორის მარაგს, რომელიც გათვალისწინებულია სამთავრობო შეტევების იმიტაციისთვის.

პროვოკატორები

პროვოკაცია სამხედრო-პროპაგანდისტური ხელოვნების ძველისძველი ელემენტია. ყველა აგრესორი ცდილობს, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი დაიწყო ოპერაცია “კონსერვებით” 1939 წლის 31 აგვისტოს პოლონეთის სამხედრო მოსამსახურეების “უსინდისო” თავდასხმით “მშვიდობიან” გერმანულ რადიოსადგურზე ქალაქ გლიავიცში. ეთერში გადაიცა ექსტრემისტული მოწოდებები პოლონურ ენაზე. ერთდროულად თავს დაესხნენ გერმანულ სატყეოსა და საბაჟოს. სასაზღვრო ჯარებმა შეძლეს პოლონელთა თავდასხმის მოგერიება, და მეორე დღესვე გერმანული გაზეთები გამოვიდა პოლონელთა ბრალეულობის “უტყუარი” მამხილებელი საბუთებით _ პოლონეთის არმიის სამხედრო ტანსაცმლიანი ცხედრების ფოტოსურათებით.

ეს ყველაფერი გერმანულმა პრესამ მსოფლიო საზოგადოებას მიაწოდა, როგორც ომის დაწყების საფუძვლიანი აუცილებლობა. სინამდვილეში, ის, რაც მოხდა, წმინდა წყლის პროვოკაცია იყო: პოლონელების სამხედრო ტანსაცმელი ჩააცვეს საკონცენტრაციო ბანაკის მოკლულ პატიმრებს, რომლებსაც აქციის ორგანიზატორებმაკონსერვებიდაარქვეს.

დაახლოებით ამავე სქემით მოქმედებს სირიის ოპოზიცია, რომელსაც წარმართავენ “მშვიდობიანი” კონსულტანტები “თეთრი ჩაფხუტების” ორგანიზაციიდან. სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმა, ქიმიური იარაღით დაბომბვა, მძიმე დანაშაულის დაფიქსირება, ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციისადმი მიმართვა შესაბამისი ბრალდებებით _ ასეთია “სირიის სამოქალაქო თავდაცვის” უსინდისობის გეოგრაფია.

ამ შემთხვევაში ალეპოს დასავლეთიდან შეუტიეს, ოპოზიციის კონტროლს დაქვემდებარებული დასახლებიდან, დაბომბეს ჭურვებით, რომლებიც ოპოზიციას წინასწარ ჰქონდა მომარაგებული. ამ დარტყმებს სირიის არმიას ვერავინ დააბრალებს, მოტივის არარსებობის გამო: ალეპოს მშვიდობიანი ცხოვრებაასადის რეჟიმისმთავარი სამხედრო მიღწევაა და სტაბილურობის ნებისმიერი დარღვევა მხოლოდ მის მოწინააღმდეგეებს აძლევთ ხელს.

P.S. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ქიმიური შეტევის ჩამდენი ბანდიტები ლიკვიდირებული არიან.

მომზადებულია უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here