Home ახალი ამბები მსოფლიო ვინ რამდენ პროცენტად გვაძლევს სესხს _ საქართველო და მევალეები

ვინ რამდენ პროცენტად გვაძლევს სესხს _ საქართველო და მევალეები

139

2021 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.002 მლრდ დოლარს შეადგენს, აქედან მთავრობის საგარეო ვალდებულებები 7.521 მლრდ დოლარია, საქართველოს ეროვნული ბანკის _ 481.496 მლნ დოლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი. ამასთან, საქართველოს მევალეები არიან სხვა ორმხრივი კრედიტორებიც, მათ შორის: ამერიკა, გერმანია, რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი და ა.შ.

რამდენ პროცენტად აქვს ქვეყანას ვალი აღებული ამა თუ იმ კრედიტორისგან?

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სახელმწიფო ვალის დოკუმენტის მიხედვით, (2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით) საქართველოს ყველაზე ძვირი უჯდება გერმანიისგან (KFW) აღებული 8.859 მლნ დოლარის ვალის მომსახურება, საპროცენტო განაკვეთი სესხის ამ მოცულობაზე 6,68%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში საქართველოს KFW-ისგან აღებული აქვს 733,7 მლნ დოლარის ვალი 11 ტრანშად. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0,25%-ს, მაქსიმალური კი _ 6,68%-ს.

რაც შეეხება სხვა ორმხივი კრედიტორებისგან აღებული ვალების საპროცენტო განაკვეთებს, სურათი ასე გამოიყურება:

* ნიდერლანდები _ 4,20%, 5,10% (სესხი რამდენიმე ტრანშად)

* აზერბაიჯანი _ 4%

* რუსეთი _ 4%

* ყაზახეთი _ 4%

* თურქმენეთი _ 4%

* თურქეთი _ 3,13%

* ირანი _ 3%

* სომხეთი _ 3%

* უზბეკეთი _ 3%

* უკრაინა _ 3%

* ჩინეთი _ უპროცენტო (0%)

* იაპონია _ 0,01%-დან 2,30%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)

* ქუვეითი _ 2,50%; 3% (სესხი რამდენიმე ტრანშად)

* აშშ _1,5%-დან 2,50%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)

* საფრანგეთი _ 0,17%-დან 1,41%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here