Home რუბრიკები ისტორია ვინ ვის აჭმევდა საბჭოთა კავშირში და ვინ იზარალა ყველაზე მეტად მისი დაშლით

ვინ ვის აჭმევდა საბჭოთა კავშირში და ვინ იზარალა ყველაზე მეტად მისი დაშლით

7408
თბილისი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ბევრისთვის, მით უმეტეს, ახალგაზრდა თაობისთვის გაუგებარია, რატომ დაიშალა ეს უზარმაზარი და მძლავრი სახელმწიფო, რამ გამოიწვიამოძმერესპუბლიკების ცენტრიდანული სწრაფვა, დისტანცირებაკრემლის მონობის უღლიდან”.

1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში შემავალი 15 რესპუბლიკიდან რამდენიმეში, მათ შორის, საქართველოში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში აზვირთდა ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღა _ ადამიანებს შთააგონებდნენ, ყველაზე მეტს ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ ვაჭმევთ დანარჩენ საბჭოთა კავშირს, სხვა რესპუბლიკები კი თავზე გვასხედან, როგორც კი მოვიშორებთ ამ მუქთახორებს, ევროპელებსა და ამერიკელებზე ცუდად არ ვიცხოვრებთო. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა და შეიძლება შედეგების გაანალიზება _ დღეს უკეთესად ცხოვრობენ თუ არა სსრკის ყოფილი რესპუბლიკები, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს?

დიადი და მძლავრი

თავისი ისტორიის დასასრულსაც კი საბჭოთა კავშირი, მიუხედავად დიდი საშინაო პრობლემებისა, მაინც მძლავრი სახელმწიფო იყო. 1990 წელს სსრკ-ის მთლიანი შიგა პროდუქტი ტრილიონ საბჭოთა მანეთს უტოლდებოდა, ხოლო ოფიციალური კურსით 1 ამერიკული დოლარი 59 კაპიკი ღირდა. აქედან გამომდინარე, სსრკ-ის ნომინალური მთლიანი შიგა პროდუქტი 1,7 ტრილიონი დოლარი იყო. თანაც საბჭოთა მანეთის თავისუფლად კონვერტირება არ ხდებოდა. მსოფლიოს ეკონომიკაში მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელს მსყიდველუნარიანობის მიხედვით ანგარიშობენ იმ შესწორებით, რომ 1 დოლარით, მაგალითად, ჩინეთში 1,5-ჯერ მეტი პროდუქტის შეძენა შეიძლება, ვიდრე აშშ-ში, ხოლო შვეიცარიასა და ნორვეგიაში _ 1,5-ჯერ ნაკლების.

ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, სსრკის მთლიანი შიგა პროდუქტი, მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, 1990 წელს 2,7 ტრილიონს შეადგენდა, ანუ მსოფლიოს მშპ 12,1%-;

შესადარებლად: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 1990 წელს აშშის მთლიანი შიგა პროდუქტი 5,8 ტრილიონი დოლარი იყო (მსოფლიოს მშპ 26,1%), იაპონიის _ 2,3 ტრილიონი (10,6%), გერმანიის _ 1,6 ტრილიონი (7,3%), იტალიის _ 1,1 ტრილიონი (5,1%), ჩინეთის _ 1,1 ტრილიონი (5%), საფრანგეთის _ 1,1 ტრილიონი (5%), ბრაზილიის _ 1,0 ტრილიონი (4,5%), ინდოეთის _ 997 მლრდ (4,5%), დიდი ბრიტანეთის _ 979 მლრდ (4,4%).

გაეროს ექსპერტების ვარაუდით კი, საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სიმძლავრე მსოფლიოს ეკონომიკის 14,2%-ს შეადგენდა, ანუ ამ მაჩვენებლით იაპონიას თითქმის 1,5-ჯერ აღემატებოდა, გერმანიას _ 2-ჯერ, ჩინეთს კი _ 3-ჯერ.

საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკაში მიიჩნევდნენ, რომ, თუ სსრკ-ის უზარმაზარი სიმძლავრიდან თავიანთ წილს წაიღებდნენ, ისეთ პატივისაცემ და მდიდარ ქვეყნებად იქცეოდნენ, როგორიც არის შვედეთი ან ავსტრია. ასე ჩანდა ციფრებით. მაგალითად, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ეკონომიკა მოსახლეობის ერთ სულზე ფოლადის გამოდნობის, ქვანახშირის მოპოვების, ხორბლის მოყვანისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით ევროკავშირის ლოკომოტივის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ანალოგიური მაჩვენებლების ტოლი იყო. ამიტომ უკრაინის ელიტამ (და არა მხოლოდ) გადაწყვიტა, რომ ასეთი მდიდარი საბჭოთა მემკვიდრეობით ჩემოდანი უნდა ჩაელაგებინა და საბჭოთა კავშირიდან წასულიყო.

ახლა სად არის უკრაინა და სად _ გერმანია?

ყაზახეთსა და უზბეკეთში აქცენტი კეთდებოდა ხორბლისა და ბამბის მოყვანაზე, ლიტვასა და ლატვიაში _ ელექტრონიკის განვითარებაზე. იყო დრო, როცა ლატვიური რადიომიმღები “ვეფი” და ლიტვური მაცივარი “სნაიგე”, აგრეთვე, ტელევიზორი “შილიალისი” საუკეთესოდ მიიჩნეოდა სსრკ-ში. შაქარი, ძირითადად, უკრაინული იყო, “შპროტი” _ რიგის, კარტოფილი _ ბელარუსის, ღვინო და ჩაი _ ქართული.

იმჟამინდელი რიგითი უზბეკის, ესტონელის თუ ლატვიელის წარმოდგენით, რუსებს ჰქონდათ მხოლოდ ტანკები, ზარბაზნები, წყალქვეშა ნავები და ატომური ბომბები და კიდევ ავტომობილი “ჟიგული”, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ეს ავტომობილი სინამდვილეში იტალიური იყო, რუსების მიერ “გაფუჭებული”.

მშრომელები და მუქთახორები

საბჭოთა იდეოლოგიისთვის უკიდურესად საჭირო იყო ცხოვრების დონის გათანაბრება ყველა რესპუბლიკაში, რომლებშიც ეკონომიკური მონაცემები თავდაპირველად ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ამიტომ საჭირო იყო უზარმაზარი კაპიტალდაბანდებები. ამას ემატებოდა სუფთა პოლიტიკური მომენტებიც. მაგალითად, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში ცდილობდნენ, შეექმნათ თავისებური სოციალიზმის ვიტრინა”. იმ მოსაზრების გამო, რომ, მაგალითად, ერევანსა თუ კიშინიოვში ცხოვრების დონე არანაკლები უნდა ყოფილიყო, ვიდრე მოსკოვსა და ლენინგრადში იყო, ჯერ კიდევ 1960-70-იან წლებში შეიქმნა განსხვავება შრომასა და ანაზღაურებას შორის, ამ განსხვავებამ პიკს სსრკ-ის არსებობის ბოლო წლებში მიაღწია.

ფორმალური თანასწორობის ფონზე საბჭოეთის პერიფერიებში უფრო კარგად ცხოვრობდნენ, ვიდრე ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, განსაკუთრებით _ რუსეთში, სადაც მაღაზიები თითქმის ცარიელი იყო და მხოლოდ ორცხობილების პაკეტებითა და კონსერვის ქილებით იყოგალამაზებული”. განსხვავება სსრკ-ის რესპუბლიკების ცხოვრების დონეებს შორის კარგად ჩანს ცხრილში, რომელსაც იდეოლოგიური მიზეზების გამო მალავდნენ და რომელიც მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოქვეყნდა.

არადა, არ არის გამორიცხული, ეს მონაცემები რომ სცოდნოდათ, ბევრ რესპუბლიკას გადაეფიქრებინა საბჭოთა კავშირიდან გასვლა.

რამდენს აწარმოებდნენ და რამდენს მოიხმარდნენ

რესპუბლიკა წარმოება*      მოხმარება**  ბალანსი

რუსეთი         17,5     11,8     +5,7

ბელარუსი     15,6     12        +3,6

უკრაინა         12,4     13,3     -0,9

ყაზახეთი      10,1     17,7     -7,6

უზბეკეთი     6,6       17,4     -10,8

ლიტვა           13        23,3     -10,3

აზერბაიჯანი            8,3       16,7     -8,4

საქართველო            10,6     41,9     -31,3

თურქმენეთი            8,6       16,2     -7,6

ლატვია          16,5     26,9     -10,4

ესტონეთი     15,8     35,8     -20

ყირგიზეთი  7,2       11,4     -4,2

მოლდოვა      10        13,4     -3,4

სომხეთი        9,5       29,5     -20

ტაჯიკეთი     5,5       15,6     -10,1

* ასეთი იყო მშპ მოსახლეობის ერთ სულზე (ათასი დოლარი).

** ამ თანხის საქონელსა და პროდუქტებს მოიხმარდნენ რესპუბლიკები (ათასი დოლარი).

თუ რუსეთის ფედერაციაში წარმოებულ სახალხო დოვლათსა და მის მოხმარებას ერთეულად მივიღებთ, ცხადი შეიქნება, რომ სომხეთში თითოეულ ადამიანზე 2-ჯერ ნაკლებს აწარმოებდნენ, ვიდრე რუსეთში, ხოლოჭამდნენ” 2,5-ჯერ მეტს. ესტონეთში მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3-ჯერ აჭარბებდა რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, საქართველო კი 3.5-ჯერ უფრო მდიდრულად ცხოვრობდა რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაზე და, საერთოდ, ყველაზე მდიდარი იყო საბჭოთა კავშირში.

ხოლო 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირში ცხოვრების საერთო დონე ნელ-ნელა დაეცა _ სამყოფი აღარ იყო საკვები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა _ ბევრს გაეღვიძა ეროვნული თვითშეგნება: “კმარა უცხოების გამოკვება! და, რადგან რუსეთი ასეთი ღარიბია, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ, უბრალოდ, არ სურთ და არც იციან კარგად მუშაობა. ამიტომ გამოვეყოთ!”. არადა, რუსეთი გამომუშავებული 3 მანეთიდან 2- თვითონ იტოვებდა, ერთს კი საერთო საკავშირო ყულაბაში დებდა, სწორედ ამმესამე მანეთისწყალობით ცხოვრობდნენ მოძმე რესპუბლიკებში უფრო კარგად.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის მშპში რუსეთის წილი 60,33% იყო, უკრაინის _ 17,8%, უზბეკეთის _ 2%, ყაზახეთის _ 6,8%, ბელარუსის _ 2,7%, აზერბაიჯანის _ 1,9%, ტაჯიკეთის _ 0,6%, ყირგიზეთის _ 0,5%, თურქმენეთის _ 1%, საქართველოს _ 1,2, მოლდოვის _ 0,7, სომხეთის _ 0,4, ლიტვის _ 1,7, ლატვიის _ 1, ესტონეთის _ 0,7.

საბჭოთა კავშირის დაშლამ მტკივნეულად დაარტყა რუსეთის ეკონომიკას, რომელსაც თითქმის ყველა დარგში შეექმნა პრობლემები, ანალოგიური ვითარება იყო საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში, თუმცა რუსეთმა მოახერხა ეკონომიკის განვითარება და იქ 2015 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-მ 25,4 ათასი დოლარი შეადგინა (მსოფლიო ბანკის მონაცემები), რაც 1,45-ჯერ მეტია იმ მაჩვენებელზე, რომელიც სსრკ-ის დაშლამდე ჰქონდა. საქართველოს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, საქართველოს სტატისტიკის ერთეული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 3852,5 დოლარი იყო. უკრაინის ამჟამინდელი მშპ კი 2052 დოლარია (“ვიკიპედია”), ლიტვის _ 14 210, ლატვიის _ 13 618, ესტონეთის _ 19631, სომხეთის _ 3037, აზერბაიჯანის _ 6794, ყაზახეთის _ 10 511, ბელარუსის _ 17 700.

ამ ციფრებით კარგად ჩანს, ვინ ვის “აჭმევდა” საბჭოთა კავშირში და მისი დაშლის შემდეგ ვინ იზარალა ყველაზე მეტად.

5 მითი საბჭოთა კავშირზე

მითი #1: საბჭოთა ადამიანებს მცირე ხელფასი ჰქონდათ

ბევრ ადამიანს სურს, დაიჯეროს, რომ თვითონ გაცილებით უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, მაგრამ ფაქტებიც გასათვალისწინებელია: საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო და იმავე ფორმით ეარსება, ექსპერტთა გაანგარიშებით, 1990-იანი წლების დასაწყისში მოსახლეობის 80%-ს იმაზე მეტი ხელფასი ექნებოდა, ვიდრე ამჟამად აქვს.

სცენა სპექტაკლიდან „კავკასიური ცარცის წრე“
სცენა სპექტაკლიდან „კავკასიური ცარცის წრე“

1950-იანი წლებიდან საბჭოთა ადამიანების შემოსავლები განუხრელად იმატებდა და 1980-იანი წლების ბოლოს ხელფასი საშუალოდ 150-300 მანეთი იყო. საბჭოთა ეპოქის დასასრულს 1 მანეთით ბევრი რამის შეძენა შეიძლებოდა _ მაგალითად, 50 სასკოლო რვეულის ან 10 კგ კარტოფილის, ან კიდევ: 5 პურის ან ტრამვაის 33 ბილეთის (კაპიკიც კი დაგრჩებოდა), 20 კგ პომიდვრის, კინოთეატრის 4 ბილეთის და .. მაცივარისარატოვი” 200 მანეთი ღირდა, “მინსკი” (ორკამერიანი) _ 550 მანეთი, სკამი _ 11 მანეთი და .. ისიც აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში უმუშევრობა არ იყო; ადამიანი, რომელიც არ იმუშავებდა, კანონით ისჯებოდა.

მითი #2: საბჭოთა კავშირში მედიცინის დონე ძალიან დაბალი იყო

საბჭოთადროინდელ მედიცინაზე დღემდე კამათობენ. არადა, ბევრ სამედიცინო დარგში საბჭოთა სპეციალისტები საუკეთესონი იყვნენ მსოფლიოში. მაგალითად, ოფთალმოლოგიაში, კარდიოქირურგიაში, თერაპიაშიც. რა თქმა უნდა, იყო ჩამორჩენაც, მაგრამ უფასო სამედიცინო მომსახურება დიდი შეღავათი იყო საბჭოთა ადამიანისთვის.

მითი #3: სსრკში განათლება დაბალი ხარისხის იყო

განათლება სსრკ-ში ყველასთვის ხელმისაწვდომი და მასობრივი იყო, თანაც უფასო. არსებობდა დამატებითი განათლების მიღების ქსელი _ სამუსიკო და სახელოვნებო სკოლები, ცეკვის წრეები და სასპორტო სექციები. ბავშვებს ზაფხულობთი უფასოდ შეეძლოთ დასვენება კურორტებზე მოწყობილ პიონერთა ბანაკებში. სწავლა უმაღლეს სასწავლებელში უფასო იყო, ხოლო განათლების მაღალ ხარისხზე, მაგალითად, საქართველოში, მიუთითებს იმ სპეციალისტთა რაოდენობა, რომლებმაც განათლება საბჭოთა პერიოდში მიიღეს და დღეს უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწეობენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ იცოდა, 5 წლის შემდეგ რომელ დარგს რამდენი და რომელი სპეციალისტი დასჭირდებოდა და ამის მიხედვით იგეგმებოდა ახალგაზრდების მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში, შემდგომ კი უკვე მომზადებულ კურსდამთავრებულებს პროფილის მიხედვით უზრუნველყოფდნენ სამუშაო ადგილით.

საბჭოთა პერიოდისა და ამჟამინდელი საქართველოს სასწავლო დაწესებულებში მიღებული განათლების ხარისხზე მეტყველებს ახლახან გამოქვეყნებული მაჩვენებლებიც: 2017 წლის საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა.

მითი #4: საბჭოთა კავშირში ხელოვნება და კულტურა იდეოლოგიის სამსახურში იდგა და დაბალი დონის იყო

არადა, სწორედ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა ისეთი კინემატოგრაფიული შედევრები, როგორებიც არის: “ომი და მშვიდობა” (“ოსკარი” საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმისთვის 1969); “დერსუ უზალა” (“ოსკარი” _ 1975 წ.); “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” (“ოსკარი” _ 1981 წ.); “სარკე”; “სამსახურებრივი რომანი”, “ჯარისკაცის მამა”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “ცისფერი მთები”, “ფეოლა”, “რეკორდი”, “ქვევრი” და სხვ. საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები _ აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, იპოლიტე ხვიჩია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი და სხვ. საბჭოთა პერიოდში დაიდგა სპექტაკლები: “ჭინჭრაქა”, “კავკასიური ცარცის წრე”, “მეფე ლირი”, “ურიელ აკოსტა” და სხვ.

დღეს კი ვის და რას უყურებს ქართველი საზოგადოება? _ თურქულ და ინდურ უგემოვნო სერიალებსა და “ჩემი ცოლის დაქალებს”.

საბჭოთა კავშირში შექმნეს თავიანთი ლიტერატურული შედევრები გალაკტიონ ტაბიძემ, მუხრან მაჭავარიანმა, მურმან ლებანიძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ, ნოდარ დუმბაძემ, ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ დოჩანაშვილმა, ოთარ ჭილაძემ და სხვებმა.

სწორედ საბჭოთა პერიოდში შეძლეს გამოჩენილმა ქართველმა მხატვრებმა: ლადო გუდიაშვილმა, ელენე ახვლედიანმა, დავით კაკაბაძემ, მერაბ ბერძენიშვილმა, ელგუჯა ამაშუკელმა ნიჭის სრულად რეალიზება.

მითი #5. საბჭოთა სპორტსმენები კონკურენციას ვერ უწევდნენ უცხოელებს

ამ მითის გასაბათილებლად ერთი ფაქტიც კმარა: 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე საქართველოდან წარგზავნილმა 16 სპორტსმენმა 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა _ ყველაზე მეტი ქართული სპორტის ისტორიაში. ხოლო, თუ თბილისის “დინამოს” საფეხბურთო კლუბის 1981 წლის გამარჯვებას გავიხსენებთ უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში და და ქართველი ფეხბურთის იმჟამინდელ დონეს შევადარებთ დღევანდელს (საქართველო ფიფას სარეიტინგო სიაში 118-ე ადგილზეა), ყველაფერი ნათელი იქნება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

16 COMMENTS

  1. vai ra davkarget!profkavshirebi sagzurit uzrunvelyofdnen da movlili gvqonda naxevari msoflio,teatrebi gastrolebs martavdnen msoflios masshtabit da yvelaze,yvelaze amaglebuli adamiani cxovrobda ssrk-shi. zalian zalian kargi iyo.

  2. ნიკა კორინთელის გამოქვეყნებულ სტატიაზე მოგახსენებთ,. მაგრად მიედ მოედება,. აბსურდშია გადავარდნილი

  3. ოოჰ, როგორი აგიტაციაა გაუნათლებლებისთვის, ვინც მარტო ჭამაზე ფიქრობს და ის არ იცის რომ ერი რომელსაც არა აქვს საკუთარი სახელმწიფო. აუცილებელი გადაშენება ემუქრება კი არა გარდაუვალია. ვისაც არ უცხოვრია ის მოატყუეთ მაგ ციფრებით, ეს იყო თავიდან ბოლომდე ტყუილებზე აგებული ქვეყანა, თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ქრთამით, უბრალო საავადმყოფოს ყარაულიც კი, 16 წელი ისწავლიდა ინჟინერი და ჰქონდა 120 მანეთი, ჩააბარებდნენ ობიექტს რომელსაც არ ჰყოფნიდა ის ხელფასი, იძულებული იყო მოეპარა, წარმოებასა თუ დაწესებულებაში ცხოვრობდა 5-6 კაცი დანარჩენები ხელებში შევყურებდით, და აძლევდნენ უფლებას რომ მოეპარათ დრო, ან რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, ჩემს დაწესებულებაში შეგეძლოთ გეყიდათ შოკოლადის ფ-დან მოპარული ყოველგვარი ტკბილეული კაკაოს ცხიმის ჩათვლით, სამკერვალოებიდან მოპარული ძვირფასი მატერიები, რძის კომბინატიდან ნებისმიერი პროდუქტი, უმაღლეს სასწავლებელში რა მაფიაც ტრიალებდა ცნობილია, სამედიცინო მომსახურება ,,უფასო” იყო და ჩემს სამი წლის გოგონას გლანდების ოპერაცია 50 ლ დამიჯდა , ხოლო ხელფასი 90 ლარი მქონდა და ასანთი რომ ძვირი ჯდებოდა და კაპიკი ღირდა ამითი ,,გვხიბლავდნენ” სინამდვილეში მსგავსი ყველაფერი ისევ ხალხის ზურგიდან ამოდიოდა. რაც ეხლა დავწერე ზღვაში წვეთია, დილამდე შემიძლია გავაგრძელო.

  4. კორინთელის სტატიში მოყვანილი ანალიზი და ციფრები ზოგს დემაგოგიდ შეიძლება მოეჩვენოს და ზოგს რეალობად. ჩემი აზრით, სსრკ- ს დაშლაში ლომის წილი მიუძღვნის ბრიტანეთის, ამერიკის სპეცსამსახურებს და მათ ემისრებს,რომლებსაც არ აკლდათ კოლოსალური დაფინასება. მთელი კვლევითი ინსტიტუტები მუშაობდნენ იმისთვის ,რომ აღმოეჩინათ სსრკ-ს შიგნით სუსტი წერტილები,რათა ჩაენერგათ და აემუშავებინათ ნელი მოქმედების ნაღმები . ალაბათ რაღაც მომენტში ემისრებისა და ზოგიერთი საბჭოთა რესბუბლიკის დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენელთა ინტერესები გარკვეულწილად დაემთხვა ერთმანეთს იმ გაგებით, რომ ახალგაღვივებულ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს მართლაც სურდათ თავიანთი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და ალბათ სჯეროდათ ,რომ მართლაც ააშენებდნენ ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და თუ იმპერიალისტური სახელმწიფოები დაეხმარებოდნენ დამოუკიდებლობასა და ქვეყნების აღმშენებლობაში,რატომაც არ გამოეყენებინათ უცხოეთიდან გამოწვდილი დახმარების ხელი. ხოლო იმპერიალისტური სახელმწიფოების სპეცმასახურების რეალური ამოცანა კი იყო არა სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკების თვითგამორკვევში დახმარება და მათზე ზრუნვა,არამედ ყველა საშუალებით ბოლო მოეღოთ ისეთი ზესახელმწიფოსათვის,როგორიც სსრკ იყო. აქცენტის გაკეთებამ ეროვნული მოძრაობების დაფინასებაზე მართლაც ისეთი შედეგი გამოიღო,რომელსაც თავად სპონსორებიც არ მოელოდნენ. ამაში ასევე დიდი წვლილი გორბაჩოვმა , შევარდნაძემ ,ელცინმა და კიდევ რამდენიმე დავერბებებულმა საბჭოთა მაღალჩინოსანმა მიიღო. სსრკ მართლაც დაიშალა და ამისთვის მზად არც ევროპა და არც ამერიკა არ აღმოჩნდა.ახლა უკვე ერთის ნაცვლად 15 ახალი მოთამაშე გაჩნდა პოლიტრუკაზე,რომლებსაც დიდი იმპერიიდან ზოგს ქიმიური იარაღი შემორჩა,ზოგს ატომური ბირთვული ქობინები და ზოგს ბირთვული წყალქვეშა ნავები,რომელთა გაონტროლება მართლაც არ იყო იოლი საქმე.ამას დაემატა ისიც რომ უკვე ახალწარმოქმნილი სახელმწიფოებისა და “პერესტროიკის” დამფინასებელი სახელმწიფოთა ინტერესები ერთმანეთთან წინაღობაში მოვიდა.ხომ გახსოვთ ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები ზვიადის მიმართ – დინების საწინაღმდეგოთ ცურვაზე. ზვიადის ამ მართლაც დიად ადამიანს, მართლა სურდა დამოუკიდებელი , ძლიერი,სტაბილური, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა. მაგრამ ოკეანის გაღმელ მეგობართა ინტრესებში ეს ნამდვილად არ შედიოდა. შედეგად როგორი ” დამოუკიდებელი” სახელმწიფო გვაქვს ,როგორი ეკონომიკითა და ჯარით, ბრმაც კი დაინახავს. დღეს ქართველები ლუკმა პურის საშოვნელად ტოვებენ ოჯახებს და სახლ-კარს.ცარიელდება წმინდა მიწა ქართული ჯიშისაგან და დაგამკითხავი არავინაა.მთავრობები იცვლებიან და ყოველ ჯერზე ეროვნული ლოზუნგებით და გულზე ჯითის ცემით,სულ უფრო ანტიეროვნული ძალები მოდიან თბილი სავარძლების დასაკავებლად და შენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესები,სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ. ალბათ უფლის ნებით ერთ დროს დამთვარდება უგვანოთა პარპაში და ღმერთი გამოგვიგზავნის ახალ დავით აღმაშენებლსა და გიორგი ბრწყინვალეს! და ბოლოს ეს ჩემი გულის ტკივილია და ჩემი გლეხური ანალიზია,ჩემებური ხედვაა და სხვა არაფელი. ყველას დიდი მადლობა ვინც გაიზიარა და არ გაიზიარა ჩემი მოსაზრება _ ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება.

    • აი, შემოგევლე. 100 პროცენტით გეთანხმები. ისე ჭირდება დღეს საქართველო ამერიკას და ევროპას, როგორც ჭირდებოდა თავის დროზე, მონღოლებს და სპარსელებს, თუნდაც ბოლოს რუსეთის იმპერიას!

  5. მართალი ბრძანდებით ბატონო დავით….თქვით ყველაფერი რასაც ვფიქრობ, ალენ დალესის, სოროსის გეგმები ხორციელდება წარმატებით, გაჭირვება იმატებს,…..საბჭოთა პერიოდში აშენებულ(რუსეთის მიერ) სახლში ვცხოვრობ ორმოცი წელია ,რომელიც მივიღე სამსახურიდან სრულიად უსასყიდლოდ…..

  6. 1917 წლის რევოლუციამდე ფინეთი (მოსახლეობის რაოდენობით ჩვენი შესადარი) შედიოდა რუსეთის იმპერიაში და იყო მისი ყველაზე ჩამორენილი გუბერნია. რევოლუციის შემდეგ ფინეთმა (ჩვენგან განსხვავებით) შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა (მიუხედავად 3 რუსეთთან გადატანილი სისხლისმღვრელი ომისაგან, ამ ომებმა შეიწირა ფინეთის მოსახლეობის მესამედი). ფინეთი განვითარდა რუსეთის გარეშე და დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს

  7. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში უდიდესი ყურადღება ექცეოდა ყველაზე საშიშ დაავადებების პროფილაქტიკას. და პირველ რიგში ისეთი საშიში დაავადებების როგორიცაა ინფექციური დაავადებები. კარგად და გამართულად მუშაობდა სანიტარულ ეპიდემიოლოგიური ანუ სანეპიდსადგური. დეზ ბაზა, ანუ სადეზინფექციო სამსახური მობილიზებულად შესაბამისი უბნის ექიმთან და ექთანთან ერთად. ამიტომაც ისეთი საშიში დაავადებები როგორიც ახლაა გავრცელებული ან არ იყო საერთოდ ან ძალიან იშვიათად რომელთაგან 90 პროცენტს სრულიად არჩენდნენ. დღევანდელ დღეს რა ხდება შიშისაგან დაზაფრული ვართ ღმერთის გარდა ხალხის შემბრალებელი არავინ არ არის სადამდე უნდა ისმოდეს ასეთი საშიში და სამარცხვინო რამ საქართველოდან . ასეთი საცოდაობა ახალგაზრდების და ბავშვების. რა ხდება? ასეთი რამე არცერთ ქვეყანაში არ ხდება არავინ არ გამოჩნდა რომ შეწყდეს ეს ინფექციები. ნუ აბრალებენ ვიღაც ვიღაცეები ნურც ალკოჰოლს და ნურც სიგარეტს . რა არის გამომწვევი მიზეზი, რა არის პროფილაქტიკა რა სამკურნალწამლო საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული. დაავადებები ამდენი ხანია არსებობს და როგორ დავიჯერო რომ მიზეზი არ იციან? თუ იმალება რაღაც ძალიან სერიოზული და ხალხს არ უმხელენ? ძალიან შეშფოთებული ვარ როგორი იქნება ქართველი ხალხის მომავალი როგორი იქნება ჩვენი შვილების და მომავალი თაობების ბედ იღბალი? მე მგონია სამედიცინო სისტემა საქართველოში უნდა დაუბრუნდეს თავის უწინდელ ჯანმრთელობის დაცვის სისტემას და უნდა გახდეს ისეთივე უფასო და სახელმწიფოს ხელში უნდა იქნეს მთლიანად. თორემ არა მგონია ახლანდელმა სისტემამ შეძლოს პრობლემის გადაჭრა. და რაც შეიძლება მალე და კარგად. ყველას ვუსურვებ კარგ ჯანმრთელობას.

  8. bodishi, ar maqvs qartuli shripti, sruli cheshmaritebaa!!! waikitxos yvela degeneratma, visac ar jera. nabij-nabij da agur agur angrevdanen aset uzlieres qveyanas shevardnaze da misnairi masonta siris mwoveli sabchota chinovnikebi. ratom daingra? imitom rom ar qondat stalinisdroindelta memilionedi tvinic ki qveynis politikisa da ekonomikis martvisa. iyvnen debilebi, sxvisi tvinit moazrovneni…

  9. კი სსრკავშირიში ისე მიდიოდა საქმე, გარდუალი იყო მისი დაშლა, მმართველი პარტიაა იყო უაღრესად გადაბერებული, პერსპექტიული აზროვნების უნარს მოკლებული, მრეწველობა და სოფლის მეურნეობნა გაბახებული, შემოსავლები რომელსაც ავტორი წერს,იყო ქაღალდძე დატანილი, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი ქონდა. მაშინაც ასე იყო, მხოლოდ თაღლითებს შეეძლოთ კარგად ცხოვრება, საერთოდ ცხოვრების დონე საქართველოში უკეთესი იყო, ეს ქართველის შრომის მოყვარეობით უნდა ავხსნათ, ქართველი კაცი თავისი შრომით ქმნიდა იმ სიმდიდრეს, რაზედაც ავტორი წერს. დღეს, რა მოხდა რატომ ვეღარ ვქმნით იმ სიმდიდრეს, რა და შრომის შესაძლებლობა წაგვართვეს. კოლონიზატორები ადრე კოლონიებს დაურიდებლად ძარცავდენ, ეხლა მეთოდები გააუმჯობესეს, უფრო ფარულად და მოხერხებულად ძარცავენ, შენ არაფერი არუნდა გქონდეს, მე მოგყვდი ყველაერს, ხოდა დაიჯერეს საქართველოს მთავრობებმა, რად გვინდა მძიმე თუ მსუბუქი მრეწველობა, რა საჭიროა სოფლის მეურნეობა, გავყიდი კოკაკოლას, აგერ კოკა კოლა ბიუჯეტს ავსებს, რამდენი სისულელე უნდა გაიხსენოს და წეროს კაცმა. ან რა აზრი აქვს გაიგებს ვინმე

    .

  10. ციფრების მოყვანა არაა აუცილებელი. შეადარეთ, როგორ სახლებში ცხოვრობდნენ რუსეთში და საქართველოში სსრკ-ს დროს და ახლა, ან რა და რამდენი მანქანა ჰყავდა, ან რეალური შემოსავალი როგორი იყო მაშინ და ახლა… მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ანტისახალხო მთავრობაა, თორემ 10-ჯერ უკეთესად იცხოვრებდა ხალხი.

  11. სსრკ-ს დაშლა საუკუნის ჰუმანიტარული კატასტეოფაა.ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა მაშინ.

  12. სსრკ-ს დაშლა საუკუნის ჰუმანიტარული კატასტეოფაა.ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა მაშინ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: შალვა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here