Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს უკრაინაში

ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს უკრაინაში

დიდი სამამულო ომის არაერთი ვეტერანია ცოცხალი და ისინი ხშირად ყვებიან, როგორი საშინელებაა ომი. ამას ყვებიან ადამიანები, რომლებიც გამარჯვებული ქვეყნის მხარეს იბრძოდნენ და, მიუხედავად გამარჯვებისა, აღიარებენ, რომ ომი ყველაზე დიდი დანაშაულია, რომელიც ადამიანს მოუგონია. სხვათა შორის, ამერიკელები დღემდე ამტკიცებენ, რომ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება, ძირითადად, მათი დამსახურებაა, რომ უამრავი რესურსი გაიღესრეალურად კი, მეორე მსოფლიო ომი ყველაზე იაფი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუჯდა და ის იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ კონფლიქტიდან ფულის გამომუშავება მოახერხა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ყოფილა სამხედრო ოპერაციები და ნგრევა. ქვეყანაში ინფრასტრუქტურის ზარალმა მხოლოდ 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, ანუ ყველა სხვა მონაწილე სახელმწიფოების მსგავსი დანაკარგების 0,4%. შეერთებული შტატები იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია საგარეო ვაჭრობის მკვეთრი ზრდა _ 1939-1944 წლებში ექსპორტმა მოიმატა 4,5-ჯერ, 3 მლრდ დოლარიდან 14 მლრდმდე. ომის წლებში შეერთებულმა შტატებმა 288 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი აწარმოა. რაოდენობრივი თვალსაზრისით სამხედრო წარმოებამ შექმნა 296,1 ათასი თვითმფრინავი, 86,5 ათასი ტანკი, 253 ათასი ინდივიდუალური იარაღი და 11 ათასი ნაღმსატყორცნი… საბჭოთა კავშირში ომმა გაანადგურა 32 ათასი საწარმო, 98 ათასი კოლმეურნეობა და 1876 საბჭოთა მეურნეობა. განადგურდა 65 ათასი კილომეტრი სარკინიგზო მაგისტრალი, 15 800 ორთქმავალი, 428 ათასი ვაგონი, 13 ათასი სარკინიგზო ხიდი, 8,3 ათასი სამდინარო ხომალდი, 2078 კილომეტრი სატელეგრაფო და სატელეფონო ხაზი. საცხოვრებელი სახლების ზარალის დათვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. 1945 წელს საბჭოთა კავშირში ინფლაცია 1939 წელთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა. აღარაფერს ვამბობთ დაღუპულთა რაოდენობაზე.

გელაპის ინსტიტუტმა გასულ კვირას ერთი მეტად საინტერესო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. 70-მდე ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს ჰკითხეს, წავიდოდნენ თუ არა ომში მოხალისედ იმ შემთხვევაში, თუ მათი ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩაერთვებოდა. 94%-იანი დადებითი პასუხი ფიჯისა და მაროკოს მცხოვრებლებმა გასცეს, შემდეგ მოდიან პაკისტანი, ვიეტნამი, ბანგლადეში, აზერბაიჯანი, პაპუაახალი გვინეა, ავღანეთი დასაქართველო, რომელიც 76%-ით მეათე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკითხულთა 76% ომში მოახლისედ წავიდოდა. დიდია თუ არა ეს პროცენტული მაჩვენებელი, თვითონ განსაჯეთ, მაგრამ საინტერესო ამ ცხრილის ბოლო ათეულია _ ბულგარეთი, ჰონკონგი, ჩეხეთი, ესპანეთი, ავსტრია, იტალია, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია დაიაპონია ჰო, ბოლო ადგილზე იაპონიაა, რომლის მოსახლეობის მხოლოდ 11% არის მზად, ომში წავიდეს და სამშობლო დაიცვას. ეს ის იაპონიაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მთავარი მოკავშირე იყო იტალიასთან ერთად და… იტალიაც ბოლო ათეულშია, გერმანიაც… მე-40 პოზიციაზეა ამერიკა, რომლის მოსახლოების 44%-ია მზად ომში მოხალისედ წასასვლელად, რუსეთი 27-ე ადგილს იკავებს 59%-ით, ხოლო უკრაინა 62%-ით 24-ე ადგილზეა. რა გამოდის? მთელი ცივილიზებული ევროპა და ტექნოლოგიების მხრივ მსოფლიოს უპირველესი ქვეყანა იაპონია პატრიოტებისგან დაიცალა და ამ ქვეყნების მოსახლეობას საკუთარი ქვეყნის დაცვა არ სურთ? თუ თაობა მოვიდა ისეთი, რომელსაც სამშობლოსთვის სიკვდილის ეშინია? არა, ბატონებო, არც ერთია და არც მეორე _ თაობა მოვიდა ისეთი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ომი არ არის კარგი, რომ ომი ნგრევაა და ომი არავის სურს. ჰო, რიგით იაპონელს ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა დაიწყოს მისმა ხელისუფლებამ ომი, როცა არსებობს მაგიდა, სკამი და შესაძლებელია, მოლაპარაკებები გაიმართოს ტყვიის სროლის გარეშე. ავღანეთში დასრულებული კონფლიქტის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ მსოფლიოში დიდი ცხელი წერტილები, უბრალოდ, აღარ არსებობს. მეტნაკლებად სტაბილურია სიტუაცია სირიაში, ცენტრალურ აფრიკაშიც სულ უფრო ნაკლებად ისმის სროლის ხმა და არსებობს უდიდესი შესაძლებლობა იმისა, რომ მსოფლიო შეთანხმდეს საყოველთაო მშვიდობაზე. ჰო, მშვიდობაზე და ყველამ ერთად მოილაპარაკოს ნებისმიერი საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, ზესახელმწიფოებს სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიადგებათ, რადგან მათი ეკონომიკა, ათეული წლებია, სწორედ იარაღის გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე დგას. ომი თუ არ არის, არ არის საჭირო იარაღიც და ამიტომ კონფლიქტის ახალი კერები სწორედ ზესახელმწიფოების ინტერესებშია.

აღნიშნული გამოკითხვა მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ არც განვითარებული და არც ე.წ. განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას არ სურს ომი, არ სურს სროლა, ამისგან ყველა დაიღალა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ მიერ არჩეული პრეზიდენტები ვერ ახსნიან, რა დაემართა ეკონომიკას, ვალუტის კურსს… ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში ასეთი კადრებია _ როცა ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს საიდუმლო ობიექტი აჩვენეს, გაოცდა, ამისთვის ფული საიდან მოგვაქვსო, და ღიმილით უპასუხეს _ თქვენ გგონიათ, ტუალეტის ქაღალდი და ერთჯერადი ჭიქები მართლა 100 დოლარი ღირსო? სწორედ ასეთ საიდუმლო ობიექტებში აწარმოებენ იარაღს, რომელსაც შემდეგ იმ კონფლიქტებში ცდიან, რომლებიც ოკეანის გაღმა იწყება ხოლმე და ყველა კონფლიქტში მხარედ რატომღაც ამერიკა ერევა. აბა, გაიხსენეთ ერთი კონფლიქტი და შეიარაღებული დაპირისპირება მაინც, რომელიც ამერიკის კონტინენტზე მოხდა და რომელშიც ევროპის ქვეყნები ჩაერთნენ?! ვერ გაიხსენებთ, იმიტომ, რომ არ ყოფილა და, თუ ვინმე სამხრეთ ამერიკაში ჩილეს, ვენესუელისა და კოლუმბიის ამბებს გაიხსენებს, ვიტყვით, რომ იქაური დაპირისპირება ახლოსაც ვერ მოვა ვერც ერთ იმ კონფლიქტთან, რომლებიც აზიაში ან ევროპაში გაჩაღდა და მილიონობით ადამიანის სისოცხლე ემსხვერპლა. ის, რაც დღეს უკრაინის თავს ხდება, ძალიან ჰგავს წაქეზებას. უკრაინის გამოუცდელ პრეზიდენტს (ვინც იტყვის, ზელენსკის პოლიტიკური გამოცდილება აქვსო, გავატარებთ) ათასგვარ რჩევას აძლევენ, აფრთხილებენ, აბრაზებენძნელია ასეთ დროს ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის პირველი პირი მრჩეველთა გამოცდილი კორპუსითაც ვერ დაიკვეხნის. საზოგადოდ, კადრების შერჩევის პროცესში ზელენსკის თავისუფლება რომ არ ჰქონდა, იქიდანაც ჩანს, როგორ “ჩაუდეს” მიხეილ სააკაშვილი და არარსებული თანამდებობა შეაქმნევინეს. ჰო, სააკაშვილზე ახლა ზელენსკის საქართველოს ხელისუფლებასთან აჭიდავებენ, _ უკრაინის მოქალაქეა და არ დამიჩაგროთო. ისე, უკრაინაში რომ გაჰყვიროდნენ, სააკაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავსო, პეტრე პოროშენკოს დაჭერაზე სანქცია რომ გასცეს და სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ეგ არ ითვლება?! ეგეც დასავლეთის მიერ აგორებული ტალღა იყო და ჯერჯერობით ამ აგორებიდან არაფერი გამოვიდა. რაც შეეხება მოსალოდნელ ომს… უკრაინას ჯერ ვერ მივიღებთ ნატოში, მაგრამ მისთვის კარი ღიაა. ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნატოსა და ამერიკის ჯარები უნდა ჩავაყენოთ”, _ ჯო ბაიდენის ეს განცხადება ცხადყოფს, როგორ სურს ცეცხლზე ნავთის დასხმა ამერიკას და, რაც მთავარია, როგორ სურს ქვეყნიდან საკუთარი ჯარის გაყვანა. ჰო, ამერიკის ჯარი, პრაქტიკულად, ყველა მისიიდან შინ დაბრუნდა და ახლა შტატებს საკუთარი ჯარის შენახვა არ სურს. ბაიდენმა უკრაინელებს თებერვალიც დაუანონსა, ამ თვეში შემოვა რუსეთი უკრაინაში და ფრთხილად იყავითო. ზელენსკის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ის დღეს უკვე ისე აღარ ენდობა დასავლეთს, როგორც მანმადე, და განცხადებების კეთების ნაცვლად, კონკრეტულ ქმედებაზე გადასვლას სთხოვს. ქმედებაზე გადასვლა კი დასავლეთის მხრიდან იქნება ომის დაწყების ნიშანი და მაშინ ისინი მსოფლიოს თვალში აგრესორებად გამოჩნდებიან, ეს კი არ სურთ და ამიტომ არის, ცალკე უკრაინას რომ აგულიანებენ და ცალკე _ რუსეთს, მაგრამ რუსეთის გამოცდილი პრეზიდენტისა და დიპლომატების ფონზე, მათ ერთადერთ იმედად სწორედ ზელენსკის შეცდომა რჩება. მშვიდად ყოფნა, როცა რამდენიმე ქვეყანა იარაღს გაწვდის, საელჩოებს ქვეყნიდან თავიანთი მოქალაქეები გაჰყავთ, ძალიან ძნელია, მაგრამ, ამასთანავე, რთულია იმის დაჯერებაც, რომ მეზობელი შენთან ომს იწყებს, რადგან საამისო ნიშნებს ვერ ხედავ. მხოლოდ პარტნიორების დაზვერვის მონაცემების დაჯერება კი… ასეა თუ ისე, მსოფლიო მორიგი ომის საფრთხის წინაშეა და, როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ამერიკა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ იარაღის გაყიდვით იქნება დაკავებული, შემდეგ ომის დასრულებას დაიბრალებს და გაუმჯობესებულ ეკონომიკასაც მიიღებს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here