Home რუბრიკები ისტორია ვინ არიან XXI საუკუნის სახელმწიფო მოხელეები?

ვინ არიან XXI საუკუნის სახელმწიფო მოხელეები?

“მათ ხალხისა არაფერი გაეგებათ რა და ხალხს კიდევ ამათი”

1738
აი ია

 ხალხის მასების საყოველთაო კეთილდღეობის გულწრფელი სურვილი ილია ჭავჭავაძის მეცნიერულპუბლიცისტურ მემკვიდრეობაში მკაფიოდ ჩანს. იგი ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს უსვამს ხაზს, რომელიც დამაფიქრებელი იყო მაშინაც და დამაფიქრებელი იქნება კვლავაც: “ღირსება და სიკეთე რომელიმე მთავრობისა, ხალხისგან ცნობილის და აღიარებულის, თესავს ხალხში იმ სიყვარულის თესლს, რომელიც მეტად სანატრელი უნდა იყოს ცნობიერად მომართულ და მიმართულ სახელმწიფოსათვის. და მარტო ეს სიყვარულია სათავედ ყოველ იმისა, რაც კი შეადგენს სახელმწიფოს ძალასა და ღონეს, იმიტომ, რომ მარტო სიყვარულით აღსავსე ხალხია საიმედო ყოველს განსაცდელში, რაც კი სახელმწიფოს ისტორიის გზაზედ შეემთხვევა ხოლმე; მარტო სიყვარულით გულგამთბარ ხალხს შეუძლიან სიცოცხლისა და ქონების გაწირვა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის”.

ქვეყნის მმართველს უნდა ახასიათებდეს “ჭკუა და ზნეობის სიმაღლე”, უნდა იცნობდეს ხალხს და ესმოდეს მისი, მისი ტკივილიცა და გაჭირვებაც, სიხარულიცა და ჩვეულებებიც. XIX საუკუნის საქართველოს მოხელეები იმ ჯურიდან ამორჩეულნი არიან, რომელიც სრულიად უცნობია ხალხისა, მისი ცხოვრებისა, სრულიად უცოდინარი ენისა. ამას აუცილებლად ის მოსდევს, რომ მათ ხალხისა არაფერი გაეგებათ რა და ხალხს კიდევ ამათი”. ეს ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი სიტუაციაა:

ვინ არიან XXI საუკუნის სახელმწიფო მოხელეები? _ “მათ ხალხისა არაფერი გაეგებათ რა და ხალხს კიდევ ამათი”.

მსგავსი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად კი, ილიას ღრმა რწმენით, ცოდნაა საჭირო, რამეთუცოდნა უძლიერესი ფარია არსებობისთვის, ბასრი ხმალია მოგერიებისთვის”, ქვეყნის ერთადერთი ხსნა მცოდნე და განათლებული ადამიანების აღზრდაა, მაგრამ ცალმხრივი მოქმედება აღზრდაში, მარტოდენ გონების ვარჯიში, ხელს არ უწყობს კაცის გაადამიანებას. უსწავლელმა ოთარაანთ ქვრივმა თავისი შვილი ცხოვრების სკოლაში აღზარდა, ცხოვრების მორალი მისცა და ადამიანი გამოიყვანა.

რას იძლევა დღევანდელი ცხოვრების სკოლა, მაშინ, როდესაც უცხო ძალის ხელით მართულ ქვეყანაში ხალხი უპირისპირდება ხელისუფლებას ათასგვარი უზნეობის დამკვიდრების მცდელობის გამო?

ილია ჭავჭავაძემ ცხოვრების დიალექტიკურ წინსვლაში დაინახა ის აუცილებელი ჭეშმარიტება, რომ ცვლილება და განახლება არსებულის მუდმივი თანამგზავრია, რომ წინააღმდეგ მეტაფიზიკისა, ის, რაც გუშინ იყო, დღეს აღარ არის. კარგად ესმოდა, რომ ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი, იზრდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება _ იმისათვის კი არა, რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება, რომელიც ისევ ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ, როგორც პირველი, თუ უკვდავება უნდა. ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორათაც ბუნებასა”.

ილიამ გადაიტანა “მამათა და შვილთა” ორი ბრძოლა და ორივე შემთხვევაში _ 60-იან წლებშიც და 70-იანებშიც _ პროგრესულ თვალსაზრისზე იდგა. მთელი 50 წლის მანძილზე იბრძოდა, როგორც ერის წინამძღოლი, რომელსაც ერთი ძირითადი აზრი ასულდგმულებდა _ უზრუნველეყო ერის მთლიანობა, არ დაეშვა ძალების გათიშვა.

ილია ჭავჭავაძე განმანათლებელია აღზრდის თეორიაშიც. ის თავის წერილებში ხშირად საუბრობს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე, რომლის განმანათლებლური ხედვები ეფუძნებოდა მსოფლიოში ცნობილი პედაგოგების შეხედულებებს. ესენი არიან:

პიკოდელამირანდოლა _ მისთვის მთავარი მოტივი იყო პატივისცემა ადამიანებს შორის;

ვიტორინო დეფელტრე – XIV საუკუნეში იტალიაში ითვლებოდა პედაგოგიკის მამად. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადოებაში განათლების პოზიტიურ, ჰუმანურ ფუნქციას _ მოსწავლის “ძვალ-ხორც-ჯანის” და “ზნე-ხასიათის” გაწვრთნას;

პადუის პროფესორი პაოლო ვერჟერიო და რომის პედაგოგი მატეო ვეჯიო – მათი დამსახურებაა ახალი “ჰუმანური პედაგოგიის ჩამოყალიბება”. ვერჟერიოს მიხედვით, განმანათლებლებს მხედველობაში უნდა მიეღოთ მოსწავლის არამარტო ასაკი, არამედ მისი განსაკუთრებული თვისებები. პირველ რიგში მოსწავლეს უნდა ესწავლა ფილოსოფია (თავისუფალი აზროვნებისთვის); მჭევრმეტყველება (აზრის ნათლად და ლამაზად გამოსახატავად); ბუნებისმეტყველება (თავისუფალი მეცნიერების შესასწავლად); ისტორია (დროის განვითარების შესასწავლად).

რაც შეეხება მატეო ვეჯიოს, მისი შეხედულებით, ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და ბუნებით ერთმანეთისგან განსხვავებული: უფრო ადვილია, მზეს შეაცვლევინო გზა, ვიდრე მოინდომო ბავშვის თავისებურების შეცვლა, ამ სხვადასხვაობას უნდა შეეფეროს სხვადასხვა ღონისძიებაც აღზრდისა”.

დეზიდერი ერაზმი როტერდამელი – ეს უკვე XV საუკუნის 60-იანი წლებია. ილია ჭავჭავაძის აზრით, “როტერდამელმა საბოლოოდ “დაჰფუშა” ძველი სქოლასტიკური სისტემა სკოლისა”. ერაზმი არ ეთანხმება ვეჯიოს, რომელიც ბავშვის განსაკუთრებულ ბუნებრივ თავისებურებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, და ამტკიცებს, რომ “წვრთნას” შეუძლია მოსწავლის თავისებურებები სრულად გარდაჰქმნას: “აღზრდამ და წვრთნამ ბავშვი მთლიანად უნდა ჩაიგდოს ხელში პირველივე ხანებიდან და ყოველ მის წინ გადადგმულ ნაბიჯს უწინამძღვროს”.

ფრანსუა რაბლე _ XVI საუკუნის 30-იან წლებში ან ჩამოაყალიბა განათლების ახალი თეორია, რომლის ძირითადი იდეების რეპრეზენტირება მოახდინა თავის ნაწარმოებში “გარგანტუა და პანტაგრუელი”. რაბლე ეწინააღმდეგებოდა “წიგნების წყალსავით დასწავლას და არა გაგებას საგნისა”. მისი აზრით, მოსწავლემ რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დაჰყოს “ოთხ კედელს შუა”, სწავლების ძირითადი დრო უნდა მიმდინარეობდეს გარეთ _ “ჰაერზე”.

ამდენად, შემთხვევითი არ არის, რომ ამ განმანათლებელი პედაგოგების მსგავსად, ილიას პედაგოგიურ შეხედულებებში ძირითადი ადგილი მორალური და ეთიკური ზემოქმედების პრინციპს უკავია.

იგი ავტორები, რომელთაც ზემოთხსენებული გვაუწყეს, ყველამ იცის სწავლების შინაარსი, ამიტომ ჩვენც ეხლანდელი სკოლის ნაკლუვანება და არა ერთი და ორი ცვლილება უნდა შევავსოთ. შემცვლელთა და შემავსებელთა ყური უნდა ვათხოვოთ ისტორიას, ზოგიერთი შევითვისოთ ამ დიდბუნებოვან ჰუმანისებპედაგოგებისა”, _ დასძენს ილია.

ილია ეთანხმება იმ აზრს, რომ თავისუფალი არსება თავისუფლად უნდა იზრდებოდეს. გასული საუკუნის 90-იანი წლების სკოლას ილია ჭავჭავაძე იმას უსაყვედურებს, რომ მან პრაქტიკული საქმიანობიდან განდევნა ბავშვის აღზრდის მორალური და ეთიკური პრინციპი იმ დროს, როცა უდიდესი ადგილი დაუთმო მეცნიერებათა ცალკე დარგების შესწავლას. ცალმხრივი მოქმედება აღზრდაში, მარტოდენ გონების ვარჯიში, ხელს არ უწყობს კაცის გაადამიანებას. უსწავლელმა ოთარაანთ ქვრივმა თავისი შვილი ცხოვრების სკოლაში აღზარდა, მორალური კოდექსების ნაცვლად ცხოვრების მორალი მისცა და ადამიანი გამოიყვანა.

დაწყებითმა განათლებამ საძირკველი უნდა შექმნას მოზარდის შემდგომი განათლებისთვის: პირველდაწყებით სკოლაშიც კი, შესაძლოა, იხეიროს ყოველ იმ მოზარდმა ნერგმა კაცის ბუნებისამ, რომელიც ერთად გამოიტანს ხოლმე ნაყოფს კაიკაცობისას, ადამიანობისას”.

სწორედ ამ ნაყოფს იძლეოდა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” _ ხალხურობის სულისკვეთებით განმსჭვალული ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისთვის, რომელშიც მოცემულია საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ-პოპულარული წერილები. ამ სახელმძღვანელოზე იზრდებოდენ ადამიანები, რომლებმაც პირველად ამ წიგნით შეიგრძნეს “სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი” და შემდეგ იმავე სამშობლოსთვის იღვაწეს თუ თავი გაწირეს და ნათელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.

სწავლა და განათლება უფესვოა იქ, საცა უდიდესი ნაწილი ხალხისა კარდახშულია, მოკლებულია სწავლის სახსარსა”. ილია რეალურ სურათს ხატავდა, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოს სკოლებში იმხანად. ხაზს უსვამდა, რომ საშუალო სკოლები მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის არსებობდა _ თავად-აზნაურების შვილებისთვის, რომლებიც საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ. ქვეყნის ძალა და ღონე კი უბრალო ადამიანები იყვნენ და არიან ყოველთვის, რომლებსაც იმხანად არანაირი საშუალება არ ეძლეოდათ განათლების მისაღებად.

მაგრამ მალე სკოლების გახსნა-დაარსებას სისტემური სახე მიეცა, ადამიანები ფიქრობდნენ სწავლა-განათლებაზე. ილიას ძალიან ახარებდა ეს ფაქტი.

ცხოვრება წარმოშობს მეცნიერებასა და ხელოვნებას, რომლებიც მხოლოდ ცხოვრებისათვის არსებობს. ცხოვრებას წინ მიჰყავს ისინი, თავის მხრივ, ისინიც წინ უბიძგებენ ცხოვრებას. მეცნიერება და ხელოვნება გავლენას ახდენს, ცვლის ხალხის მდგომარეობას. ეს იყო სრულიად ახალი, მანამდე უცნობი იდეები საქართველოს სინამდვილისათვის, ახალი მეცნიერული ჭეშმარიტებანი, რომლებსაც გზა უნდა გაეკვალა და აღიარება ეპოვა ხალხის გულში.

ილია ცოდნას არსებობისთვის უძლიერეს ფარად მიიჩნევს, ხოლო ბასრ ხმალს _ ავისმდომთა მოსაგერიებელ იარაღად, გამოდის, რომ დღეს ფარხმალდაყრილი ერი ვართ, რომელიც სულს ღაფავს, რადგან წლებია, მავანნი სწორედ იმ საძირკვლის მორყევით არიან დაკავებულნი, რომელსაც განათლება და ცოდნა ჰქვია. და თუ მისი მოშლა ვერ მოახერხეს, ეს იმ მართლაც მამულიშვილი პედაგოგების დამსახურებაა, რომლებიც დღევანდელ სკოლას აძლიერებენ.

რუბრიკას უძღვება დარჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here