თბილისის საკრებულოს 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს – შესაბამის კვლევას „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ აქვეყნებს. როგორც აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საკრებულოს 50 წევრიდან 21 დეპუტატს ჯერ ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია.
მილიონერი დეპუტატების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: თამარ ტალიაშვილი („ქართული ოცნება“) 3 383 989 ლარი, ჯაბა ჯიშკარიანი („ქართული ოცნება“) 3 349 705 ლარი, ვლადიმერ ძნელაძე („ქართული ოცნება“) 2 935 134 ლარი, ზაზა ვეკუა (ფრაქცია „დედაქალაქი“)2 510 281 ლარი, ავთანდილ დავითაძე („ქართული ოცნება“) 2 311 337 ლარი.
ავტორების განცხადებით, კვლევა ეყრდნობა დეპუტატების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს და თითოეული ქონება შეფასებულია დღევანდელი საბაზრო ღირებულებების მიხედვით, კვლევის მაქსიმალური ცდომილება კი 10%-ს შეადგენს.
jaba jishkariani?ramdeni wlisaa,sul quchashi
martavda mitingebs da albat XEEBIDAN
chamokrifa,an xeebis gadagvebis OSTATAMA
achuqa,amitomac IBRDZVIAN DAmere magati
naxva ishviatobaa,UBEDURO SAQARTVELO
რას გაიგებ შრომით და მეცნიერული მიღწევებით რომ არ აქვთ მოპოვებული ეს ყველამ ვიცით
ara misham gadauricxa kievidan
xabeishvilis gamosirebul tavs vficavar 🙂
ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება !