Home რუბრიკები ეკონომიკა ვინმეს თუ უფიქრია, ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა საქართველოდან საქონლის მიღებაზე უარი რომ...

ვინმეს თუ უფიქრია, ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა საქართველოდან საქონლის მიღებაზე უარი რომ თქვას, რა მოხდება?

8192
ვინმეს თუ უფიქრია, ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა საქართველოდან საქონლის მიღებაზე უარი რომ თქვას, რა მოხდება?

სახელმწიფომრიყის დოქებიაუქციონზე გაიტანა და ფასი 95 მილიონი ლარი დაადო. მათი ვარაუდით, გაცხოველებული ვაჭრობა უნდა გამართულიყო და სახელმწიფოს მოგება უნდა ენახა. გასაყიდ პირობებში ისიც ეწერა, რომ მყიდველს უნდა განეხორციელებინა დამატებით 10 მილიონის ინვესტიცია და უახლოესი სამი წლის განმავლობაში იქ უნდა ყოფილიყო საგამოფენო და საზოგადოების თავშეყრის ადგილისთვის მოწყობილი სივრცეები და თეატრი. .., 10-მილიონიანი ინვესტიციის გარდა, მყიდველს დამატებით 3 წელი კიდევ წაგებაზე უნდა ემუშავა. აღარაფერს ვამბობთდოქებშიგადახდილ 95 მილიონზე. რეალურად, სახელმწიფო ეძებდა მყიდველს, რომელიც გადაწყვეტდა, რომ დაკონსერვებულ რიყის დოქებში უახლოესი სამი წლის განმავლობაში დაეკონსერვებინა, სულ ცოტა, 100 მილიონი ლარი. როგორც მოსალოდნელი იყო, მყიდველი არ გამოჩნდა დარიყის დოქებითარავინ დაინტერესდა.

2018 წელს სახელმწიფომ გასაყიდად საქართველოს ფოსტა გაიტანა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია წაგებაზე მუშაობდა და რამდენიმე ათეული მილიონის ინვესტიციას საჭიროებდა, მისი შეძენის მსურველი არ გამოჩნდა. შემდეგი მცდელობა გასული წლის მაისში იყო, მაგრამ ფოსტა ისევ წაგებაზე მუშაობდა და არც მაშინ არ გაიყიდა. ახლა კი…

“დავალება შესრულებულია. ამ პოსტზე დანიშვნისთანავე მივიღე დავალება _ ეს არის კომერციალიზაცია-პრივატიზაცია. დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მენეჯმენტმა მიაღწია იმას, რომ ეს კომპანია საინვესტიციოდ საინტერესო გახადა”, _ თქვა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, რომელმაც საქართველოს ფოსტა მომგებიან ბიზნესად აქცია და… ამ მომგებიან ბიზნესს სახელმწიფო ყიდის.

სანამ სხვა დეტალებზე გადავალთ, გაგაცნობთ მონაცემებს ბატონი ლევანის ქონებრივი დეკლარაციდან. საქართველოს ფოსტაში შედის “საქართველოს ლატარიის კომპანია” და “ექსპრესი”. ჰოდა, სამივეს ხელმძღვანელი სწორედ ლევან ჩიკვაიძეა. მან საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობისთვის წელიწადში ხელფასის სახით 46 829 ლარი მიიღო, “საქართველოს ლატარიის კომპანიის” ხელმძღვანელობისთვის _ იმავე წელს 75 250 ლარი, ხოლო “ექსპრესის” შეფობისთვის _ 35 909 ლარი, ე.ი. ერთი კაცი სამ ადგილზე შრომობს და წელიწადში 150 ათას ლარს გამოიმუშავებს.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ფოსტას: მისი განვითარებისთვის სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი დახარჯა; დახარჯა იმისთვის, რომ საქართველოს ფოსტა გამხდარიყო მომგებიანი ბიზნესი და არ ყოფილიყო დოტაციაზე. როგორც ჩანს, ეს მოხერხდა, ფოსტა მოგებაზე მუშაობს დახელისუფლება ყიდის. მყიდველს არ სჭირდება არანაირი ინვესტიცია (“საინვესტიციოდ საინტერესო”-ს რაღას ეძახის ჩიკვაიძე?). ის, უბრალოდ, გადაიბარებს აწყობილ ბიზნესს და მშვიდად მიიღებს შემოსვალს. მერე რა, რომ ამ ბიზნესის აწყობაში სახელმწიფომ თქვენი და ჩემი ფული დახარჯა?! მერე რა, რომ წლების განმავლობაში ათრევდა და ახარჯავდა მილიონებს?! აგერ, წელში გამართა და ნაცვლად იმისა, რომ გამართული კომპანია სათავისოდ დაიტოვოს და მოგებაზე ამუშაოს, დახარჯული ფული ამოიღოს და ბიუჯეტში დამატებითი თანხა შევიდეს, საქართველოს ფოსტა იყიდება. აი, საიდან უნდა მოიტანონ დახარჯული მილიონები, არავინ იცის.

კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით. ამას წინათ თბოსადგური გაიხსნა. ის 250-მილიონიანი ინვესტიციით ჩინურმა კომპანიამ ააშენა და გახსნა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უცხოურ ინვესტიციას ტაში დაუკრა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასაც მიესალმა. ხელშეკრულების მიხედვით, თბოსადგური ჩინური კომპანიის ხელში 25 წლის განმავლობაში იქნება და ამ წლებში კომპანია, სულ ცოტა, 700 მილიონი დოლარის მოგებას მიიღებს. 25 წლის შემდეგ თბოსადგური სახელმწიფოს გადაეცემა. ჰოდა, იმას არავინ ამბობს, რომ ამ თბოსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელია და სახელმწიფო ამორტიზებულ საწარმოს მიიღებს. საწარმოს, რომლის რემონტსაც, სულ ცოტა, 100 მილიონი დოლარი დასჭირდება და ეს თანხა სახელმწიფოს გადასახდელი იქნება. ისე, ენერგოსექტორი ერთ-ერთი წაუგებელი ბიზნესია და სახელმწიფოს რა გაუჭირდა ისეთი, რომ ასეთი მომგებიანი საწარმო მაინცდამაინც უცხოელებს ააშენებინა? რა, 250 მილიონი ვერ გამონახა ქვეყანამ, რომ მილიარდის მოგება ენახა? მოახერხებდა, ბატონებო, მაგრამ აქ საქმე ჩვენს კოლონიურ დამოკიდებულებაშია და იმაში, რომ ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორები” გვიკრძალავენ ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს, როგორც ქვეყანას, აკრძალული აქვს მომგებიანი ბიზნესის ქონა-წარმოება. ესაა თავი და თავი იმისაც, ფოსტას რომ ყიდიან.

როცა ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინ ითქვა, რომ ქვეყანას ააყვავებდა, წლებია, წარმატებული ბიზნესმენია და ბიზნესი თუ ვინმეს გაეგება საქართველოში, უწინარესად, სწორედ ივანიშვილსო. რატომღაც, არ გვგონია, ივანიშვილი თავის ბიზნესსაც ისე მართავდეს, როგორც სახელმწიფო _ საკუთარ რესურსს. აბა, რას ნიშნავს, მომგებიანი საწარმოს გასხვისება? რას ნიშნავს, არაფრისმომცემირიყის დოქებისას მილიონად შეფასება, რატომ გვიხარია ის, რომ 25 წლის შემდეგ სახელმწიფოს დაუბრუნებენ, უფრო კი მოუგდებენ საწარმოს, რომლის რემონტსაც ასი მილიონი დასჭირდება? არ იცოდა იმ ადამიანმა, რომელიც ჩინელებთან ხელშეკრულებას აფორმებდა, რომ 25 წლის შემდეგ ეს საწარმო კი არ იქნებოდა, არამედ ჯართის გროვა? თუ იცოდა და შეგნებულად გააკეთა, პასუხი უნდა მოეთხოვოს, მაგრამ, თუ არ იცოდა, მით უმეტეს უნდა მოეთხოვოს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ყველა ჩვენ გვატყუებს, ყველა ჩვენ გვიგდებს მასხრად.

არ გეგონოთ, ფულის უაზროდ ხარჯვა მხოლოდ ამ ხელისუფლების ნაკლია. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში რიყეზე დადგმული “ჯოხი”, რომელიც თურმე ტურისტებისთვის იყო გამიზნული დედაქალაქის ხედების დასათვალიერებლად, რამდენიმეჯერ გაფუჭდა. არადა, მისი მონტაჟი 1.2 მილიონი ლარი დაჯდა, დემონტაჟმა კი 700 ათასი ლარი წაიღო. ე.ი., მილიონ ცხრაასი ათასი რაღაცაში გადავყარეთ და ამის გამო პასუხისმგებლობა არავის არ დაკისრებია.

ახლა ადვილი მისახვედრია, რატომ არ ასრულებს ხელისუფლება დაპირებას და რატომ არ ხსნის საწარმოებს. აზრი არ აქვს თურმე, რადგან, სანამ საწარმო გაიმართება, სანამ წაგებაზე იმუშავებს, მანამდე სახელმწიფო დააფინანსებს, აი, მერე კი გაყიდის და მომგებიანი საწარმოს მფლობელი რომელიმე ბიზნესმენი გახდება. მერე ყველას დაავიწყდება, რომ ეს საწარმო თავის დროზე სახელმწიფომ შექმნა და… რეალურად არ გვაქვს არაფერი, ვერ თუ არ ვაწარმოებთ პრაქტიკულად არაფერს და სახელმწიფო, რაც გააჩნია, იმასაც იშორებს. უკვე არასერიოზულიც არის მინერალურ წყლებსა და ღვინოზე საუბარი, რადგან ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი ეს პროდუქტები მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანას _ რუსეთს სჭირდება, იმ რუსეთს, რომელთანაც მუდმივად ვცდილობთ ურთიერთობის გაფუჭებას. ევროპულ ბაზარზე ჩვენი მინერალური წყლები ფრანგულმა და შვეიცარიულმა კომპანიებმა არ შეუშვეს, ღვინოები პორტუგალიურმა, ფრანგულმა და ესპანურმა კომპანიებმა განდევნეს და ამიტომაცაა, საქართველოს ექსპორტის ლამის 90 პროცენტი რუსეთზე რომ არის ჩამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელ მეზობელს ყოველდღიურად ვლანძღავთ, ჩვენი პროდუქცია იქ მაინც შეაქვთ. ვინმეს წამით მაინც თუ უფიქრია, ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა საქართველოდან საქონლის მიღებაზე უარი რომ თქვას, რა მოხდება? ვერსად ვერაფერს გავყიდით და სახელმწიფოც არ განახორციელებს სუბსიდიას. აკი გვეუბნებიან კიდეც, _ სუბსიდიები დაივიწყეთო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ მის ხელთ არსებული საწარმოების განვითარებაში სახელმწიფო არაერთმილიონიან ინვესტიციას ახორციელებს. კიდევ ვიმეორებთ: არ არის ეს ცუდი, მაგრამ ცუდი ის არის, უკვე მოგებაზე გასული საწარმო სახელმწიფოს აუქციონზე რომ გააქვს და თავიდან იშორებს.

ისე, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანს უცნაური, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ მომგებიან საწარმოებს რიგითი ადამიანები ვერ იყიდიან და ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ჩაიგდებენ ხელში. შესაბამისად, სახელმწიფოს ფული წყალში კი არ გადაიყრება, კარის ბიზნესმენების კიდევ უფრო გასაძლიერებლად იქნება გამეტებული და კონკრეტული ადამიანები ამ ყველაფრით ხელსაც მოითბობენ.

ვერ გეტყვით, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ სამუშაოს შოვნა, თუნდაც მძიმე სამუშაოსი, საქართველოში ფუფუნება გახდა. დამშეული ხალხი თანახმაა ყველაფერზე, ოღონდაც კი ოჯახის წევრები შიმშილით არ დაეხოცოს, მაგრამ სამუშაო, უბრალოდ, არ არის. გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მოქმედი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საწარმოების გახსნის ინიციატივითა და დაპირებით აღარ გამოვა, რადგან ხალხმა ზუსტად იცის, არ არის გამკეთებელი და აღარც დაუჯერებს. აი, ოპოზიცია კი ამის პირობას აუცილებლად დადებს და დადებს იმ იმედით, რომ ამომრჩეველს მის მიერ გაცემული დაპირებები ექნება დავიწყებული. საწარმოებსა და სამუშაო ადგილებს ისიც გვპირდებოდა, მაგრამ არც მას შეუსრულებია.

საარჩევნო ციებ-ცხელების დაწყებამდე კი ვიყოთ მშვიდად, ვუყუროთ არაფრისმომცემ “რიყის დოქებს” და დაველოდოთ, რას დააფასებენ ოპოზიცია თუ ხელისუფლება ჩვენს ხმებს. ცხადია, ხმის სანაცვლოდ ფულის გადახდა მათ არ ენანებოდათ და გამონაკლისი არც 2020 იქნება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here