Home სხვადასხვა დაიჯესტი ვინიცაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი მიიტაცეს

ვინიცაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი მიიტაცეს

709
ვინიცაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი მიიტაცეს

15 დეკემბერს, სანამ კიევში მიმდინარეობდა .. გამაერთიანებელი კრება, დილის მსახურების ჩატარების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვინიცის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს.

მართლმადიდებელი ჟურნალისტების კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 დეკემბერს, დილით, ტაძართან მივიდა სპორტული აღგანობის დაახლოებით 20 ახალგაზრდა მამაკაცი და დაცვის წევრებს კომპლექსის ყველა ოთახის კარის გასაღებები წაართვა. “აიღეთ თქვენი რაღაცები და წადით!” _ განუცხადეს მათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს.

უკრაინის უშიშროების სამსახური ცდილობს, აიძულოს ვინიცის ეპარქიის ეპისკოპოსები, მხარი დაუჭირონ მიტროპოლიტ სიმეონს მის მისწრაფებაში, მონაწილეობა მიიღოს ახალი ეკლესიის შექმნაში, _ განაცხადა ტელეარხ “112 უკრაინის” ეთერში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა კლიმენტმა.

მისი თქმით, ვინიცის ეპარქიის საკათედრო ტაძარში მსახურების ჩატარების შემდეგ მივიდნენ უცნობი მამაკაცები, რომლებმაც მოითხოვეს ტაძრის კარებისა და ტერიტორიაზე შესასვლელების ელექტრონული გასაღებების გადაცემა. ამჟამად იქ გაჩნდა ახალი დაცვა, რომელიც ტაძარში არ უშვებს მღვდელმსახურებს.

“არის ინფორმაცია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური აქტიურად ცდილობს, აიძულოს ვინიცის ეპარქიის მღვდელმსახურები, მხარი დაუჭირონ მათი მმართველი იერარქის ავტოკეფალიურ განწყობებს, ანუ მხარი დაუჭირონ მის იდეას, მონაწილეობა მიიღოს ახალი საეკლესიო სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. რადგან ვინიცელი სასულიერო პირების უმრავლესობა კატეგორიული წინააღმდეგია ასეთი იდეისა, არსებობს მუქარა ვინიციელი მღვდელმსახურებების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეეცდებიან დაიცვან თავიანთი კანონიკური პოზიცია”, _ განაცხადა არქიეპისკოპოსმა.

ვინიცის ეპარქიის მმართველი, ვინიცისა და ბარსკის მიტროპოლიტი სიმეონი ერთადერთი იერარქია, რომელმაც ხელი არ მოაწერა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილებას ე.წ. გამაერთიანებელი კრების უარყოფის შესახებ. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებიდან მხოლოდ ორი _ ის და პერეიასლავ-ხმელნიცკისა და ვიშნევსკის მიტროპოლიტი ალექსანდრე დრაბინკო მონაწილეობდნენ ე.წ. გამაერთიანებელ კრებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო სწორედ მიტროპოლიტ სიმონს ლობირებს უკრაინის გაერთიანებული ეკლესიის მეთაურის პოსტზე.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here