Home რუბრიკები პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე, რუსული პროპაგანდის კი არა, დანაშაულის კონკრეტული ფაქტებისა და სტატისტიკური...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე, რუსული პროპაგანდის კი არა, დანაშაულის კონკრეტული ფაქტებისა და სტატისტიკური მაჩვენებლების შედეგია

გიორგი აბაშიშვილი

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა .. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის შესახებ საგანგებო თათბირი გამართა. ერთერთი პირველი, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებაზე ალაპარაკდა, გერმანიის ხელისუფლებაა. ამის შესახებ გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა მიუნხენის უსაფრთხოების სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელაგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიუნხენში მყოფ საქართველოს დელეგაციას ქვეყნის პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობდა. სწორედ ვიზალიბერალიზაცია იყო ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საქართველოს წარმომადგენლებს შეხვედრებისას საუბარი მოუწიათ.

გერმანია შეშფოთებას გამოთქვამს თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ტენდენციის გამო და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ იქნას გამოყენებული. რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ უვიზო მიმოსვლის ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც გამოეხმაურა: “ჩვენ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის მონაპოვარი, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება, მონაპოვართან ერთად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რათა რეალურად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომლებსაც გვაძლევს ვიზალიბერალიზაცია. საჭიროა, ვიყოთ უფრო ფრთხილად; შესაბამისად, მეტი ვესაუბროთ ჩვენს ირგვლივ მყოფებს იმ სიკეთეებსა და საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში ჩვენ წინაშე დადგეს. ვიზალიბერალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობა, ეს კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ. რაც შეეხება შეჩერების რისკებს, ამ ეტაპისთვის ეს არ არსებობს, მაგრამ, საზოგადოდ, ევროპაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების შესახებ, კრიმინალთან დაკავშირებულს ან ა.შ., დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ ინფორმაციის წარმომავლობის წყაროს. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან დიდი პროპაგანდისტული მტერი რუსეთის სახით, რომელიც ხშირ შემთხვევაში დიდი სიამოვნებით ეცდება მაქსიმალურად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს შესახებ და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომლითაც სრულიად არ არის ბედნიერი. შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში ეს არსებობდეს. ეს ფაქტორი არსებობს და ამის იგნორირება არ შეიძლება”, _ განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველო და მსოფლიომეტი თვალსაჩინოებისა და დაფიქრებისთვის რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს შეგახსენებთ:

1.საბერძნეთში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდიც დააკავეს. საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, სპეცოპერაცია ოთხთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ჩატარდა. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს;

2.ფრანგმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს მეორე მოქალაქის დაჭრაშია ეჭვმიტანილი;

3.ავსტრიაში მაღაზიების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 25 და 31 წლის ქართველები ქალაქ პინკაფელდში აიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს 6 ათასი ევროს ღირებულების სუნამოების მოპარვა ბრალდება, თუმცა დაკავებულები ეჭმიტანილნი არიან სხვა მსგავსი დანაშაულის ჩადენაშიც 9 სხვადასხვა ქალაქში;

4.ესპანეთში დააპატიმრეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათ ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და ექვსი სახლის გაძარცვა. სამართალდამცველებმა ნაქურდალის ნაწილი _ ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შესაღწევად საჭირო ხელსაწყოები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს;

5.ესპანეთისა და საქართველოს კრიმინალური პოლიციის, აგრეთვე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. შსს-ს ცნობით, ესპანეთის სამეფოს ქალაქებში _ მადრიდსა და ბარსელონაში _ ერთდროულად ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის შედეგად დაკავებულია 23 პირი, მათ შორის, საქართველოს 19 მოქალაქე;

6.გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს 28 მოქალაქე. იტალიური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სმართალდამცველებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში იპოვეს საცავი, რომელშიც დამნაშავეები მოპარულ ნივთებს ინახავდნენ, შემდეგ კი საქართველოში აგზავნიდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ქართველების დაჯგუფებამ იტალიის სხვადასხვა რეგიონში 87 სახლი და ოფისი გაქურდა;

7.გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მაღაზიიდან პრინტერის კარტრიჯების ქურდობისთვის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაღაზიის თანამშრომელმა დაინახა, როგორ მალავდა პრინტერის კარტრიჯებს ქურთუკის ქვეშ ერთ-ერთი მომხმარებელი და პოლიცია გამოიძახა.

ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ კრიმინალური ფაქტებისა, რომელთა შესახებაც თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლოგიკით, უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს ქურდობისა და ყაჩაღობისთვის რომ აკავებენ, თურმე რუსული პროპაგანდის შედეგი ყოფილა. ქვეყანა რომ უკიდურეს გაჭირვებაშია და საზღვარგარეთ წამსვლელთა რაოდენობა გაორმაგდა, ესეც რუსული პროპაგანდის ნაწილი ყოფილა! მალე, ალბათ, იმასაც იტყვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატივცემულო უფროსო, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობაც რუსული პროპაგანდის ნაწილია და წარმოიდგინეთ _ თქვენი წონის მკვეთრად შემცირებაც კი. ხანდახან, წონასთან ერთად, ტვინის განლევასთანაც რომ გვაქვს საქმე, ესეც რუსული პროპაგანდის ნაწილია და, საერთოდ, რაც ჩვენს თავს, ჩვენივე უგუნურებით ხდება, ყველაფერი რუსული პროპაგანდის ბრალია!

P.S. ურიგო არ იქნებოდა, მაღალჩინოსნები მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ თავიანთ ნათქვამს. საკუთარი უუნარობის, უგნურების, უზნეობის, უცოდინარობის, უსაქმურობის სხვისთვის გადაბრალება გამოსავალი არ არის. ფაქტია: ემიგრაციაში წამსვლელთა და უცხოეთში დანაშაულის ჩამდენთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა და ამიტომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, პროპაგანდის კი არა, კონკრეტული ფაქტებისა და სტატისტიკური მაჩვენებლების შედეგია.

გიორგი გელაშვილი

2 COMMENTS

  1. Amdeni idioti sad monaxes am amerikis specsamsaxurebma.nu eseni rom qartvelebi ar arian gasagebia magram amat shemxedvare ukve qartvelad kopna rom uxerxulia esec faqtia misgcies somxebma misas .mokled es 2 gazet tqveni da asavali rom ar arsebobdes sheidleba martla ragac tavi moikla adamianma imitom rkm ipiqreb marto xar ar sammaroshi.ar vici ramdenad gasagebad chamovakalibe chemi satqmeli ,magram unda gamigot kvelaperi amisgan rac xdeba shokshi var,sul megona bolo 25 celi rom ragac sheicvleboda da vikavi optimisti magram umve namdvila arspris imedi agar maqvs,Gmerto nutu ar gsmoachen iset adamians vinc gadzgvarchens am sulit mentslobit da pizikurad aqotebuli brbosgan

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here