იტალიის ქალაქ ვენეციის მემარჯვენე მერმა ლუიჯი ბრუნიარომ პოლიციას უბრძანა, ესროლონ ნებისმიერს, ვინც ქალაქში “ალაჰ აკბარს” დაიყვირებს.
“ალაჰ აკბარ” არაბულად ნიშნავს “ღმერთი დიადია”. ამ სიტყვებს ისლამისტები ტერორისტული თავდასხმებისას გაჰყვირიან, მაგრამ, როგორც წესი, მუსლიმური ლოცვისას გამოიყენება. ვენეციის მერის აზრით, მიუღებელია ამ ფრაზის ქალაქის პოპულარულ ტურისტულ სივრცეებში დაყვირება.
“თუ ვინმე შევარდება წმინდა მარკოზის მოედანზე “ალაჰ აკბარის” ყვირილით, ჩვენ მას გავანადგურებთ. მათ სურთ ალაჰთან მოხვედრა და ჩვენ გავუშვებთ ალაჰთან, სანამ თვითონ დაგვარტყამენ”, _ განაცხადა ლუიჯი ბრუნიარომ.