Home სხვადასხვა დაიჯესტი ვაშინგტონი მზად არის, უკრაინა მოსკოვს დაუთმოს

ვაშინგტონი მზად არის, უკრაინა მოსკოვს დაუთმოს

ექსპერტმა გააფრთხილა კიევი მოსალოდნელ ცვლილებებზე

2121
დიმიტრი კორნეიჩუკი

უკრაინელმა პოლიტიკურმა ექსპერტმა დიმიტრი კორნეიჩუკმა უკრაინაში მოვლენების განვითარების ვარიანტებზე ისაუბრა. მან ინტერნეტპორტალ golos.ua განუცხადა, რომ უკრაინა ამოგდებულია აშშის მთავარი პრიორიტეტების სიიდან.

უკრაინელმა ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის პრეზიდენტის ცოტა ხნისწინანდელ გამოსვლაზე ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე. დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში დიდი ყურადღება დაუთმო ირანს და სრულიად უგულებელყო უკრაინის თემა. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური კიევი ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს.

“თავის გამოსვლაში ტრამპს არაფერი უთქვამს უკრაინაზე. ამ მომენტში უკრაინა არ შედის აშშ-ის ინტერესების სფეროში, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაზე გავლენას რუსეთს უთმობს. ტრამპს განზრახული არ აქვს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე”, _ ასე შეაფასა ვითარება დიმიტრი კორნეიჩუკმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here