Home სხვადასხვა დაიჯესტი ვაქცინაციისადმი ევროკავშირის ინტერესის კორუფციული შემადგენელი

ვაქცინაციისადმი ევროკავშირის ინტერესის კორუფციული შემადგენელი

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში Pfizer-ის ხელდასხმული პირია

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის, პიერალენ დეპოს, მიერ დაწერილმა რამდენიმე სტრიქონმა ნავთი დაასხა აუცილებელი ვაქცინაციისა და სანიტარული პასპორტების წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციების ცეცხლზე.

ფრანგმა ჟურნალისტმა საზოგადოებას ამცნო, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენის ქმარს, ჰაიკო ფონ დერ ლაიენს, სამედიცინო დირექტორის პოსტი უკავია ამერიკულ ბიოტექნიკურ კომპანია Orgenesis-ში, რომელიც გენური თერაპიის სფეროში მუშაობს.

კოვიდის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ ვაქცინებში აღმოაჩინეს მკურნალობის გენური მეთოდები”, _ საკმაოდ გამჭვირვალედ მიანიშნა დეპომ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ამერიკელი მატრიცული რიბონუკლეინური მჟავის (მრნმ) ვაქცინები _ Pfizer და Moderna. ამ ვაქცინებს უზარმაზარი რაოდენობით ყიდულობს ევროკავშირი.

სკანდალური ინფორმაცია ხანძარივით მოედო სოციალურ ქსელებს და მრავლისმნახველი ფრანგების გაოცება გამოიწვია. “ურსულა ფონ დერ ლაიენს, მილიონობით დოზა ვაქცინის მთავარ შემსყიდველს, როგორც ირკვევა, ჰყავს ქმარი ჰაიკო, რომელიც ხელმძღვანელობს ბიოტექნოლოგიურ კომპანია Orgenesis-ს. ეს კომპანია კი მუშაობს გენური თერაპიის მეთოდებზე. აი ახლა უკვე ყველაფერი ნათელია”, _ დაწერა ცნობილმა ფრანგმა ეკონომისტმა და მეწარმემ ფრანსუა დიუკროკმა.

უნდა ითქვას, რომ კორუფციული სკანდალები და ნათლიდედობაში ბრალდებები მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში თან სდევდა ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩვენი ყველაზე სუსტი მინისტრია. მაგრამ ეს აშკარად საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირს უხელმძღვანელოს!” _ განაცხადა 2019 წლის 2 ივლისს, იმხანად გერმანიის თავდაცვის მინისტრ ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენის დღეს გერმანიის სოციალდემოკრატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა და ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა მარტინ შულცმა.

2013 წლის დეკემბერში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განუყრელი მეგობარი, ექიმიგინეკოლოგი დანიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრად. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის 5 წლის განმავლობაში ურსულა ფონ ლაიენმა შეძლო, პრაქტიკულად დაენგრია გერმანიის არმია. 2019 წელს, როცა ფრაუ ურსულამ თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა, გერმანული გამანადგურებლების _ Eurotighterისა და Tornado _ მხოლოდ 50%, დამრტყმელი ვერტმფრენების 23% და წყალქვეშა ნავების მხოლოდ 17% იყო ბრძოლისთვის მზად.

და ეს ყველაფერი არ არის. 2014 წლის სექტემბერში ნორვეგიაში ნატოს მანევრების მიმდინარეობისას ტექნიკის უკმარისობის გამო გერმანელი ჯარისკაცები იძულებულნი იყვნენ, შაშხანების ნაცვლად გამოეყენებინათ… ცოცხები. “ბუნდესვერში ვითარება კატასტროფულია. ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობა დაზიანებულია”, _ განაცხადა გერმანიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რუპერტ შოლცმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის კიდევ ერთი “მიღწევა”, რომლის გამოც სკანდალი აგორდა, იყო სამანქანო სასწავლო იალქნიანი ხომალდის, Gorch Fock-ის, რეკონსტრუქცია. ხომალდის აღდგენით სამუშაოს დაგეგმილზე 10-ჯერ მეტი თანხა დასჭირდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის არაკომპეტენტურობა აშკარა იყო ყველასთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მედიცინაში მისი სადოქტორო დისერტაციის გვერდების 43,5% პლაგიატია და წყაროები არასწორად არის ციტირებული. სამაგიეროდ, ფრაუ მერკელის პროტეჟემ შესაშური უნარები გამოავლინა კორუფციაში. 2018 წლის დეკემბერში ბუნდესტაგმა გამოძიება დაიწყო ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ, რომელიც კორუფციაში, თანხების გაფლანგვასა და კონტრაქტების განაწილებისას თავისი ახლობლებისთვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულეს.

გერმანიის ფედერალურმა აუდიტორულმა სამმართველომ, რომელიც სწავლობდა თანხების მოძრაობას გერმანიის მთავრობაში, ათობით დანაშაული გამოავლინა თავდაცვის სამინისტროში კონსულტანტების დაქირავებისას. 2015 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 100 მლნ ევრო დახარჯა კონსულტანტებზე, მაგრამ ოფიციალურად გამოცხადებული თანხა 2,2 მლნ იყო. ერთი წლის შემდეგ სამინისტრომ 150 მლნ ევრო დახარჯა კონსულტანტებზე, ოფიციალურად კი გამოაცხადა, რომ ამისთვის 2,9 მლნ დასჭირდა.

2014-2015 წლებში ევროკომისიის ხელმძღვანელობისას ურსულა ფონ დერ ლაიენს არ დავიწყებია თავისი ჩვევები. 2021 წლის 20 მაისს მან მესამე კონტრაქტს მოაწერა ხელი ფარმაცევტულ კომპანიებთან _ Biontech-სა და Pfizer-თან _ კიდევ 1,8 მლრდ დოზა ვაქცინის შესყიდვაზე 2021-2023 წლებში. ერთი დოზის ფასი 19,5 ევროა, რაც 4 ევროთი მეტია ევროკავშირისა და Pფიზერ-ს შორის პირველი კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასზე. ამის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა ბულგარეთის პრემიერმინისტრმა ბოიკო ბორისოვმა. “ახალმა კონტრაქტმა საყოველთაო განცვიფრება გამოიწვია, _ წერდა რუმინული გაზეთი Active News-ი. _ უწინარესად, იმიტომ, რომ ვაქცინების რაოდენობა 3-ჯერ მეტია ევროკავშირის მოსახლეობის ამჟამინდელ რაოდენობაზე. მეორე _ იმიტომ, რომ 2023 წლის ბოლო, როცა კონტრაქტის ვადა ამოიწურება, ემთხვევა ვაქცინის ტესტირების პერიოდის დასრულებას. მესამე _ საიდან იცის ფონ დერ ლაიენმა, რომ პანდემია 2023 წლამდე გაგრძელდება და ევროპაში ათეულობით მილიარდი ევროს ზედმეტი ვაქცინა არ დარჩება?”

აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ურსულა ფონ დერ ლაიენის მეუღლე, Orgenesis-ის სამედიცინო დირექტორი ჰაიკო ფონ დერ ლაიენი, ისევე, როგორც Orgenesis-ის ვიცეპრეზიდენტი ვინსენტ ვანდამი ადრე 11 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია GlaxoSmithKline (GSK)-ში. ვანდამს GSK-ში მისვლამდე 8 წლის განმავლობაში ეკავა ხარისხის დირექტორის თანამდებობა… Pfizer-ში Orgenesis-ის ბევრი სხვა თანამშრომელიც მუშაობდა.

2019 წლის აგვისტოში GlaxoSmithKline-მა და Pfizer-მა განაცხადეს თავიანთი რამდენიმე ბიზნესის გაერთიანებისა და ერთობლივი საწარმოს, GSK Consumer Healthcare-ს, შექმნის შესახებ, ხოლო 7 თვის შემდეგ მსოფლიომ “პანდემიის” შესახებ შეიტყო.

კომპანია Orgenesis-ი, რომელშიც მუშაობს ევროკომისიის ხელმძღვანელის ქმარი, ისევე, როგორც GlaxoSmithKline-ი, აქტიურად მონაწილეობდა Pfizer- ის ვაქცინის შექმნაში, ახლა კი მუშაობს პროგრამა BioChield-ზე. ამ პროგრამის მიხედვით, კაცობრიობისთვის უნდა შეიქმნას სუპერვაქცინა, რომელსაც ჯერ თაგვებზე ცდიან.

საინტერესოა, რამდენ მლრდ ევროს დახარჯავს ურსულა ფონ დერ ლაიენი იმ ახალი სუპერვაქცინის შეძენაზე, რომელსაც მისი მეუღლე შექმნის.

ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here