Home რუბრიკები პოლიტიკა ვასალის სინდრომით შეპყრობილი საქართველოს ხელისუფლების ისტორიის მრუდე სარკე ანუ ვინ არის მეგობარი...

ვასალის სინდრომით შეპყრობილი საქართველოს ხელისუფლების ისტორიის მრუდე სარკე ანუ ვინ არის მეგობარი და ვინ _ ოკუპანტი

დიდგორი

საქართველოს ხელისუფლების უნიათობას, სიმხდალეს სხვა ქვეყნების ხელისუფლებისადმი, “სტრატეგიული პარტნიორიიქნება თუ მტრულად განწყობილი _ მონურ, ვასალურ მორჩილებას, საზღვარი არ აქვს

23 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა რაოდენობით 5-6-ჯერ მეტ კოალიციურ ლაშქარზე (თურქები ქართველებზე 5-6-ჯერ მეტნი იყვნენ) დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად 12 აგვისტოს “დიდი გამარჯვების დღედ” გამოცხადებას, მაგრამ ამჟამად ამ კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში აღარ დგას. მიზეზი არის ის, რომ პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს თურქეთის საელჩომ თხოვნით (უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით _ მოთხოვნით) მიმართა, დიდგორი ჩვენი დამარცხების დღეა, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეული უსიამოვნება შეიტანოს ჩვენს ურთიერთობაში და ამიტომ ამ საკითხს ნუ განიხილავთო. კვირიკაშვილმაც, რომელიც თურქეთსსაქართველოს ისტორიულ მეგობარსუწოდებს, საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის შეჩერება მოსთხოვა

საშინაო საქმეებში ასეთ უხეშ ჩარევას არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ მოითმენდა, ამის მოთმენა მხოლოდ “დამოუკიდებელი” საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, რომელიც ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს, თვალებში შესციცინებს საქართველოს ყველა ისტორიულ მტერს.

თურქეთს მიტაცებული აქვს ძირძველი ქართული მიწები _ ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქები, სამხრეთდასავლეთი მესხეთის ისტორიული რაიონები _ პარხალი, სპერი (ტაოკლარჯეთი), სულ 12 ათას კვ.კმზე მეტი ფართობი, ამ ტერიტორიებზე არსებული ქართული ტაძრების უმრავლესობა მეჩეთებად გადააკეთეს. საუკუნეების განმავლობაში ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ საქართველოს, იტაცებდნენ და სტამბოლის ბაზარზე მონებად ჰყიდიდნენ ქართველებს, ძირითადად, მოზარდებს. თურქულ სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილია რუკები, რომლებზეც აჭარა თურქეთის ნაწილია, თურქულ ენციკლოპედიაშიც ასეადა ამის შემდეგ, როგორ შეიძლება მოგიბრუნდეს ენა და თქვა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია. ჩვენი ისტორიული გამარჯვების აღნიშვნაზე უარი იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ეს თურქეთს აღიზიანებს?!

ამიტომ უნდა დავივიწყოთ დიდგორის ბრძოლა? ბასიანის ბრძოლა (1202 წელს) თურქ-სელჯუკთა დამარცხება ტაო-კლარჯეთში 1116 წელს და სხვა? როგორც ჩანს, ვასალის სინდრომი ისე ღრმად არის გამჯდარი საქართველოს ხელისუფლებაში, რომ ამ ადამიანებს ცნობიერება გამრუდებული აქვთ და ისტორიის მრუდე სარკეში ჩახედვას თავს ვერ ანებებენ.

ორიოდე დღის წინათ კი პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ისტორიული სიბრძნე გადმოაფრქვია:

გიორგი კვირიკაშვილი-ესჰაყ ჯაჰანგირი

22 აპრილს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველ ვიცეპრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირისთან შეხვედრისას კვირიკაშვილმა ისე განაცხადა, “ირანსა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს”-ო (? _ ნ.კ), თითქოს ირანისა (ადრე _ სპარსეთის) საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ ია-ვარდით იყო მოფენილი, თითქოს არ ყოფილა მარტყოფზე ქართველების ბრძოლა (1625) ყორჩიხა ხანის ყიზილბაშებთან, თითქოს არ ყოფილა კრწანისის ბრძოლა (1795 წ.) სპარსელებთან (აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობით), არც 300 არაგველს შეუწირავს სიცოცხლე სამშობლოსთვის, არც მარაბდის ბრძოლაში დაღუპულა 9 ძმა ხერხეულიძე, არც შაჰ-აბასს წაუსხია ტყვედ ასი ათასობით ქართველი გოგო-ბიჭი…

კვირიკაშვილს არ ახსოვს, ალბათ, არც უსწავლია საქართველოს ისტორია, მაგრამ, სამწუხაროდ, კარგად ასწავლეს, როგორ მოუხაროს ქედი ყველას, ვინც კი საქართველოს საწინააღმდეგოს განიზრახავს.

თურქეთი 896 წლის წინათ ჩვენ მიერ მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებაზე დუმილს მოითხოვს ჩვენგან, _ არ იზეიმოთო; ირანი ირანელი ტურისტი ქალების სახის დანახვას გვიკრძალავს; სომხეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად არ აღიარებს, თანაც, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 442 ქართულ ეკლესიას გვედავება, აზერბაიჯანი _ დავითგარეჯას; სტრასბურგის სასამართლოს ფეხზე ჰკიდია საქართველოს უზენაესი სასამართლო; უკრაინა ძებნილ სააკაშვილს გუბერნატორად ნიშნავს და საქართველოს ხელისუფლებას არად აგდებს; აშშ მინისტრებს გვინიშნავს და გვეუბნება, თქვენზე უკეთესად ვიცი, რომელ პარტიასა და პოლიტიკოსს რა რეიტინგი აქვსო

მოკლედ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების აზრით, აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან, თურქეთი და ირანი _ ისტორიული მეგობრები, სომხეთი _ კეთილი მეზობელი, მხოლოდ რუსეთია ოკუპანტი…

აქ, როგორ შეიძლება, არ გაგახსენდეს ილია ჭავჭავაძის “ქვათა ღაღადი”:

ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი დედამიწის ზურგზე ძნელად თუ მოიპოვება სხვა. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება მოსპონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდან აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქოს არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ”…

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here