32 წლის კანადელი მსახიობის _ ელენ პეიჯის “ცოლი” 24 წლის მოცეკვავე ემა პორტნერია. შავ–თეთრ ფოტოზე აღბეჭდილია ორი შიშველი, ამძუვნებული დედაკაცი. ფოტოსურათის მინაწერში მსახიობი ულოცავს ინტერნეტმომხმარებლებს გეიაღლუმის გამართვას: “ბედნიერ აღლუმს გისურვებთ! გიგზავნით სიყვარულს!”
სექსუალურმა ფოტომ აღაფრთოვანა მისი თაყვანისმცემლები. ერთ დღე-ღამეში ფოტომ 400 ათასზე მეტი “ლაიქი” აკრიბა.
შეგახსენებთ, რომ ელენ პეიჯმა თავისი ლესბოსელობა გაამჟღავნა 2014 წლის თებერვალში, 2018 წელს კი დაქორწინდა ემა პორტნერზე. ეს წყვილი აქტიურად უჭერს მხარს ლგბტ-მოძრაობას.
პეიჯმა სახელი გაითქვა კინოფილმ “ჯუნოში” მთავარი როლის შესრულებით. იგი მონაწილეობდა ფილმებში: “დასაწყისი”, “იქს ადამიანები”, “ამერიკული დანაშაული”, აგრეთვე, პოპულარულ სერიალებში.