ვარკეთილში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, მათ გასროლის ხმა რამდენიმე წუთის წინ გაიგეს. დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.
როგორც “საქართველო და მსოფლიოს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.