Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: იქ, სადაც ქურდობა ცოდვაა, და არის ნამდვილად, არ შეიძლება, მამათმავლობა...

ვაჟა ოთარაშვილი: იქ, სადაც ქურდობა ცოდვაა, და არის ნამდვილად, არ შეიძლება, მამათმავლობა ნორმად წარმოჩნდეს!

ვაჟა ოთარაშვილი

რამდენიმე დღის წინათ თბილისის #51- საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ისინი ქუჩაში ხმამაღლა სკანდირებენ სიტყვებს: “ქურდებს სიცოცხლე!”, აჟიტირებულმა ლიბერალურმა მედიამ, როგორც ყოველთვის, აპოკალიფსური სურათი დახატა. უამრავი კომენტარი და პოსტი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებშიც, რომ თურმე ქვეყანაში რუსული გავლენის ფონზე ბნელი საბჭოთა კრიმინალური მენტალიტეტი ძლიერდება

ფეიკებისა და ცრუ პროპაგანდის ფლაგმანმა “მთავარმა არხმა”, რომლის დირექტორი ნიკა გვარამია წლების წინათ განათლების სისტემას მინისტრის რანგში ანგრევდა, ამ თემაზე სპეციალური სიუჟეტიც მოამზადა, რომელშიც ყველაფერი სწორედ განათლების სისტემის გაუმართაობას დაბრალდა. კერძოდ, სიუჟეტში ითქვა, რომ დღევანდელი ქართული განათლება ვერ უზრუნველყოფს ახალგაზრდების სწორ გზაზე დაყენებას, მათ შორის სწორი პრიორიტეტების დასახვას და, რაც მთავარია, სკოლებში ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრას, რომელიც, თურმე, ივანიშვილის “პრორუსული” ხელისუფლების პირობებში კრიმინალური სამყაროს რომანტიზების შედეგია (სიუჟეტში ნახსენები იყო ხორავას ქუჩის ტრაგედია, შაქარაშვილის საქმე და ა.შ.). მოკლედ, “მთავარი არხი”, რომელიც უპირისპირდება ეკლესიას, სამღვდელოებასა და ტრადიციულ ფასეულობებს, ამ შემთხვევაში ქართული განათლებისა და მომავალი თაობების “კეთილდღეობის” სადარაჯოზე აღმოჩნდა, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე იმავე “მთავარმა არხმა”, სხვა ლიბერალურ მედიასაშუალებებთან ერთად, ამ დღეებში სიუჟეტების ციკლი მიუძღვნა წინა კვირას “თბილისი პრაიდის” მიერ სხვადასხვა ღონისძიების სახით ჩატარებულ ლგბტ კვირეულს, ოღონდ, განსხვავებით ქურდული მენტალიტეტის გავლენებზე მომზადებული სიუჟეტისგან, ეს თემა აბსოლუტურად დადებითად, მამათმავლობის, როგორც მოვლენის, ნორმად წარმოჩენის კონტექსტში გაშუქდა _ თურმე, სოდომიის პროპაგანდა, განსხვავებით კრიმინალური მენტალიტეტისგან, დადებითი მოვლენა ყოფილა.

რა განაპირობებს ახალგაზრდების ნაწილში კრიმინალური მენტალიტეტის პოპულარობას და არის თუ არა ამ ყველაფრის “რომანტიზებაზე” არანაკლებ საფრთხის შემცველი ლგბტ პროპაგანდა, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნორმად გამოცხადებისა და სხვათათვის მისაბაძ მაგალითად თავსმოხვევის მცდელობაა?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, “მთავარმა არხმასპეციალური სიუჟეტი მოამზადა იმაზე, რომ თურმე ახალგაზრდებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს ქურდული მენტალიტეტი და ეს ყველაფერი განათლების სისტემის ბრალია. პარალელურად, “თბილისი პრაიდისმიერ ჩატარებულ ღონისძიებებზეც მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც ეს ღონისძიებები აბსოლუტურად დადებით კონტექსტში გაშუქდა. ერთი მხრივ, განათლების სისტემას აკრიტიკებენ, რომლის დანგრევაშიცმთავარი არხისგენდირექტორ გვარამიასაც მიუძღვის წვლილი და, მეორე მხრივ, მამათმავლობის რომანტიზებას, მის ნორმალიზებას ცდილობენ. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

_ ქართულ განათლებაზე ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ: ეს სისტემა უკვე დანგრეულია ლიბერალურ-ტროცკისტული ძალების მიერ. პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ სააკაშვილის მოსვლამდე, 2000 წელს, და მერე, როცა ნაციონალებმა ხელისუფლება ოფიციალურად ჩაიბარეს, კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდა. რაც შეეხება გვარამიას, რომელიც დღეს ლოყებს იხოკავს და თურმე ძალიან გულდათუთქულია იმით, რაც ამ სისტემაში ხდება, ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ შევახსენებ საზოგადოებას, რომ მას, ისევე, როგორც ნამინისტრალ ალექსანდრე ლომაიას, დიმიტრი შაშკინსა და სხვა მსგავს ნაცარამზადებს, თავის დროზე უზარმაზარი “წვლილი” მიუძღვით ქართული განათლების დასამარებაში; ეს ხომ ყველამ ვიცით?! გამომდინარე აქედან, ეს ოდიოზური სახეები რომ დღეს განათლების სისტემაში რაღაც პრობლემებზე გვესაუბრებიან, ცინიზმია და სხვა არაფერი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა ახალგაზრდებში ქურდული მენტალიტეტის არსებობაზე, როგორც საფრთხეზე, გვესაუბრება ხალხი, რომელიც იმავე ახალგაზრდების ცნობიერებაში მამათმავლობის ნორმად დამკვიდრებას ცდილობს. ქურდობა ნამდვილად ჯობია პედარასტობასა და ლესბოსელობას. ეს ვინმემ ისე კი არ უნდა გაიგოს, თითქოს მე ქურდულსვაწვები”, ღმერთმა დამიფაროს! ორივე ცოდვაა და ეს სახარებაში ნათლად წერია, მაგრამ იქ, სადაც ქურდობა ცოდვაა, და არის ნამდვილად, არ შეიძლება, მამათმავლობა ნორმად წარმოჩნდეს

_ სოდომური ცოდვის პროპაგანდა, რომელსაც ლიბერალური მედია სულ უფრო აქტიურად აწარმოებს, რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე?

_ საბედნიეროდ, 21-ე საუკუნე ინფორმაციის საუკუნეა, ამიტომ ძალიან ძნელია, რომელიმე მიკერძოებულმა მედიამ ვინმეს რამე ერთმნიშვნელოვნად მოახვიოს თავს, მაგრამ სოდომ-გომორული ცოდვის პროპაგანდა, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, დაუფარავად მიმდინარეობს ახალგაზრდებში, “ნაც-ქოცური” პარლამენტის მიერ თავის დროზე მიღებული ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის პირდაპირი შედეგია. ამ კანონმა უკვე მოიტანა ის, რომ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან პირდაპირ თუ ირიბ ლგბტ ტერორს და აწყდებიან უსამართლობას, რომელიც დღითიდღე სულ უფრო აუტანელია…

_ რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, მე ვარ პროფესორი და უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის დასაწყებად უნდა წარვადგინო ცნობა, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ ძალადობაში არ ვარ შემჩნეული ან ნასამართლევი. წარმოგიდგენიათ?! და ეს ცნობები მოატანინეს მათ შორის მღვდლებს, რომლებიც თეოლოგიაში კითხულობენ ლექციებს. არ არის ეს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი?! მეორე _ ის, რომ ამ დღეებში 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც თურმე გულდათუთქული არიან ქართულ დემოკრატიაზე და, საერთოდ, ქვეყნის მომავალზე, ხელი მოაწერა სოდომგომორული ცოდვის პროპაგანდის მხარდაჭერას, სხვა რა არის, თუ არა იმის დემონსტრირება, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი დღეს მთლიანად მიტაცებული აქვთ გარყვნილების პროპაგანდისტებს. ეს იყო ამ პარტიების საბოლოო ლუსტრაცია და, ქართველ ერს თუ ღირსება შერჩა, თვით ამ პარტიების აქტივისტებსაც ეხებათ ეს, ამის შემდეგ არც ერთ არჩევნებზე მხარდაჭერა არ უნდა აღირსოს. რაც შეეხება ისევ განათლებასა და განათლების სისტემას, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი: საბჭოური განათლება, წმინდა ქართული გადმოსახედიდან, გაცილებით ეროვნული იყო და ეროვნულ ცნობიერებას უღვივებდა ბავშვს, ვიდრე დღევანდელი ტროცკისტული განათლების სისტემა, თავისი სულელურაბსურდული, არაფრის მომცემი უნარჩვევების გამოცდებით. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ გადათელა მაღალი სულიერების მქონე კულტურები, მათ შორის საქართველოც… სამწუხაროდ, დასავლური ცივილიზაციებისგან დღეს ჩვენ ახალ მეცნიერულ მიღწევებსა და საგანმანათლებლო პროგრესს კი არ ვიღებთ, არამედ მხოლოდ ჩვენი სულიერებისა და ეროვნული ცნობიერებისთვის დამანგრეველ უარყოფით ტალღებს. და ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი მართლმადიდებელი ერი. სხვათა შორის, მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ 200 წელი ჩვენ ვიყავით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთიც იყო მართლმადიდებელი სახელმწიფო და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები ერთი გვქონდა, ჩვენ მან ვერ შეგვცვალა. ეს შეეხებოდა ქორწინების, დაკრძალვის, ყოფა-ცხოვრებისა და სხვა წესებს, ხოლო ევროპა არის კათოლიკური, კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა კი ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. არაფერს ვამბობ ამერიკაზე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, მიუღებელია ისეთი ცნობიერება, რომელიც თანხვედრილი არ არის მართლმადიდებლობასთან. ამას განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა. ეს ერთი. მეორე _ მინდა, ვკითხო იმ ლიბერალურ მედიასაშუალებებს, რომლებიც ვითომ პროდასავლურობის მანტიას ამოფარებულნი 24-საათიან რეჟიმში მამათმავლობის პროპაგანდას ეწევიან: ვინმეს გინახავთ დედაკაცების საშოს საშოზე ხახუნით ან უკანალიდან გამრავლებული კაცობრიობა?! ეჭვი მეპარება! გამომდინარე აქედან, თუ ჩვენ ბავშვებს ვუშლით ქურდულ მენტალიტეტს, ასევე უნდა ვუთხრათ სიმართლე მამათმავლობაზეც. დაუშვებელია, რომ ქვეყანა, რომელშიც ქრისტეს კვართია დავანებული, პროპაგანდას უწევდეს ამ გარყვნილებას. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ იმ ფონზე, როცა დემოგრაფიულად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, ფიზიკურად გაგვანადგურებს ეს მიდგომა…

_ ლიბერალური პროპაგანდა კი გვარწმუნებს, რომ ეს ღირებულებები გვაძლიერებს

_ მოდი, ასე შევხედოთ: 300 არაგველი მამათმავალი რომ ყოფილიყო, იომებდა კრწანისის ველზე, გაწირავდა თავს სამშობლოსთვის?! აქ სხვა მამაკაცურ, რაინდულ სინდრომზეა ლაპარაკი, ამიტომ ნუ ვეწინააღმდეგებით უფალს. უფალმა თავის ხატად გააჩინა კაცი კაცად და ქალი _ ქალად, ჩვენ კი რას ვაკეთებთ? უფლის ხატებას ვანგრევთ?! ეს არის დანაშაული მომავალი თაობების წინაშე… ბიბლიაში ბევრი მაგალითია ცოდვილის მიტევების, მაგალითად, ჯვარცმული ავაზაკყოფილი მონანიების შემდეგ პირველი შევიდა ცათა სასუფეველში, მეძავსა და მემრუშეს უფალი მიუტევებს თუ აღარ გაიმეორებენ ცოდვებს და წმინდანად ქცეულან მერე ეს ადამიანები… მამათმავალთა ცოდვა სოდომ-გომორის ცეცხლით მთავრდება და უმეტეს ყოველთა საძაგელია ეს ცოდვა უფლის წინაშეო, _ განმარტავენ წმინდა მამები… თუმცა მოწყალეა უფალი, თუ ადამიანი შეინანებს… აი, ეს არის სიმართლე და ეს არის რეალობა, ამიტომ აქ საგანგაშო ის კი არ არის, რას გაიძახოდნენ ბავშვები ქუჩაში, საგანგაშოა ის, რომ მათ სკოლებში არ ასწავლეს არაფერიქართულ სკოლებში აუცილებლად უნდა შევიდეს მართლმადიდებელი მღვდელი და აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია, როგორც საგანი. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჯანსაღი თაობა გვყავდეს, დღეს მასწავლებელს ღვთიმშობლის ხატის გაკვრაც კი ეკრძალება საკლასო ოთახში. თურმე ეს სხვა რელიგიური კონფესიების დისკრიმინაცია იქნება. რაც შეეხება გამოსავალს, თეორიულად ეს ძალიან მარტივია _ არ შეიძლება, ხელისუფლების სათავეში დარჩეს ორი ფაშისტური ძალა _ “ნაცმოძრაობადაქართული ოცნება”, ისევე, როგორც არ შეიძლება, დარჩნენ მათი განაყოფები _ გირჩები, ბანანები, ლელოები და მგელოები, აღმაშენებელდამაქცევლები, ევროპელმარსელები .. ესენი უკვე დაუფარავად უპირისპირდებიან უფალს და სწორედ აქ მოიტეხენ კისერს. საქართველოში ბოროტი ტახტს ვერ დაიდგამს. ნუ ეცდებიან ტყუილად ნურც მამათმავლები, ნურც გვარამიები და სხვები, რომ აქ ეს ყველაფერი ნორმად წარმოაჩინონ; ნუ ეცდება ამას ნურც დასავლეთი, ნურც აღმოსავლეთი, ნურც ჩრდილოეთი და სამხრეთი! საქართველო მაცხოვრის რჯულის ერთგული ქვეყანა იყო, არის და იქნება!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. მართალს ბრძანებს ბატონი ვაჟა _ ქურდობაც ცოდვაა და მამათმავლობაც, ორივე ადამიანის გადაგვარებას იწვევს. მაშ, რატომაა, რომ ლიბერალები აძაგებენ ერთს და გვაძალებენ მეორეს? მიზეზი ალბათ ისაა, რომ ქურდული მენტალიტეტი თავისი არსით მამათმავლობის მტერია და ამიტომ ადამიანის გადაჯიშებაზე დაგეშილი უწმინდურის მიმდევრები გმობენ ერთს და განადიდებენ მეორეს, რომ უფრო მცირე უბედურებამ ხელი არ შეუშალოს მათ, უფრო უარესი მოგვახვიონ თავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here