Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: თურქეთის ხელმძღვანელობის მსგავსი განცხადებები არა მხოლოდ ლექსად, პროზადაც დიპლომატიურ ენაზე...

ვაჟა ოთარაშვილი: თურქეთის ხელმძღვანელობის მსგავსი განცხადებები არა მხოლოდ ლექსად, პროზადაც დიპლომატიურ ენაზე არაერთხელ მოგვისმენია

ვაჟა ოთარაშვილი

რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტსივრცეში ელვისებურად გავრცელდა კადრები, რომლებზეც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთერთ გამოსვლაში ლექსს კითხულობს მესხეთზე. ერდოღანი მესხეთსთურქული მიწის ყველაზე გაძარცვულ ნაწილადმიიჩნევს, თავისიუძლეველი ჯარითმისი დაბრუნების სურვილს საჯაროდ აცხადებს და ევროპაამერიკისშეშფოთებასულ ფეხებზე ჰკიდია (არავინაც არ შფოთავს, მაგრამ მაინც). ეს ამბავი მოხდა ერთი წლის წინათ გამართულ თურქიმესხების საქართველოდან გასახლების თარიღისადმი მიძღვნილ (სამგლოვიარო) ღონისძიებაზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თავის დროზე საქართველოს უყველაფრო ხელისუფლებამ მომხდარი არ შეიმჩნია, ხოლო .. პროდასავლურმა ოპოზიციამ და ლიბერალურმა მედიამ მიზანმიმართულად მიჩქმალა, ფართო საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ ახლახან შეიქნა ცნობილი. რას ნიშნავს საქართველოსთვის ერდოღანის გაცხადებული სურვილები და რა პოლიტიკა შეიძლება გაატაროს ქვეყანამ საპასუხოდ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ერთერთ შეხვედრაზე წარმოთქმულმა ლექსმა, რომელშიც მესხეთი თურქეთის ისტორიულ მიწადაა გამოცხადებული, სრულიად საქართველო შეაშფოთა. ბევრი ექსპერტის აზრით, ეს გამოსვლა ნეოოსმალური იმპერიალიზმის დემონსტრირება იყო. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის?

_ უპირველესად უნდა ითქვას, რომ მესხეთი საქართველოს ძირძველი ისტორიული ტერიტორიაა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაშია. საქართველოს უძველესი ისტორიული ტერიტორიაა, აგრეთვე, ტაოკლარჯეთი, იმერხევი, შავშეთი, კოლაარტაანი და ასე შემდეგ, რომელთა ოკუპაცია ოსმალეთმა სისხლითა და მახვილით განახორციელა XVI საუკუნიდან. თვითონ ოსმალები აზიიდან შემოსული თურქსელჩუკური ტომია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, რომელთა დამპყრობლურმა პოლიტიკამ ასიათასობით ქრისტიანი ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს ყველაფერი აღნუსხულია “მატიანე ქართლისაი”-თ დაწყებული, როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში. თურქული მოდგმის ტომები მცირე აზიაში XI საუკუნის ბოლოდან გამოჩნდნენ, ქართველთა წინაპრები კი აქ უხსოვარი დროიდან, ქრისტემდელ პერიოდში ცხოვრობდნენ: ხალიბები, იბერები, ლაზები, ჭანები, კოლხები, მოსხები, იგივე მესხებიქართველები იაფეტის შვილებად იწოდებიან. ქართული დამწერლობაც ისეთივე უძველესია, როგორც ერი ქართველთა

მოკლედ ვიტყვი, ის, რაც ერდოღანმა ამ კონკრეტულ გამოსვლაში ყოველგვარი დიპლომატიური შეფარვისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, არის მისი და მისი პოლიტიკური გარემოცვის არახალი იდეოლოგიური მისწრაფება, რომელიც დღეს, როგორც არასდროს, გულისხმობს ოტომანთა იმპერიის ტერიტორიულ გაფართოებას, მათ შორის, ცხადია, საქართველოს ხარჯზეც.

ახლა რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, როგორც თურქეთის მეზობელი სახელმწიფოსთვის: ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გასული საუკუნეების განმავლობაში, 1080 წლიდან, როცა დიდი თურქობა დაიწყო, პრაქტიკულად, არც ერთი საუკუნე არ გასულა, რომ ოსმალეთის იმპერია არ შემოსეოდა საქართველოს. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი ისტორიკოსების გარდა არავის ახსოვს, თუმცა ხანდახან ისტორიაც ტოტალურად ყალბდება, რის მცდელობებსაც სხვადასხვა ფორმით ვხედავთ…

_ მაგალითად?

_ მაგალითისთვის თუნდაც დიდგორობის აღნიშვნის მიმართ ხელისუფლების პოზიციაც კმარა _ დღეს, პრაქტიკულად, თურქოფობიადაა გამოცხადებული ისტორიულ ფაქტებზე საუბარი. აქვე ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს აღვნიშნავ: მოგეხსენებათ, მე-17 საუკუნის ბოლომდე სამხრეთ კავკასიის დასაპყრობად ირანი და ოსმალეთი ექიშპებოდა ერთმანეთს. მე-17 საუკუნის ბოლოდან კი სამხრეთ კავკასიაში ახალი მოთამაშე _ რუსეთი გამოჩნდა როგორც კი გამოჩნდა მართლმადიდებელი რუსეთი, ვითარება ძირეულად შეიცვალა და შეიქმნა ახალი რეალობა, რომელიც საქართველოსთვის, როგორც მუსლიმანურ რკალში მოქცეული ქრისტიანი სახელმწიფოსთვის, აღმოჩნდა ერთგვარი შვება. ვიცი, რომ მედასავლეთე ურალიბერალები ამაზე გაგიჟდებიან, მაგრამ მე ისტორიულ ფაქტებზე ვლაპარაკობ; ფაქტი არის ის, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ, 1774 წლის 21 ივლისს, რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ქუჩუკკაინარჯის ზავი. ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ. ამ ხელშეკრულების 23- მუხლის თანახმად, ოსმალეთი სამუდამოდ იღებდა ხელს იმერეთისგან ხარკის აკრეფაზე; და, რაც მთავარია, ხელს იღებდა ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროებაზე, რაც ჩვენთვის ფაქტობრივად ნიშნავდა ფიზიკურ გადარჩენას. სხვათა შორის, სწორედ ეს ზავი გამოიყენა გმირმა მეფე სოლომონ I-მა იმისთვის, რომ ტყვეებით ვაჭრობა საბოლოოდ დაესრულებინა. შემდეგ ამას მოჰყვა თურქთა გარნიზონების განდევნა ქუთაისის, ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდათის ციხეებიდან, თუმცა მერე რუსეთის ეს წარმატება მიუღებელი აღმოჩნდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომელთა ჩარევითაც 1812 წელს გაფორმდა ბუქარესტის სამშვიდობო ხელშეკრულება. ვინც არ იცის, ამ ტრაქტატით ოსმალეთს უკან დაუბრუნდა საქართველოს ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის იმპერიას დაათმობინეს. აი, ასეთ სავალალო ფაქტებს გვეუბნება ისტორია რაც შეეხება კონკრეტულად მესხეთს, შეგახსენებთ, რომ მესხეთი არის ჯაყელების სამცხესაათაბაგო, სადაც სისხლის კალოებს ატრიალებდნენ ხან ოსმალები, ხან სპარსელები. ხელიდან ხელში გადადიოდა ციხეები, აწყურის იქნებოდა, თმოგვის, ასპინძის თუ სხვა ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ რომელ ჭკუათმყოფელ ქართველს ესიამოვნება დღეს, როდესაც მის ისტორიულ ტერიტორიაზე ვიღაც ამბობს, თურქეთის ყველაზე გაძარცულო მიწა-წყალოო? ეს დაუშვებელია, თუმცა თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მსგავსი განცხადებები არა მხოლოდ ლექსად, პროზადაც დიპლომატიურ ენაზე არაერთხელ მოგვისმენია.

_ დღევანდელ ვითარებაში რა ფორმით, რა პოლიტიკური სარჩულით შეიძლება სცადოს თურქეთმა საქართველოს ტერიტორიების მიტაცება?

_ ძალიან მარტივი და მათთვის იოლად “ახსნადი” მოტივით, იმ მოტივით, რომ ისინი საქართველოს გარკვეულ ნაწილს, მთლიანად ქვეყანას თუ არა, თავის ისტორიულ ტერიტორიად განიხილავენ. მეტი რაღა გინდათ, კაცი თვალცრემლიანი ლაპარაკობს მესხეთზე, ჩემო დაკარგულო მიწა-წყალოო თუ რაღაც. რაც შეეხება გამოსავალს, ზევით ისტორიული ფაქტები იმიტომ მოვიყვანე, რომ დღევანდელ ვითარებასთან პირდაპირ შეიძლება პარალელების გავლება… ჩვენ უნდა ვეცადოთ, აღმოვჩნდეთ იმ პოლიტიკურ კონიუქტურაში, რომელშიც ყველაზე ნაკლებად გვემუქრება საფრთხე და ყველაზე მეტად იქნება დაცული ჩვენი სახელმწიფოებრიობის სასიცოცხლო ინტერესები…

_ რა გზა არსებობს ამისთვის?

_ ვფიქრობ, ამ ვითარებაში და, საერთოდაც, ერთადერთი რეალური გზა სამხედრო მიუმხრობლობაა. მეორე _ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან.

_ კი მაგრამ, რეალობაში როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი, როცა საქართველოში, ფაქტობრივად, დევნაა გამოცხადებული კრემლის მესვეურებთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ძალებზე?

_ თუ ამერიკის პრეზიდენტი ხვდება რუსეთის პირველ პირს, რომელსაც მცირე ხნის წინათ მკვლელი უწოდა, და მათ შორის გაიმართა დიალოგი, ჩვენთვის რატომ არის ეს წითელი ხაზი? რატომ გვაქვს ჩვენივე თავისთვის აკრძალული ლაპარაკი იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ყველაზე მეტი გაქვს სალაპარაკო? რა თქმა უნდა, აუცილებელია რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, თუმცა აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია _ მზადყოფნა ამ დიალოგისთვის. დღევანდელ მთავრობაში, სამწუხაროდ, არ მეგულება პიროვნება, რომელიც შეძლებს, თანასწორად ესაუბროს ვლადიმერ პუტინს.

_ დავუბრუნდეთ ერდოღანის მიერ მესხეთზე წარმოთქმულ ლექსს. ჩვენმა ხელისუფლებამ თურქეთთან ურთიერთობების გაფუჭების შიშით დიდგორობის აღნიშვნაზე უარი თქვა, თურქოფობიად გამოცხადდა ნამოხვანჰესის გარშემო დაწყებული მღელვარებაც. როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში რატომ ჩქმალავენ იმ ფაქტს, რომ თურქეთის პირველი პირი არ ერიდება საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკურ გზავნილებს?

_ დიდ ქართველ პოეტს, გიორგი ლეონიძეს, აქვს ლექსი სათაურით “ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით”, რომელშიც არის ასეთი სიტყვები: ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას, სადაც გმინავენ ძველი ლოდები, სადაც აჩრდილი მამაპაპათა შემოგვძახებენ: თქვენ გელოდებით!” ეს ლექსი დაწერილია 1946 წელს. იმხანად, მოგეხსენებათ, სტალინი ამზადებდა შეჭრას აღმოსავლეთ თურქეთში და, რომ არა ამერიკა-ევროპა, ეს გეგმა განხორციელდებოდა, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა ძირძველი ქართული მიწების: კოლა-არტაანის, ართვინის დაბრუნება… ახლა რატომ ვახსენე ლეონიძის ლექსი: წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, საქართველოს პრეზიდენტმა რომ წაიკითხოს სადმე ეს ლექსი და თან ისეთ პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც ერდოღანმა წაიკითხა?

_ რა მოხდება?

_ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქაურ ლიბერალებს ვერავინ დააწყნარებს. რაც შეეხება შეკითხვას, რატომ ჩქმალავენ ესენი ერდოღანის მიერ გამოვლენილ აშკარა დამპყრობლურ მისწრაფებებს, პირდაპირ ვიტყვი: ამ ხელისუფლების პოლიტიკა, ისევე, როგორც წინამორბედის, არის ჩვეულებრივი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი. ეს არის ხელმძღვანელობა, რომელიც პირწმინდად განაგრძობს თავის დროზენაცმოძრაობისმიერ აღებულ კურსს.

დააკვირდით მეზობელი ქვეყნების პოლიტიკას, მაგალითად, სომხეთმა მიაღწია იმას, რომ თითქმის მთელ მსოფლიოს აღიარებინა თურქების მიერ მათი გენოციდი, რაც, რა თქმა უნდა, არ არის პატარა საქმე; აზერბაიჯანმა მიაღწია იმას, რომ, ერთი მხრივ, რუსეთთან შეთანხმებით და, მეორე მხრივ, თურქეთთან მოკავშირეობით დაიბრუნა ტერიტორიებიჩვენ რას მივაღწიეთ? მივაღწიეთ იმას, რომნატო, ნატოსყვირილით ტერიტორიები დავკარგეთ, დამოუკიდებლობა ხომ რეალურად არც გვქონია და იმ ნატოშიც არ გვღებულობენ. გამოდის, ყველა მიმართულებით წაგებული ვართ. საქართველომ ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ბლეფური ქოთქოთი ნატოში შესვლაზე. ვერ შევალთ, არ მიგვიღებენ და ეს უკვე აშკარაა, ამიტომ რეალისტები უნდა ვიყოთ; ჩვენ უნდა მივბაძოთ ჩვენს ეკლესიასა და პატრიარქს, რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ გადადგა ნაბიჯები რუსეთისკენ. აი, ეს არის ერთადერთი რეალური გზა და არა ის, რომ თურმე ნატო დაგვიცავს. ამ ილუზიამ სადამდეც მიგვიყვანა, ყველა ვხედავთ, თუმცა ვფიქრობ, უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, თუ, რა თქმა უნდა, ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა არ დასრულება და წარსულს არ ჩაბარდება სამუდამოდ

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ჩვენ ვითომ ნატოში შევდივართ და ნატო წევრი თურქეთი ღიად აცხადებს ჩვენი მიწების კიდევ მიტაცების სურვილს. ჩვენი ხელისუფლებაოპოზიციისსალოცავიევროპაამერიკანატო კი დუმს, პირში წყალი ჩაიგუბეს, ვითომც არც არაფერი არ მომხდარა. რა არის ეს, თუ არა თურქეთის ფარული წაქეზება მტაცებლურდამპყრობლური ნაბიჯების გადასადგმელად? ამის მერე მაინც რა უნდა იწამო იქეთჩვენი დასავლელი მეგობრებისდა აქეთ ჩვენი მოღალატე და გამყიდველი ხელისუფლებაოპოზიციის?

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here