Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: ერის განწმენდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან უნდა დაიწყოს!

ვაჟა ოთარაშვილი: ერის განწმენდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან უნდა დაიწყოს!

220

ჭყონდიდის ეპარქიაში სიმშვიდე ისევ არ არის, პეტრეს სექტა არ და ვერ ისვენებს. მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი და მონასტრიდან გაძევებული აწ უკვე ყოფილი სასულიერო პირებისამართლიანობისთვისბრძოლას ნაცადი ხერხებით განაგრძობენ _ პერმანენტული მივარდნები ტაძარში, ხმაური, ლანძღვა, ცილისწამება და შეურაცხყოფა, _ ეს მათი სტილია, რომელიც არ იცვლება და რომლის მეშვეობითაც ისინი, მათივე პროპაგანდისტი ლიბერალური მედიების მეშვეობით, დევნილი, რეპრესირებულისამღვდელოებისმანტიის მორგებას ცდილობენ.

მორიგი ინციდენტი ეპარქიაში 7 ნოემბერს მოხდა. პატრიარქის მაგინებლები მონასტერში შეშვებას ითხოვდნენ. მედიასთან ისინი ამბობდნენ, რომ მშვიდობიანი მიზნებით მოვიდნენ და არავისთან დაპირისპირებას არ აპირებდნენ, მაგრამ უარის შემდეგ ისევ ყვირილი, ლანძღვა-გინება და, როგორც მრევლის, ისე მიტროპოლიტის შეურაცხყოფა დაიწყეს, რაც, რა თქმა უნდა, ერთადერთ მიზანს _ იქიდან ძალის გამოყენებით მათი გაყვანის აუცილებლობის შექმნას ემსახურებოდა. მოგვიანებით პეტრეს მხარდამჭერები პოლიციამ მართლა დაშალა. როგორც გაირკვა, ისინი განყოფილებებში გადაიყვანეს. პროვოკატორების დაკითხვა ამჯერადაც დიდხანს გაგრძელდა, დიდხანს გაგრძელდა “ლიბერალური” მედიის წიოკი და ისტერიკაც, რომ თურმე ხელისუფლება საპატრიარქოსთან შეთანხმებით განკვეთილ სასულიერო პირებზე ზემოქმედებდა.

რა მიზანს ემსახურება დღეს ჭყონდიდში მუდმივი შფოთისა და დაპირისპირებების პროვოცირება და რა უნდა გააკეთოს საპატრიარქომ ან საზოგადოებამ, ეპარქიაში ერთხელ და სამუდამოდ სიმშვიდემ რომ დაისადგუროს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ჭყონდიდის ეპარქიაში, უკვე მერამდენე დღეა, ვითარება დაძაბულია და მისი განმუხტვა ვერ ხერხდება. პეტრე ცაავას მხარდამჭერი აწ უკვე ყოფილი სასულიერო პირები არ წყნარდებიან. მოთხოვნა უცვლელია: შეუშვან სალხინოს მონასტერში, მაგრამ იქ ყოფნის ვადა წინა კვირას ამოეწურათ

_ ყველაფერი, რაც ახლა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში, არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ასევე, ეს მიმართულია საპატრიარქოსა და, პირველ რიგში, ჩვენი ბრძენი პატრიარქის წინააღმდეგ, რომლის ავტორიტეტსაც, მიუხედავად ამდენი ბინძური პროპაგანდისა, მიუხედავად ამდენი ცილისწამებისა და ტალახის სროლისა, ვერაფერი დააკლეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ცრუ პეტრესა და მის გარშემო მყოფ ყველანაირი მორალისა და ზნეობრივი ღირებულებებისგან დაცლილ ადამიანებს, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მათ მხოლოდ აქ მოქმედი ანტიმართლმადიდებლური ძალები არ უჭერენ მხარს. ისინი სერიოზულ დახმარებას, მათ შორის ფინანსურსაც, და არა მხოლოდ, იღებენ საზღვარგარეთიდანაც, რაც უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სამსახურებმა. ცრუ პეტრე, იგივე პაატა ცაავა, თავისი ჯიბგირებით, უცხო ქვეყნის შეკვეთების შემსრულებელი სექტაა. მას აქვს კონკრეტული დავალება _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩვა, რომელიც მიიღწევა შფოთით და მუდმივი დაპირისპირებით ეკლესიის წიაღში. აი, ამას ემსახურება ეს მივარდნები ეპარქიაში.

ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც რატომღაც არავინ ლაპარაკობს დღეს _ ხელისუფლებას თითქოს ავიწყდება, რომ ეკლესიის დაცვა იმ დროს, როცა ყველაზე ბინძური, ყველაზე ამორალური მეთოდებით მიდის მასზე შეტევები, სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვურჩევ, ჩაიხედონ კონკორდატში. ამ დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ეკლესიის საქმიანობას, მან, აგრეთვე, უნდა აღკვეთოს ეკლესიის საქმიანობაში გარეშე ძალების ჩარევა

_ თუმცა ხელისუფლება ამას არა თუ არ ან ვერ აკეთებს, მსგავსი სურვილიც არ ჩანს

_ აი, რომ არ ჩანს, ეს არის ზუსტად უბედურება და ამიტომაა ცრუ პეტრეც ასე თამამად, თორემ, რომ იცოდეს, ეკლესიის მტრობისა და მავნებლობისთვის პასუხი მოეთხოვება, ცხადია, ამდენს ვერ გაბედავს. რაც შეეხება, კონკრეტულად მათი განკვეთის საკითხს, ვფიქრობ, გარკვეულწილად აქ საპატრიარქომაც დააგვიანა და გამოიჩინა შემწყნარებლობა, რითაც ისარგებლეს ცრუ პეტრეებმა. არადა, ის დიდი ხნის წინათ იყო განსაკვეთი სხვა კიდევ არაერთ სასულიერო პირთან ერთად, რომლებიც დღესაც ეწევიან უწმინდესის დისკრედიტაციას.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა საპატრიარქოს ამდენი დრო?

_ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მეუფის სტატუსი, მაშინ, როცა ის დაუფარავად ეწეოდა ეკლესიის მიმართ მტრულ საქმიანობას. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ განწმენდა ერისა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიიდან უნდა დაიწყოს. უწინარესად, უნდა განიკვეთონ ცრუ პეტრეები, მათი დანაშაულებრივი გარემოცვა და არა მხოლოდ, განსაკვეთი კიდევ ბევრია

_ მათ შორის, ალბათ, დასავლეთ ევროპის ეპაქრიაშიც ბევრია ასეთი. ერთერთი მათგანი პატრიარქის ლანძღვითა და შეურაცხყოფით გამორჩეული ილია ჭიღლაძეა.

_ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სპეცსამსახურმა, გასაგებია, ძირითადად, რომელზეა საუბარი, ჩანერგეს ეკლესიის წიაღში. ეს არის ეროვნული მასშტაბის ტრაგედია, რომლისგანაც თვითონ უნდა განიწმინდოს ჩვენი ეკლესია, რა თქმა უნდა, საზოგადოების ხელშეწყობით. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს და მათ შორის თქვენ მიერ ნახსენებ ჭიღლაძეს, ის და ყველა მისნაირი დაუფარავი მტერი უწმინდესისა სასწრაფოდ გასაგდებია ეკლესიიდან. მას არ აქვს უფლება, მართლმადიდებელი სასულიერო პირის წოდება ატაროს. აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ასეთი .. მეუფეები, არა მხოლოდ დასავლეთის ეპარქიაში, აქაც არიან. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ხან პოლიტპატიმრად აცხადებენ სააკაშვილს, ხან მიტევებაზე საუბრობენ ფარისევლურადსოციალურ ქსელში გავრცელდა მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილის) განცხადება, რომ მან აზიარა 40 დღე მშრალ მარხვაზე მყოფი სააკაშვილი იუდაც ეზიარა სერობის დროს და იმავე საღამოს გასცა ქრისტე… ასეთი ცრუ მეუფის განცხადებით, თურმე თაფლის, ფაფისა და ხილის წვენების მიღება მშრალ მარხვას ნიშნავს… უფრო უარესი: ამ ფარისეველმა ნიკოლოზ მეუფემ თვით წმიდა დავით მეფსალმუნეს შეადარა ქართველთმაოხრებელი სააკაშვილიმინდა, შევეკითხო ამ ვაიმეუფეს: “მიშა მეფსალმუნისბერსაბე რომელი ქალია?.. სამარცხვინოა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ქალაქ გორში ტროტუარზე ვირთხასავით თავჩარგულ და შიშისაგან აკანკალებულ ნაძირალა სააკაშვილს წმინდა დემეტრე თავდადებულსა და წმინდა დავით აღმაშენებელს ადარებს ნაციონალთა ხროვას ადევნებული ეპისკოპოსიმაღალი სასულიერო იერარქის მარადიული ორიენტირი უნდა იყოს იესოს ცხოვრება და წმინდა ქართველი მამების _ გრიგოლ ხანძთელის, გიორგი მთაწმინდელის, არსენ იყალთოელის მოღვაწეობა და არა იუდას გზაზე 30 ვერცხლით დამძიმებული შავი ჯიპებით სიარული… ისე, ამ მართლაც უსინდისო ადამიანებს, მინდა ვკითხო, რატომ მაშინ არ იღებდნენ ხმას, როცა აწამეს სულხან მოლაშვილი, სერგო თეთრაძე, კობა დავითაშვილი, რომელიც უმოწყალოდ სცემეს და სწორედ იმ ტრავმების შედეგად გარდაიცვალა; რატომ მაშინ არ ლაპარაკობდნენ, როცა გურამ შარაძე მოკლეს, 7 ნოემბერი და 26 მაისი მოაწყვეს?! სხვათა შორის, სააკაშვილის ჩამოსვლას თუკი რამ დადებითი ჰქონდა, ერთ-ერთი იყო ის, რომ მოხდა დიდი ლუსტრაცია _ მოხდა არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, რომელიც მანამდეც იყო ლუსტრირებული, არამედ სამღვდელოებისაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ახლა მაინც უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი… რაც შეეხება იმას, რომ თურმე პოლიტიკური პოლარიზაცია იზრდება და ეს ყოფილა ნომერი პირველი პრობლემა, პირველი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანა გადაქცეულია ერთი ცენტრიდან მართული ორი ანტიქართული ძალის სათარეშოდ, მათი მთავარი სამსჯელო თემა კი არის, სააკაშვილმა თაფლი ჭამა, ხილფაფა თუ პიურე, რაც საერთოდ არ გვაინტერესებს. ქართველ საზოგადოებას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ _ ქვეყანაში ეროვნული ძალა მოვიდეს, აღასრულოს სამართალი და მშვიდობა იყოს სახელმწიფოში.

_ დავუბრუნდეთ ისევ ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებს. დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედ ძალებს უცხოეთიდან აქვთ ხელშეწყობა. მოდი, კონკრეტულად ვისაუბროთ, ვინ და რა ძალები არიან მათი გავლენებისა თუ ძალაუფლების წყარო?

_ ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ამის განმარტება. რა თქმა უნდა, აქ საუბარია დასავლეთზე და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია _ ეს არის მკვეთრად ანტიქრისტიანული და ანტიმართლმადიდებლური იდეოლოგიის ძალა. ისინი ამას არც მალავენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხელს უშლის .. მულტიკულტურული დღის წესრიგის დამყარებას, უნდა იქნას დისკრედიტებული და მარგინალიზებული.

რაც შეეხება საკითხს, რისთვის სჭირდებათ მათ საქართველოში გახლეჩილი ეკლესია, პასუხი ძალიან მარტივია _ მართლმადიდებელი ეკლესია მათთვის არის ბარიერი, რომელიც ხელს უშლით ჩვენი ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის წაშლაში. აი, ამიტომ სჭირდებათ ბევრი პეტრე ცაავა და ჭიღლაძე, თუმცა ფაქტია _ რაც უფრო მეტად ებრძვიან ეს ადამიანები ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მით მეტად ძლიერდება ჩვენი სარწმუნოება, შიშვლდებიან თვითონ და იშიფრებიან ცრუ ეპისკოპოსები, ვაიმღვდლები. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ლიბერალური ძალების დეგრადაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ეროვნულკონსერვატიული ძალები სწრაფად ძლიერდებიან, საქართველოში, როგორც ჩანს, ლგბტთა და მათი დამქაში ცრუ სასულიერო პირების ფართხალი მაინც გრძელდება

_ დასაწყისში კონკორდატი და სახელმწიფოს მხრიდან გარე ძალებისგან ეკლესიის დაცვის აუცილებლობა ახსენეთ, ამ ხელისუფლების პირობებში ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?

_ რომ გითხრათ, ამ ხელისუფლების მჯერა და გამოიღვიძებს-მეთქი, მოგატყუებთ. არ მჯერა, სამწუხაროდ. მე მჯერა მხოლოდ ერთი რამის _ აუცილებელია ძირეული ცვლილებები. ეს რომ განხორციელდება და სათავეში ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები მოვლენ, ღმერთმა ქნას, მერე ვილაპარაკოთ გამოსავალზე, მერე ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ და რანაირად შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here