Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: ეკლესია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს “პეტრიზმისგან”

ვაჟა ოთარაშვილი: ეკლესია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს “პეტრიზმისგან”

774
ვაჟა ოთარაშვილი

21 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილმა) დეზინფორმაციის საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სურვილი, გავლენა მოახდინოსქართულ საზოგადოებრივ აზრზე, სერიოზულ სირთულეებს ქმნის”. მისი თქმით, აღნიშნული დეზინფორმაციის მექანიზმებს სათავე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაედო, რომელიც შემდეგ და შემდეგ დაიხვეწა და მასშტაბური გახდა. მისივე განმარტებით, დღევანდელ ვითარებაშიაქტიური რუსული დეზინფორმაციაერთერთი მთავარი გამოწვევაა ქართული დემოკრატიისთვისაც, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მეტიც, ეს პროპაგანდა, თურმე, სხვადასხვა თემაზე და მათ შორის რელიგიურ ფაქტორზე აპელირებით საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს, რომლითაც, ერთი მხრივ, ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტებას, ხოლო, მეორე მხრივ, დასავლური სამყაროს ხატის დისკრედიტაციას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ანტიდასავლური და, კერძოდ, ანტილიბერალური განწყობები საქართველოში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ხელისუფლებამ (როგორც წინამ, ისე მოქმედმა) სწორედ წამყვანი დასავლური ინსტიტუციების დირექტივებით ქვეყანაში საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი “ლიბერალური რეფორმები” დაიწყო. ეს “რეფორმები” (როგორიც იყო, მაგალითად, მამათმავლობის პროპაგანდის წამაქეზებელი “ანტიდისკრიმინაციული კანონი”, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და ა.შ.) პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეთნო-კულტურულ, რელიგიურ თუ სხვა სახის ტრადიციებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მიტროპოლიტ გრიგოლისთვის ეს ყველაფერი მაინც “რუსული პროპაგანდით” ნასაზრდოები გარემოებებია, რომლებსაც “განათლებითა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით” უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო…

არის თუ არა დღესრუსული პროპაგანდისშედეგი საზოგადოებაში არსებული მზარდი ანტილიბერალური განწყობები და რატომ ცდილობს სასულიერო პირების ერთი ნაწილი ამ განწყობების ახსნას სწორედ ამ პროპაგანდით, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) თუ დავუჯერებთ, დღეს საქართველოში არსებული მზარდი ანტილიბერალური განწყობების მიზეზი რუსული დეზინფორმაციაა. ის, რომ, მაგალითად, საზოგადოების უმრავლესობისთვის დასავლეთის მიერ ნაკარნახევი სოდომიის პროპაგანდა და ნორმად გამოცხადება მიუღებელია, თურმე რუსული პროპაგანდის გავლენის ბრალია. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ზუსტი სახელი უნდა დავარქვათ _ ის, რასაც ლიბერალური ელიტა ანტიდასავლურ განწყობებს ეძახის, რეალურად არის არა ანტიდასავლური მოძრაობა, რომელსაც რაღაც ძალები ხელოვნურად აღვივებენ, არამედ საზოგადოების უმრავლესობის ჯანსაღი რეაქცია გლობალისტური ძალების აგრესიული ნეოლიბერალური დღის წესრიგის თავსმოხვევისადმი. კონფლიქტს იწვევს კონკრეტული იდეოლოგია, რომელიც თვით ევროპის მოსახლეობისთვისაც მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს იდეოლოგია ევროპულ ტრადიციულ კულტურასა და ფასეულობებსაც უპირისპირდება. ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ ევროპაშიც რუსული დეზინფორმაცია ასაზრდოებს კონსერვატიულ ძალებსო (მაგალითად, ინგლისში, გერმანიაში, უნგრეთში), მასთან რამე დისკუსიას აზრი არ აქვს.

რაც შეეხება კონკრეტული სასულიერო პირის განცხადებას დეზინფორმაციაზე, მგონი, ადრეც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში და ახლაც გავიმეორებ: ძალიან სამწუხაროა, რომ ცრუ პეტრეს კიდევ ჰყავს რამდენიმე მიმდევარი საქართველოს საპატრიარქოში. ისინი არიან პირები, რომლებიც სხვადასხვა დროს სპეცსამსახურებმა ჩანერგეს ეკლესიაში მისთვის ძირის გამოსათხრელად. აი, სანამ ამ ანაფორიანი სპეცაგენტებისგან არ გაიწმინდება ჩვენი დედაეკლესია, ბინძურ კამპანიებსა და პროვოკაციებს, ალბათ, ხშირად ვიხილავთ, მათ შორის უწმინდესის მისამართითაც. სხვათა შორის, ამას წინათ ეთერში იყო მამა ბიძინა (გუნია), რომელმაც შესანიშნავად ახსნა თანამედროვე დასავლური მედიასაშუალებებიდან მომდინარე გენდერული და “ლიბერალური” თეორიების არსი. იქნებ უყუროს ზოგიერთმა ვაიეპისკოსმა ამ გადაცემას. კიდევ ვიმეორებ: საქართველოს ეკლესია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიწმინდოს შემთხვევითი პირებისგან, რომლებიც წარმოადგენენ მტრული გარე ძალების აგენტურას და თავიანთი პროვოკაციული ქმედებით, საქციელით ძირს უთხრიან ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტს

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ საპატრიარქო უფრო ქმედითი და აქტიური უნდა იყოს მის წიაღში მოქმედი მტრული ძალების მხილებისას მათგან განწმენდის თვალსაზრისით?

_ საპატრიარქო არ არის რაღაც კანტორა, რომელიც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, და არც ის ეპოქაა, როცა დავით აღმაშენებელი გვყავდა ქვეყანაში… ეკლესია თვითონ განიწმინდება. მერწმუნეთ, ადრე თუ გვიან, მოვა დრო და, როგორც ცრუ პეტრემ ამხილა საკუთარი თავი და მერე განყენებულ იქნა, სხვებიც იმხილებიან. თუმცა საკმაოდ ბევრია დღეს ქვეყანაში ცრუ პეტრე, მაგრამ ეკლესია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს ამპეტრიზმისგან”.

რაც შეეხება ჯანსაღი სამღვდელოების წინააღმდეგ მიმართულ ბინძურ ლიბერალურ პროპაგანდას, რომელიც პეტრეს მკრეხელობის შემდეგ განსაკუთრებული სიმწვავით მოედინება ზოგიერთი მედიასაშაულების ეთერიდან, საზოგადოებამ საღად უნდა შეხედოს მოვლენებს და გაიაზროს, ვინ ვინაა. თუმცა მე ერთი რამის მჯერა და ამაში ნამდვლად არ ვცდები: ყველა პროპაგანდის, ყველა დეზინფორმაციის მიუხედავად, მორწმუნე მრევლმა ძალიან კარგად იცის, ვინ რით სუნთქავს _ ვინ არის პატრიარქი, ვინ არის ბერბიჭაშვილი, ვინ არის ცრუ პეტრე და ..

_ ლიბერალური პროპაგანდა არა მხოლოდ საქართველოში, სრულიად მსოფლიოში უპირისპირდება ქრისტიანულ და განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ფასეულობებს, ეს აქტიურ მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიაშიც გამოიხატებაამას წინათ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ გამოთქვა ინიციატივა, რომ შეიკრიბოს ყველა ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელობა, რათა იმსჯელონ ბოლო პერიოდში მართლმადიდებელ სამყაროში განვითარებულ მოვლენებზე. ნახსენები იყო მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის თვითნებურად მინიჭების საკითხიც. როგორ ფიქრობთ, დროული და ადეკვატურია ეს ინიციატივა?

_ აბსოლუტურად დროულია და აუცილებელი, იმიტომ, რომ ის თავდასხმები, რომლებსაც დღეს საქართველოს ეკლესია განიცდის, არის არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი, არამედ ნაწილი მსოფლიოში გაჩაღებული ანტიმართლმადიდებლური კამპანიისა. ეს ერთი. მეორე _ უნდა გვახსოვდეს, რომ ლიბერალური იდეოლოგია არის მოძღვრება, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ფაშიზმს და არა მხოლოდ ფაშიზმს, მათ შორის ლენინურ კომუნიზმსაც.

ახლა რატომ ჰყავთ სამიზნეში ამოღებული გლობალისტურ ძალებს საქართველო, როგორც მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ფესვებზე დაფუძნებული სახელმწიფო: ერთი შეხედვით, ეს ძალიან მარტივია და ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია. საქართველოს და ქართველ ერს თავისი ტრადიციებით, ტრადიციული ფასეულობებით, კულტურით, მენტალობით ისე აქვს გამჯდარი ძვალსა და რბილში ქრისტიანობა, ისე ბუნებრივი და სისხლხორცეულია ეს ჩვენთვის, რომ მართლმადიდებლობა ერთგვარი სინონიმიცაა ქართველობის. შეგახსენებთ, რომ საქართველოშია ქრისტეს კვართი, სვეტიცხოველში დავანებული; ზუგდიდშია ღვთისმშობლის კვართის ნაწილი; აქ არის სვიმონ კანანელის საფლავი… გარდა ამისა, საქართველოში ქადაგებდა ანდრია პირველწოდებული, წმინდა ნინო, მოციქულთა სწორი, და მთავარი: საქართველოა ქვეყანა, რომელსაც ამდენი, მოწამე კი არა, დიდმოწამე ჰყავს. აი, ეს ყველაფერი არის ჩვენი ქრისტიანობასთან მაიდენტიფიცირებელი გარემოებები, რომლებიც გლობალისტ-ლიბერალებს აშფოთებთ და ამ შეშფოთებას ისინი, უკვე დიდი ხანია, არ მალავენ. სხვათა შორის, თანამედროვე ლიბერალური პროპაგანდა ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ ილია ჭავჭავაძე და ვაჟაფშაველა ლიბერალები იყვნენ. მინდა, ერთი რამ შევახსენო ამ პროპაგანდის მოთავეებსა და მესვეურებს: ილიას უკვდავი სიტყვა, რომსამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან”, საქართველოს მთავარ ეროვნულ იდეოლოგიურ თეზად იქცა; ხოლო ვაჟაფშაველამ, თავისი პატრიოტიზმით ფარდა აჰხადა ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის, უაზრობას

რაც შეეხება ეკლესიის წიაღში მყოფ კოლექტიურ პეტრეებს, გაიხსენეთ, ვინ ყვიროდა ყველაზე მეტს და ვინ ითხოვდა უფლის დასჯას, როცა ჯალათები ქრისტეს ჯვარს აცვამდნენ _ სამღვდელოება, სინედრიონი. ზუსტად იგივე ხდება დღესაც და, ცხადია, როცა ასეთი ძალები მძლავრობენ ქვეყანაში, არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ გულხელდაკრეფილმა ადევნოს მიმდინარე მოვლენებს თვალყური. საზოგადოებამ ასი თვალითა და ასი ყურით უნდა აღიქვას ამ პროცესები, სწორად უნდა გავაანალიზოთ ყველამ ყველაფერი

_ რა იქნება შედეგი, თუ თქვენ მიერ ნახსენები ანტიმართლმადიდებლური ძალები დასახულ მიზანს მიაღწევენ?

_ ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ ლიბერალიზმის “ლოზუნგები”, რომლებიც ამ იდეოლოგიის ძირითადი ბაზისია: “არა _ სარწმუნოებას”, “არა _ ეროვნებას”, “არა _ ოჯახს”, “არა _ სქესს”… თუ რა მოჰყვება ამ იდეოლოგიის გამარჯვებას, ძნელი მისახვედრი არ არის: არ იქნება სარწმუნოება _ არ იქნება ეროვნება, არ იქნება ოჯახი _ არ იქნება ქვეყანა და სახელმწიფო… სხვათა შორის, ევროპამ ეს ყველაფერი უკვე მთელი სიმწვავით გამოსცადა და შედეგსაც ყველა ვხედავთ. მაგალითად, ინგლისში ეკლესიები გაყიდეს, რისთვის გვჭირდებაო და იქ სხვადასხვა დაწესებულება გახსნეს. იგივე უნდოდათ საფრანგეთშიც, მაგრამ პარიზში ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა… ეს ყველაფერი უკვე მოწმობს, რომ დასავლეთში ანტიქრისტეს ძალები ბობოქრობენ და ამ ძალების მიზანი არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის, ერთი რომელიმე ერისა და კულტურის, არამედ მთლიანად ქრისტიანული ცივილიზაციის მოსპობაა.

რაც შეეხება მამათმავლობის პროპაგანდასა და ნორმად დამკვიდრების მცდელობას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარტყმაა კაცობრიობისთვის, ეს არის სულიწმინდის გმობა და უარყოფა, რადგან უფალმა შექმნა კაცი და ქალი ცალ-ცალკე და ერთმანეთისთვის, და არა კაცი და კაცი, ან ქალი და ქალი. ეს არის მორალისა და ზნეობისგან კაცობრიობის დაცლის, გადაგვარების მცდელობა, რათა ადამიანი სატანის კერძი გახდეს. ჩვენ გვახსოვს, რა დაემართა სოდომ-გომორული ცოდვით მოცულ ხუთ ქალაქს, რომელებშიც ერთი ღვთისნიერი ადამიანიც არ აღმოჩნდა… უფლის რისხვამ აღგავა ეს ქალაქები პირისაგან მიწისა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ესეიგი დორტმუნდის ბორუსია არ აკლებს სანჩოს ფასს 120 მილიონს , ხოდა მანჩესტერი იხდის 98 მილიონს ხოდა იქნებ ილოცოთ? რომ შედგეს ეს ტრანსფერი:)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here