როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ცნობაშია აღნიშნული, სარჩელს საფუძვლად დაედო ერთ–ერთი სკოლის მოსწავლის, მცირეწლოვანი ბავშვის მიმართვა. კერძოდ, საუბარია 9 წლის გოგონაზე, რომელიც, თურმე, იდეის ავტორია და რომლის “საუკეთესო ინტერესიც” არსებული განათლების სისტემის პირობებში უხეშად ირღვევა (ორგანიზაციის ადვოკატები “სამართლებრივ” დავას სწორედ მისი სახელით დაიწყებენ): “ვემზადებით სასამართლოში, რომ წარმოვადგინოთ 9 წლის გოგოს უფლებები. ეს ბავშვი ასაჩივრებს იმას, რომ დღემდე საქართველოში არ ასწავლიან რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის უფლებებს. მთელი არსი ამ სარჩელის არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დაველოდოთ რამე ტრაგიკულ შემთხვევას. ბავშვებს დაცვა სჭირდებათ დღესვე, ამიტომ, სანამ ვინმე არ დაზიანდება, უნდა მივიღოთ ზომები”, _ განაცხადა მედიასთან ორგანიზაციის ერთ–ერთმა წამომადგენელმა ანა არგანაშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საგანი დაბალი კლასებიდანვე უნდა დაიწყოს და იგი ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ ე.წ. არასამთავრობოებმა სასამართლო დავის გზით მიაღწიეს იმას, რომ საქართველოში მამაკაცს, რომელიც თავს ქალად ასაღებდა, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მისთვის სასურველი სქესი ჩაუწერეს _ მდედრობითი. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის შემდეგ იგეგმება მეორე პრეცედენტის შექმნა, რომელიც ასევე გარედან ნაკარნახევი “ლიბერალური” დღის წესრიგისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
რა მიზანს ემსახურება 9 წლის ბავშვის სახელით მომზადებული სარჩელი სოროსის ფონდიდან დაფინანსებული ორგანიზაციის მხრიდან და რას მოიტანს ის შედეგად, თუ მიზანს მიაღწევს? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.
_ ბატონო ვაჟა, უცხოეთიდან დაფინანსებულმა “არასამთავრობო” ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” გაავრცელა განცხადება, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს სკოლებში ე.წ. სექსუალური განათლების შემოღების მოთხოვნით. იდეის ავტორი, თურმე, 9 წლის ბავშვია, რომელიც უკმაყოფილოა სასწავლო პროგრამაში მისთვის სასურველი “საგნის” არარსებობის გამო. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
_ ახალს არაფერს ვიტყვი, თუ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ უპრეცენდენტო შეთქმულებასთან, რომლის მიღმაც დგანან სოროსული ძალები. მათი ქმედებები უკვე დაუფარავ სახეს იღებს, რაც გასაკვირი არ არის.
რაც შეეხება კონკრეტულ სარჩელს და იმას, რომ 9 წლის ბავშვი სკოლაში ე.წ. სექსუალური განათლების შემოღებას ითხოვს, ცხადია, შემთხვევითი არ არის; ცხადია, რომ “ნეოლიბერალური” იდეოლოგიის მამები დღეს განსაკუთრებულ აქცენტს ბავშვებზე აკეთებენ. ბავშვები მათ აქტიურად ჰყავთ ჩართული სოდომ–გომორულ პროპაგანდაშიც. ერთი მხრივ, მშობელს უკვე ჩამოართვეს ყველანაირი უფლება შვილის აღზრდაზე, როცა მიიღეს ე.წ. ბავშვის უფლებათა კოდექსი და ამით ტრადიციული ოჯახი, ფაქტობრივად, ძალადობრივ სივრცედ გამოცხადდა მოზარდისთვის; ხოლო, მეორე მხრივ, შექმნეს სისტემა, რომელიც ამ ტოტალური ტერორით გაჩუმებული ოჯახებიდან წამოსულ ბავშვებს დაამუშავებს. სკოლა დღეს, ფაქტობრივად, ქცეულია ერთგვარ საცდელ ლაბორატორიად, რომელშიც სოროსის გრანტით დაფინანსებულ ტრენინგებზე დაპროგრამებული ზოგიერთი ფსევდოპედაგოგი ბავშვებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აუბედურებს; ეს ქართველი ერისა და არა მხოლოდ ქართველი ერის, ყველა ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ხალხების გადაგვარებისკენაა მიმართული. შედეგიც აშკარაა _ დეგრადირებული ახალგაზრდობა, ნარკომანია, ქალად “გადაკეთებული” კაცები და კაცად “გადაკეთებული” ქალები, რომლებსაც სახელმწიფო სქესის “არჩევის” იურიდიულ უფლებას აძლევს… დავსვათ კითხვა: იბრძოლებდა მარაბდის ველზე (ღმერთო, მაპატიე) ცხრა ძმა ხერხეულიძე, ქალებად რომ ყოფილიყვნენ გადაკეთებულნი?…
აი, რა ქვეყანასა და “სამოქალაქო საზოგადოებას” ქმნიან ისინი, ალბათ, არცთუ “წარუმატებლად…” სხვათა შორის, სახარებაში პირდაპირ წერია, რომ მეორედ მოსვლის მოახლოების ნიშნებია, როცა გარყვნილება, სიძვა ბავშვებშიც გადავა. მოგეხსენებათ, უფალი ხშირად ახსენებს ბავშვის უმანკოებას და მას მტრედს ადარებს… გავიხსენოთ მომენტები მათეს სახარებიდან. სწორედ ბავშვები ადიდებენ უფალს, “რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს… იესომ კი უთხრა განრისხებულ მწიგნობრებს: “ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: “ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება” (თავი 21,15-16); ისევ მოვიყვანოთ სახარება მათესი (თავი 18,1-6): “იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ (მოციქულებს) შუა და უთხრა: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში… ხოლო ვინც ერთსა მმცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ”…
_ სკოლებში “სექსუალური განათლების”, როგორც საგნის, შემოღების მომხრეები ხშირად აცხადებენ, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა თავიანთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
_ ცოდნა და განათლება ფეხებზე რომ ჰკიდიათ, ამიტომაც უნდათ მომავალი თაობების გამოჩერჩეტება, თორემ საგნები რა დონეზეც დაიყვანეს, ყველამ ვიცით. რაც შეეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ვიღაცების შფოთვას, რომ თურმე, რა ცუდია, 9 წლის მოსწავლეს “სექსუალური განათლება” არ ეძლევა, არ დაიჯეროთ, რომ მათ რამე მეცნიერული ცოდნის მიცემა უნდათ ბავშვებისთვის. თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალიზმი, როგორც იდეოლოგია უკვე პირდაპირ უპირისპირდება ზუსტ მეცნიერებებს.
_ მაგალითად?
_ მაგალითად, წმინდა ანტიმეცნიერული პროპაგანდაა ის, რომ ბუნებაში ორი სქესი და გენდერი კი არ არსებობს, არამედ ბევრი, მაგალითად, ის, რომ მამაკაცი შეიძლება თავს ქალად გრძნობდეს და თურმე ეს ნორმალურია… აი, ეს უნდა ასწავლონ და გაუსაღონ ბავშვებს ობიექტურ მეცნიერებად. რაც შეეხება გამოსავალს, საქართველოში განათლების საფუძველი _ ეს არის სახარება, ამიტომ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ ქრისტიანული, მართლმადიდებლური განათლება და სკოლებში აღვადგინოთ ქრისტიანული რელიგიის, როგორც საგნის, სწავლება და შევუშვათ მოძღვრები… ბავშვები ეკლესიაში უნდა ვატაროთ, რადგან ყველაზე უმანკოები და უცოდველები ისინი არიან, როგორც მაცხოვარი ბრძანებს…
_ მოდი, ასე შევხედოთ ამ საკითხს: ვინ ქმნის დღეს საქართველოში განათლების პოლიტიკას? ვინ ასრულებს იმავე გარე ძალების დავალებებს ამ სფეროში?
_ ცხადია, ძირითადად, ეს არის განათლების სამინისტრო, სადაც ისევ სააკაშვილისდროინდელი სოროსის სკოლაგავლილი კადრები არიან და ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი… ეს ის ლიბერალურ-ტროცკისტული “სამჭედლოებია”, სადაც პირდაპირ ტვინს ურეცხავენ ახალგაზდებს. შედეგიც აშკარაა. ცოდნის დონე ისეთ ფუნდამენტურ საგნებში, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, კრიტიკას ვერ უძლებს. სამაგიეროდ, უმაღლეს დონეზეა “ლიბერალური” გამოლაყება… სხვათა შორის, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როცა საქართველო საბჭოთა განათლების სისტემის ნაწილი იყო, ყველა საგანი, რომლებიც ვახსენე, ფუნდამენტურად ისწავლებოდა. იმიტომ, რომ გვქონდა განათლების გერმანული მოდელი, რომელიც იოსებ სტალინმა დანერგა; და სწორედ იმ სისტემის შედეგი იყოს ის, რომ საქართველოს მსოფლიო დონის მეცნიერები ჰყავდა. ამ სისტემით ასწავლიდნენ მომავალ თაობას ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ალექსანდრე ბარამიძე, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, ივანე ჯავახიშვილი, ევგენი ხარაძე, შალვა ნუცუბიძე, ივერი ფრანგიშვილი და ა.შ. აი, ეს უარყვეს და შემოიღეს უვარგისი, არაფრისმომცემი სისტემა. მისაღებ გამოცდებზე დაამკვიდრეს აბსურდული საგანი ე.წ. უნარ-ჩვევები, რომლებიც რებუსების კრებულია და პრაქტიკული ღირებულება არ აქვს…
_ დავუბრუნდეთ ისევ სასამართლო სარჩელს. რეალურია, რომ 9 წლის ბავშვს სკოლაში “სექსუალური განათლების” არარსებობის გამო სასამართლოში დავის სურვილი გაუჩნდა?
_ შვილიშვილები მყავს მაგ წლოვანების და ვერაფრით დავიჯერებ, რომ 9 წლის ბავშვს მსგავსი სურვილი გაუჩნდა. ვფიქრობ, გამოსაძიებელია, ვინ აიძულა ეს ბავშვი, სარჩელი შეეტანა. 9 წლის ბავშვი, უბრალოდ, თამაშობს და ერთობა, რა სასამართლო და რა რეპროდუქციული ჯანმრთელობა?!
აქვე მინდა, მოკლედ შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ამ კონკრეტულ თემას შეიძლება პირდაპირ არ ეხება, მაგრამ მაინც კავშირშია. ამ დღეებში ღარიბაშვილმა ნამოხვანჰესის საქმე გადასცა იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც ევროპელ ექსპერტებს უნდა შეუკვეთოს დასკვნის გაკეთება ხელშეკრულების მიზანშეწონილობაზე. ხვდებით, რა ცინიზმია? ე.ი., ევროპელმა ექსპერტებმა უნდა გადაგვიწყვიტონ, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული 600-მდე ჰექტარი მიწა ერთი საუკუნით თურქებს გადავცეთ თუ არა. ეს არის დამოუკიდებლობა?! აი, ასეთივე დამოუკიდებლები ვართ ჩვენ დღეს განათლების მიმართულებითაც. ზუსტად ასე შეგვეკითხებიან, რა უნდა ასწავლონ სკოლაში ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და რა _ არა…
_ რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომლის მცირეწლოვან შვილსაც, ალბათ, მალე დაუწყებენ სკოლაში რომელიღაც “არასამთავრობო” ორგანიზაციის კარნახით შემოღებული “საგნის” სწავლებას?
_ კონკრეტულ შემთხვევაში მარტივი გზა არსებობს: თუ ერთმა მოსწავლემ შეიტანა სარჩელი რაღაც მოთხოვნით, ჩვენც ასეთივე ფრომალური გზით უნდა წავიდეთ და ერთის საპასუხოდ ათ მოსწავლეს შევატანინოთ სარჩელი საპირისპირო მოთხოვნით. საინტერესოა, რა მოხდება. თუმცა ამით, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პრობლემა, რომელსაც სახელმწიფოსთვის საშიში, მავნე ლიბერალური დღის წესრიგი ჰქვია, ვერ მოგვარდება. მას ჯანსაღი ძალების გაცილებით დიდი ძალისხმევა და გაცილებით დიდი მასშტაბის კონსოლიდაცია სჭირდება, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დანარჩენი ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება, რომლის უმრავლესობაც, ეროვნული სულისკვეთებისაა, არც ერთ ლიბერალურ სიბინძურეს არ მიიღებს და არც შეეგუება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ პარლამენტმა შეიძლება დააკანონოს მათივე მამა-მარჩენალი “დემოკრატიული” დასავლეთის თითის ქნევით…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია