Home ახალი ამბები ვალის გამო მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ვალის გამო მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

740

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ცნობისთვის, სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ვალს უკავშირდება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე,განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here