ჰარვი ვაინშტაინს ბრალი გაუპატიურების ექვსი ახალი ეპიზოდით დაუმძიმდა, რომლებიც 2004-დან 2010 წლამდე განახორციელა. იგი შეიძლება 140 წლით ჩააყუდონ. სასაცილოა და წარმოუდგენელი, მაგრამ კანონით არის ნაკარნახევი.
ვაინშტაინის მიერ ძალადობის გამო ასზე მეტმა ქალმა იჩივლა. მათ შორის მსახიობებმა: უმა თურმანმა, ანჯელინა ჯოლიმ, გვინეტ პელტროუმ და სხვებმა, რომლებმაც ასეთი ძალადობით გაიკვალეს გზა ვარსკვლავური მომავლისკენ. ესეც უნდა ითქვას.