Home ახალი ამბები ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე: ჟურნალისტებს სხდომის ოქმს მოსამართლე, ...

ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე: ჟურნალისტებს სხდომის ოქმს მოსამართლე, სხდომის მდივანი , დაცვის ან ბრალდების მხარე გადასცემდა, სხვას წვდომა არ ჰქონდა

761

 

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ადვოკატ ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებით, დახურული სასამართლო სხდომის ოქმთან წვდომა ჰქონდა მოსამართლეს, სხდომის მდივანს, დაცვის და ბრალდების მხარეებს, სხვა გარეშე პირებს მასთან წვდომის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.

როგორც მან,  თბილისის პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდგომ განმარტა, ჟურნალისტებისთვის ან გარეშე პირისთვის სხდომის ოქმის გადაცემას მოახდენდა ან მოსამართლე, ან სხდომის მდივანი, ან დაცვის ან ბრალდების მხარე.

ბუგიანიშვილის თქმით, პროკურატურის ყველა კითხვაზე მან პასუხი ამომწურავად გასცა.

„დამიბარეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, შესაბამისად, გამოვცხადდი სათანადო დროს, სათანადო ადგილზე და გავეცი ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი. კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, გადავეცი თუ არა ვინმეს დახურული სასამართლო სხდომის ოქმები. ჩემი პასუხი იყო, რომ არ გადამიცია არავისთვის. დახურული სასამართლო სხდომის ოქმთან წვდომა ჰქონდა მოსამართლეს, სხდომის მდივანს, დაცვის მხარეს, ბრალდების მხარეს, სხვას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, გარეშე პირისთვის თუ ჟურნალისტისთვის გადაცემას მოახდენდა ან მოსამართლე ან სხდომის მდივანი ან დაცვის ან ბრალდების მხარე, დასამალი არაფერი მქონდა პროკურატურისთვის, მივეცი ის ინფორმაცია, რაც მქონდა. განვუმარტე, რომ მე არავისთვის გადამიცია სხდომის ოქმები, იგივე გააკეთა ჩემმა სხდომის მდივანმაც“, – განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

ბუგიანიშვილის თბილისის პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიაში გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here