გაუძლებს ევროკავშირი ამ გამოცდას?
17-21 ივლისს გამართულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე მწვავე კამათი იყო კავშირის ბიუჯეტის დამტკიცებისა და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ფინანსურ ზომებზე. პრესა დიდ ყურადღებას უთმობდა ევროკავშირის “მდიდარ ჩრდილოელ” და კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ სამხრეთელ წევრებს შორის დისკუსიას. “ჩრდილოელები” მოითხოვდნენ ფინანსური სუბსიდიების შემცირებასა და სახსრების ხარჯვაზე კონტროლის დაწესებას. “სამხრეთელებს” სურდათ, დამატებითი შეზღუდების გარეშე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ფული თავიანთი ეკონომიკის აღსადგენად. კამათში გაჩნდა ფულის გამოყოფის დამატებითი პირობა, რომელიც, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად იმოქმედებს “გაერთიანებული ევროპის” ბედზე.
ფინანსური სუბსიდიების შემზღუდავი ზომების მომხრეთა არაფორმალურ ლიდერად იქცა ნიდერლანდების პრემიერმინისტრი _ გამორჩეული ლიბერალი და სექსუმცირესობების დამცველი მარკ რიუტე. ის ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად შეეცადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაფინანსება “მიება” ამ ქვეყნების მხრიდან “უფლებების უზენაესობის” პრინციპის დაცვაზე. ამ საკმაოდ ბუნდოვან ტერმინში იგულისხმებოდა “ევროპისთვის საერთო წესებისა და ნორმების”, მათ შორის ლგბტ თემის ინტრესების, ლობირება. ამის გამო წინადადებაც კი წამოაყენეს, შეეცვალათ გადაწყვეტილებების მიღების სისტემა ევროკავშირში.
“ევროკომისია გვთავაზობს, ვიმუშაოთ “კვალიფიცირებულ” უმრავლესობასთან, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტზე დისკუსია უფრო ეფექტიანი იქნება. თუ შევეცდებით, გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მივიღოთ, ძალიან გაგვიჭირდება შედეგის მიღწევა”, _ განაცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა.
ამ სიტყვების ფასადის მიღმა იმალებოდა ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებებზე პოლონეთისა და უნგრეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევა.
“ჩვენი ევროკავშირელი მოკავშირეები ჩახლართულ პროცედურას ქმნიან. სინამდვილეში მათ სურთ, ჩვენთვის ფულის გამოყოფა დაუკავშირონ არა ევროპულ ფასეულობებს, არამედ გლობალიზაციისა და მიგრაციისთვის ხელის შეწყობას, ერისა და ტრადიციების ნგრევას, რომელსაც ითხოვს ევროპის პოლიტიკური ელიტა”, _ განმარტა უნგრეთის ეროვნული საკრებულოს სპიკერმა ლასლო კოვერმა.
გაღიზიანებულმა დიდიე რეინდერსმა, თავის მხრივ, მოითხოვა “ფასეულობების სრული პატივისცემა” ევროკავშირის ქვეყნებისთვის ფინანსების გამოყოფაზე კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღებისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პოზიციას მხარს უჭერენ ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა.
სამიტის მონაწილეთა შორის მწვავე დაპირისპირებაზე პრესასთან ილაპარაკა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა. მისი თქმით, კამათი გაიმართა 4 საკითხზე, ესენია: ევროპის ქვეყნების ეკონომიკის აღსადგენი ფონდის ზომა და სტრუქტურა; მდიდარი ქვეყნების მხრიდან კონტროლის მექანიზმის შექმნა შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის ფულის განაწილებაზე;
ღარიბი ქვეყნებისთვის შეღავათიანი შენატანები; ყბადაღებული “უფლებების უზენაესობა”.
“ამ თემაზე (უფლებების უზენაესობა) ბრძოლა მიმდინარეობს ნიდერლანდებსა და უნგრეთს შორის. უცნობია, რატომ, მაგრამ ნიდერლანდების პრემიერმინისტრს ძალიან უნდა უნგრეთის დასჯა ფინანსურად. მე კი ვთავაზობ ეკონომიკის აღდგენას ფონდის ისეთი სახით, როგორითაც ამჟამად შეიძლება. შემდეგ კი ცალკე შევიმუშაოთ პოზიცია უნგრეთში უფლებების უზენაესობის შესახებ, თუკი ამისთვის სამიტზე დრო დაგვრჩება”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ორბანმა.
საკითხების განხილვისას რიუტე და ორბანი მწვავე გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ. “არ ვიცი, რატომ, რომელი მიზეზით ვძულვარ მე ან სძულს უნგრეთი ნიდერლანდების პრემიერმინისტრს, მაგრამ ის მწვავედ გვესხმის თავს და ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ, მისი აზრით, უნგრეთი პატივს არ სცემს უფლებების უზენაესობას და ამიტომ ფინანსურად უნდა დაისაჯოს. მისი ეს პოზიცია მიუღებელია, იმიტომ, რომ არ არსებობს გადაწყვეტილება, რა ვითარებაა უფლებების უზენაესობის მხრივ უნგრეთში”, _ განაცხადა ორბანმა.
პასუხად რიუტემ მოითხოვა, რომ თანხების მიმღებებმა ჯერ ვალდებულება დაიკისრონ რეფორმების ჩატარებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვან პრეტენზია ფულის მიღებაზე.
ბოლოს და ბოლოს, უნგრეთმა და პოლონეთმა, რომელთა ხელმძღვანელებსაც ევროპული ლიბერალები “მემარჯვენე პოპულისტებს” უწოდებენ, აგრეთვე, იტალიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა, რომლებიც ყველაზე მეტად დააზარალდნენ კორონავირუსისგან, შეძლეს ოპონენტების დაყოლიება სუბსიდიების მოცულობისა და “უფლებების უზენაესობის” საკითხების კომპრომისულ ვარიანტზე. ამის გამო მოუწიათ ევროკავშირის საკვანძო პროგრამის შეკვეცა და დათანხმება სუბსიდიების შემცირებაზე 500-დან 390 მლრდ ევრომდე.
მაგრამ ევროპელი ლიბერალები რევანშისთვის იყვნენ განწყობილნი: “ლაპარაკია, არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირის ფუნდამენტზე… პანდემიასთან ბრძოლის ზომების პაკეტი იდეის მიხედვით შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ევროკავშირში ანტილიბერალური ძალებისთვის საკადრისი პასუხის გასაცემად”, _ წერს შვედური გამოცემა Sydsvenskan-ი.
დიპლომატმა ჯამპიერო მასოლომ La Stampa-ს ფურცლებზე აღშფოთებით განაცხადა, რომ “უფლებების უზენაესობის” საკითხი ვაჭრობის საგანი არ უნდა ყოფილიყო, მისი აზრით, რიუტეს უნდა გაეტანა თავისი წინადადება. ანალოგიური თვალსაზრისი აქვთ ჩეხურ ოპოზიციურ გამოცემა Denik-ის ჟურნალისტებსაც, ხოლო გერმანელ HANDELSBLATT-ს მიაჩნია, რომ ევროკომისიამ სანქციები არ უნდა დაიშუროს იმ ქვეყნებისადმი, რომლებსაც არ სურთ “ევროპული ფასეულობების” მიღება სრული მოცულობით. და ლიბერალებს გაუჩნდათ სივრცე რევანშისთვის. კომპრომისმა მხოლოდ ორ დღეს გაძლო და ჩაიშალა.
ევროპარლამენტმა უარი თქვა ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებაზე და მოიმიზეზა, რომ ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და ციფრული მოდერნიზაციისთვის დაფინანსების შემცირება ევროკავშირის მიზნების წინააღმდეგ არის მიმართული. ახლა ევროპის ლიდერებს კვლავ მოუწევთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და საერთო ფინანსურ პოლიტიკაზე მსჯელობა.
ფინანსური დახმარების სანაცვლოდ უფლებათა უზენაესობის დაცვის საბაბით ბუდაპეშტისა და ვარშავისგან შეიძლება მოითხოვონ სექსუალური უმცირესობების ინტერესების ლობირებისა და მიგრანტების მიღების გარანტიები ევროკავშირისგან.
და რა გამოვა? როგორ გაუძლებს ევროკავშირი ამ გამოცდას?
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობას განსაკუთრებული პოზიცია აქვს სექსუმცირესობებისა და მიგრანტების მიღების მიმართ. უნგრელების მხოლოდ 27% და პოლონელების 32% უჭერს მხარს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზაციას. ანალოგიური ვითარებაა ხორვატიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში. ამ ქვეყნებში არც მიგრანტების მიღების იდეას უჭერენ მხარს.
ბრიუსელსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ევროკავშირის აღმოსავლელი წევრები “ევროპული ფასეულობებისადმი” მათი დამოკიდებულების გამო, მაგრამ სანქციები არ დაუწესებიათ. ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ნიდერლანდებმა, დანიამ და შვედეთმა ყველას ნათლად მიანიშნეს, რომ აღარ მოითმენენ “მემარჯვენე პოპულისტების” პრეტენზიებს და მზად არიან, ფულადი სანქციებით დასაჯონ ისინი, ვინც არ აპირებს ლგბტ თემისა და მიგრანტების მიმართ პოლიტიკის ლიბერალიზაციას. უნგრელი და პოლონელი კათოლიკები შეიძლება ცოტა ხანში დადგნენ არჩევანის წინაშე _ ან ევროკავშირის ფინანსური სანქციები, ან ბაღებსა და სკოლებში სოდომისტების შეშვება ბავშვების “ცნობიერების გასაფართოებლად”.
Fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ