გერმანელმა პოლიციელებმა ექსტაზის აბების დიდი პარტია ამოიღეს. შეფუთვა აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსახულებით იყო დამშვენებული.
ეს მოხდა ქალაქ ოსნაბრიუკში, რომელიც ქვედა საქსონიაში მდებარეობს. საეჭვო ტვირთი სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ფურგონში, რომლის საჭესთან 51 წლის ავსტრიელი იჯდა. პოლიციელების მონაცემებით, აბები მან, თავისი 17 წლის ვაჟთან ერთად, ნიდერლანდის სამეფოდან ჩაიტანა. ორივე კონტრაბანდისტი დაკავებულია.