Home ახალი ამბები ექსპერტი: ერდოღანი წაგებული ვერ დარჩება, რადგან ეს მისი შიდაპოლიტიკური კრახი იქნება

ექსპერტი: ერდოღანი წაგებული ვერ დარჩება, რადგან ეს მისი შიდაპოლიტიკური კრახი იქნება

1979
19 იანვარს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სირიაში, აფრინში ქურთული ანკლავის წინააღმდეგ, სამხედრო ოპერცია დაიწყეს.
ოპერაციის დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ  აშშ თურქეთის საზღვართან “ტერორისტული არმიის” შექმნას ცდილობს, რათურქეთის ეროვნულ ინტერესებს  ეწინააღმდეგება და რასაც ანკარა არ დაუშვებს.

აღნიშნულ საკითხზე „საქართველო და მსოფლიო“ ექსპერტს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავას ესაუბრა:

„მიუხედავად იმისა რომ ზამთრია ახლო აღმოსავლეთში გრძელდება ცხელი დაპირისპირებები, წინა პლანზე ახალი პრობლემა წარმოჩინდა, ეს არის თურქეთ-ქურთების დაპირისპირება. თურქებს სირიელ ქურთებთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება არასოდეს არ ჰქონიათ,  მცირე სპეცოპერაციები კი ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ რეგულარული არმიით კონკრეტული საფრთხის აღმოსაფხვრელად არასოდეს ჩართულა საბრძოლო მოქმედებებში.

მარტივად რომ ვთქვათ, დღეს თურქეთი ებრძვის სეპატარიზმს, რომელსაც  ნიღბავს ანტიტეორისტული ოპერაციით, ვინაიდან ტერორისტებთან მოლპარაკებაზე არ მიდიხარ ხო?!  დაახლოებით 15-20 მილიონი ქურთი ცხოვრობს თურქეთში, შესაბამისად ყველას ვერ დააბრალებ, რომ ისინი ტერორისტები არიან.  რა თქმა უნდა, არიან დამოუკიდებლობის  მომხრეებიც და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, აქიდან გამომდინარე საინფორმაციო ომის პერიოდში, ანკარას სჭირდება ისეთი ფონის შექნმა , რომ გამართლება ჰქონდეს სამხედრო ოპერაციას, რაც ანტიტერორისტულ ოპერაციად ინიღბება. ყოველ შემთხვევაში ასე წარმოადგენს თურქული მხარე“- განაცხადა პაპავამ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ თურქებისთვის უფრო საშიში ამ შემთხვევაში “ქურთისტანის მუშათა პარტია” არის, ვინაიდან იგი თურქეთის ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა, რომელსაც გააჩნია ბაზები ერაყში, და ეხლა სირიაშიც.

პაპავა დარწმუნებულია,რომ გავრცელებული ინფრომაცია,თითქოს სირიელი ქურთების  სამხედრო ნაწილებშიც მრავლად  არიან “ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წარმომადგენლები, ზუსტად ეს გახდა თურქეთის პოლიტიკის გადასინჯვის მიზეზი, სამხედრო გზით ტერორისტული საფრთხის აღმოსაფხვრელად.

„აღსანიშნავია, რომ თურქეთი პერიოდულად აფრთხილებდა ქურთებს, რომ ის არ დაუშვებდა  რაიმე სახის ინციდენტებს თავის საზღვართან, რაშიც იგულისხმებოდა სამხედრო ნაწილების გადამზადებას ან მირი რიცხობრივი მაჩვენებლების გაზრდას. ზუსტად ერთი კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკა გეგმავს 30 ათასიანი ე.წ. სასაზღვრო ძალების ქურთებისგან დაკომპლექტებას და შეირაღებას, რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა თურქეთისთვის.

სირიელ ქურთებს  საკმაოდ დიდი სამხედრო გმოცდილება გააჩნიათ, რაც გამოიხტა თუნდაც იმაში, რომ დასავლური კოალიციის მხარდაჭერით, ხალიფატის დედაქალაქი ქ. რაკა ქურთებმა გაანთავისუფლეს და არა სირიის სამთავრობო არმიამ ან თურქეთის სამხედრო ნაწილებმა.

თავისთავად, დასავლეთი თავს იკავებს ღიად დაუჭიროს მხარი ქურთებს შეიარაღების მიწოდებით თურქეთის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, ძლიერი არმიით და სპეცსამსახურებით. დასავლეთს თავისი რეგიონული ამბიციები გააჩნია და ასე მარტივად ვერ ჩამოწევს თურქეთს, თუმცა ქურთების დავიწყებაც არ შეიძლება ბოლომდე, რადგან  ამ შემთხვევაში ქურთებს იმედები გაუქარწყლდებათ  დასავლეთის ერთგვარ მხარდაჭერაზე, თუ რამდენად საიმედოები არიან ისინი, როგორც მოკავშირეები  და ამიტომაც გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც გადაიბირებენ იგივე ქურთებს“- აცხადებს ექსპერტი.

პაპავა მიიჩნევს, რომ  ერდოღანი წაგებული ვერ დარჩება, რადგან ეს მისი შიდაპოლიტიკური კრახი იქნება.

ექსპერტს კონკრეტული პროგნოზების გაკეთება უჭირს,  თუმცა აცხადებს, რომ ერდორანი შეეცდება აფრინის რაიონი დაიკავოს სრულად და გაწმინდოს ქურთი შეიარაღებული ფორმირებებისგან.

 „დასავლეთი დილემის წინაშე დგას, რომ დაეხმაროს ქურთებს წავა ღია დაპირისპირება თურქეთთან, ქურთების დავიწყებს კი არ დაუშვებს თავისთავად, რადგან ქურთებსაც გააჩნიათ სერიოზული გავლენები რეგიონში და არამარტო, რაც შეიძლება გამოიხატოს მათ ამოქმედებაში „ტერორისტული თავდსხმების“ სახით.

რაც შეეხება თურქეთის ნაბიჯებს, მათი გადმოსახედიდან ანტიტერორისტული კამპანიის წარმოება სწორი ნაბიჯია, რადგან ისინი თავის საზღვრებს იცავენ, რომ მის შემოგარენში არ შეიქნმას, რაიმე ფართო ქურთთა ავტონომია ძლიერი სამხედრო სტრუქტურებით, რაც თურქეთისთვის სეროზულ საფრთხეს წარმოადგენს“- განაცხადა ვასილ პაპავამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here