Home სხვადასხვა დაიჯესტი ექიმი ასობით ბავშვზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი

ექიმი ასობით ბავშვზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი

1994
ექიმი ასობით ბავშვზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი

ფრანგი ქირურგი ჟოელ ლე სკუარნეკი მხილებულია 349 ბავშვზე ძალადობაში. ასეთია წინასწარი მონაცემები, _ იუწყება France Info პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ გარყვნილმა ექიმმა 250 ბავშვზე იძალადა. გასული კვირის პარასკევს დასავლეთ საფრანგეთის ქალაქ ლორიანის პროკურორმა ლორელინ პეირეფიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლე სკუარნეკი თავის 30-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში 349 არასრუწლოვანზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი. პროკურორმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ფაქტს უკვე გაუვიდა ხანგრძლივობის ვადა. “ლორიანის პროკურატურა მუშაობს ამ ფაქტების დასაზუსტებლად”, _ დასძინა მან.

პროკურორმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაზარალებულთა საერთო რაოდენობიდან (229 ადამიანი) 197-მა შეიტანა საჩივარი.

გამოძიება ლე სკუარნეკის საქმეზე 2017 წლის მაისში დაიწყო და ამ პერიოდიდან აღკვეთილი აქვს თავისუფლება, პატიმარია.

პედოფილი სასამართლოს წინაშე ოთხ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით წარდგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here