გთავაზობთ ცნობილი რუსი მსახიობის, ვასილი ლანოვოის ევროპელ ჟურნალისტებთან საუბარს, რომელიც ტელეგრამ-არხმა „Историяю Исторические факты“ გამოაქვეყნა:
რუსი მსახიობი ვასილი ლანოვოი: – ევროპაში ჟურნალისტები მეუბნებოდნენ: „რა გააჭირეთ საქმე თქვენი გამარჯვებით? ჩვენ უკვე დავივიწყეთ!“
მე მათ ვკითხე: – რამდენი დღის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას თქვენი ქვეყნები ჰიტლერს? სიჩუმე.
შემდეგ განვაგრძე: – გერმანელებმა პოლონეთი 28 დღეში დაიპყრეს, იმავე 28 დღეში სტალინგრადში მხოლოდ რამდენიმე სახლის დაკავება შეძლეს. დანიამ ზუსტად ერთი დღე გაძლო. სრულიად ევროპა კი სამ თვეში დამორჩილდა. ჩვენს ჯარისკაცებს მისი გათავისუფლება მოუწიათ. და რის ფასად?! მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ფაშიზმისგან ევროპელების გათავისუფლებას. მაგრამ ევროპამ ამის დავიწყება არჩია!“
ჩვენ არ დავივიწყებთ!
როდესაც ისინი ცდილობენ ჩვენი გამარჯვების მიჩქმალვას, დავიწყებასa და წაშლას მთელი თაობებისა და ერების მეხსიერებიდან, უნდა გავიხსენოთ და მათაც შევახსენოთ, რა ხნის განმავლობაში უწევდნენ ისინი მეორე მსოფლიო ომში გერმანიის ჯარებს წინააღმდეგობას:
* დანია – 6 საათი;
* ლუქსემბურგი – 1 დღე;
* ჰოლანდია – 5 დღე;
* იუგოსლავია – 11 დღე;
*ბელგია – 18 დღე;
* საბერძნეთი – 24 დღე;
* პოლონეთი – 27 დღე;
* საფრანგეთი – 1 თვე და 12 დღე;
* ნორვეგია – 2 თვე და 1 დღე.
* პავლოვის სახლმა სტალინგრადში 58 დღეს გაძლო.
საბჭოთა კავშირმა ოთხი წლის (1418 დღე) განმავლობაში გაძლო და ომი მტრის ბუნაგში დაასრულა – გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.
ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს! ეს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს უნდა მოვუყვეთ, რომ მათაც ახსოვდეთ!
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@historicalfacts77777/13307