Home რუბრიკები საზოგადოება ეს “ველოსიპედი” მოგვინელებს

ეს “ველოსიპედი” მოგვინელებს

1554
ეს “ველოსიპედი” მოგვინელებს

დარწმუნებული ვარ, წაიკითხავთ ამ წერილს რედაქციაში და გადადებთ _ მოუცლია ამ კაცსო! ერთი შეხედვით, მართალი იქნებით: მწვავე პრობლემებით დამძიმებულ ჩვენს ცხოვრებაშივარდების მოედანზე” (შერჩა ეს სახელი, თუ სხვა დაარქვეს, არ ვიცი), ყოფილიანდროპოვის ყურებისმოპირდაპირედ დადგმული ველოსიპედისქანდაკებისდემონტაჟი სულაც არ არის პრიორიტეტული საკითხი. მაგრამ რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ მიხეილ სააკაშვილის უგემოვნებობის დამადასტურებელ ამშედევრს”?! პოპულარული ტელესერიალისშუა ქალაქშიერთერთი კომიკური პერსონაჟის, ქეთევან ღლონტისა არ იყოს _ “ერთ, ორ, სამ, ოთხმაგრამ რვა წელიწადს?!”

ან, იქნებ, ამ შედევრალური ნაწარმოების ავტორს დაგინებული აქვს _ ვინც ამას ხელს ახლებს, იმისი ასე და ისეო?!

სახვით ხელოვნებასთან, მით უფრო, ქანდაკებასთან, არავითარი შეხება არ მაქვს, სულ სხვა პროფესიის კაცი ვარ. მაგრამ _ თბილისის მოქალაქე ვარ, იმათგან ერთ-ერთი, რომელსაც დროის უკუღმართობამ ჩემი საქმე დამავიწყა და ტაქსისტობა დამაწყებინა. წლებია დავაგორებ ამ ჩემს ოთხთვალას აღმა-დაღმა, ყოველ დღე ავუვლი და ჩავუვლი ველოსიპედის “მონუმენტურ ქანდაკებას” და სულ უფრო და უფრო ვღიზიანდები, მას რომ ვხედავ იმ ადგილზე, საიდანაც თბილისის შესანიშნავი ხედი იშლება. იშლებოდა რომ ვთქვა, უფრო ზუსტი იქნება, იმდენად დაამახინჯეს ჩვენი დედაქალაქი საქართველოს გულის უგულო მთავრობებმა _ მერებისა და საკრებულოების მუდმივად ცვალებადმა შემადგენლობებმა.

თუმცა თბილისის საკრებულოს სირცხვილად ისიც ეყოფა, უჯიშო და უჯილაგო სააკაშვილი რომ ყავდა თავმჯდომარედ.

“ევროპული ტიპის” ე.წ. ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა გაპრეზიდენტულმა სააკაშვილმა ქართული მონუმენტური სკულპტურის წინააღმდეგ გალაშქრებით დაიწყო. პირველი ძეგლი, რომელიც მან დაანგრევინა, სიღნაღის თავზე აღმართული  ზღაპრული სიძლიერით გამორჩეული დევგმირის _ ამირანის შესანიშნავი სკულპტურა იყო. ეს ვანდალური აქტი მაშინ იმით აგვიხსნეს, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენისთვის დასჭირდათ ადგილი და გამოათავისუფლეს კიდეც. მაშინ ერთმა-ორმა კაცმა თუ აღიმაღლა ხმა ამ ტუტუცის ხუშტურის წინააღმდეგ. დღევანდელი გადასახედიდან კი სულ სხვა მიზეზი გამოჩნდა: სააკაშვილს იმდენად ეზიზღებოდა ყველაფერი ქართული, რომ ვერ აიტანა  თუნდაც მითოლოგიური გმირის, ამირანის, ვერც ქვაში ნაკვეთი ხატება, ვერც _ სახელი, და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავთან ჯუმბერ ჯიშკარიანის მიერ აღმოჩენილ ყუმისთავის მღვიმეს, “პრომეთეს მღვიმე” დაარქვა: პრომეთე _ კი, ამირანი _ არა.

“ველოსიპედი” იმ მოედანზე ჩაადუღაბეს, საიდანაც გააქრეს დავით აღმაშენებლის ძეგლი. მონდომება არ დაიშურეს, არც სახსრები დაკლებიათ.

სტალინის ძეგლი მისი მშობლიური ქალაქიდან ერთ ღამეში მოიპარეს.

გამარჯვების მემორიალს _ “მზეჭაბუკს” _ ქუთაისში ორი სიცოცხლე შესწირეს.

ამ ველოსიპედს კი ძვრა ვერ ვუქენით, თბილისელებს გულს გვიხეთქავენ სააკაშვილის შთამომავლები, რომლებმაც გველებივით კანი იცვალეს და “ოცნების” მრავალქიმიანი ვარსკვლავები დაიხატეს გულზე: სვირინგი ხომ მოდაშია და ფუი! ადამიანის სხეულზე გადანაცვლებულ ამ გრაფიტის.

დაბოლოს, იცით, რისი მეშინია ყველაზე უფრო? იმისი, რომ ვგრძნობ, თანდათან როგორ მინელდება პროტესტის გრძნობა. ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო. ეტყობა, “ველოსიპედისდა სხვა უსახურობათა დედაქალაქის ცენტრიდან მოცილებას რომ აჭიანურებენ, სწორედ იმიტომ მოქმედებენ ასე, რათა ბოლოს და ბოლოს შეგვაგუონ აზრს, რომ ნაცების სისხლიანი რეჟიმი უკვდავია. აბა, ამაოდ ხომ არ უწოდა აშშის პრეზიდენტმა ბუშმა (უმცროსმა) სააკაშვილსდემოკრატიის შუქურა”!

სახედარს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში ტენიდნენო, ასეა ჩვენი საქმე. ნაცებს რომ ელოლიავება “ოცნება” კოაბიტაცია კი არ არის, არამედ რეანიმაციაა, სიუზერენის ნებითა და მითითებით სახელისუფლებო საჭესთან მიშისტებისთვის ადგილის დათმობის განხორციელებული ფაქტია.

რასაც ამერიკა გვეტყვის, მხოლოდ ის არის ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანცია. რაც ამ ჭეშმარიტების ხელიდან გამოვიდა, იმაზე უნდა ვილოცოთ _ გინდა ველოსიპედი იყოს, გინდა გამუსლიმებული ბათუმის “საზოგადოებრივი ჰარამხანიდან” გაგდებული საჭურისის დაკოდილ “კვერცხებზე” დადებული “შლოპანცები”.

ან, იქნებ, პუტინმა მართლაც შეუსრულა მიშას მწარე დანაპირები და ჩვენ ვერ გავიგეთ?!

მათე ქობლიანიძე

თბილისი, ზემელი

„პირუტყვის გადარეკვა“ (დალასი)
„პირუტყვის გადარეკვა“ (დალასი)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here