Home ახალი ამბები საქართველო ეს გამოსავალია თუ შანტაჟი?

ეს გამოსავალია თუ შანტაჟი?

1004
ტყიბულის მაღარო

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმაგამოთქვა მზადყოფნა, კომპანიასაქნახშირიუსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს

ტრაგედია ტყიბულის მაღაროში

ტყიბულში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, მინდელის მაღაროში უბედური შემთხვევა ამჯერადაც იმავე ადგილას მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 5 აპრილს ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. აპრილში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

ტყიბულის მაღაროებში კვლავ დაიღუპა ხალხი. 16 ივლისს, გამთენიისას, მინდელის სახელობის მაღაროში მორიგი ტრაგედია დატრიალდა _ ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა, დაიღუპა ოთხი მაღაროელი, დაშავდა ექვსი. შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ “სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს მაღაროს მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა _ 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ.-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ”.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში 25-ვე მაღარო დაიხურა. 16 ივლისი კი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ინფორმაციით, კომპანიამ 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა “საქნახშირში”, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე…

მაგრამ, როგორც ჩანს, ტყიბულში არსებული მაღაროების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ მოიძებნა გადაწყვეტილება, რომელიც ნახშირის მოპოვებას მთლიანად უსაფრთხოს გახდიდა. ამიტომ ახლახან “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” გამოთქვა მზადყოფნა, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს გადასცეს.

“სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია “საქნახშირში” ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა. აქედან გამომდინარე, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს”, _ ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here